კოსმოსური ჰაკათონი - საქართველოში ნასას ასტრონავტი ქალი ჩამოდის
მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით კოსმოსური ჰაკათონი იწყება. ჰაკათონის მთავარი მიზანი კოსმოსური მასშტაბის იდეების და მათი ავტორების წახალისებაა. ჰაკათონის ჟიურის თავმჯდომარე ნასას ასტრონავტი ქალი ჰაიდი ფაიფერი იქნება, გამარჯვებული გუნდი ნიდერლანდებში, ევროპის კოსმოსური სააგენტოს მუზეუმის, Space Expo-ს სანახავად გაემგზავრება. პროექტს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორია“ ახორციელებს.
ჰაკათონის წესები
კლასიკური ჰაკათონებისგან განსხვავებით, კოსმოსური ჰაკათონი არ არის მხოლოდ მათთვის, ვინც კოდს წერს. ეს არის შესაძლებლობა მოიფიქროთ და განახორციელოთ პროექტი როგორც software, ისე hardware მიმართულებით. კონკურსი ორეტაპიანია - პირველ ეტაპზე მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ პროექტი, მეორე ეტაპზე კი, შერჩევის შემთხვევაში, განახორციელონ ის.
ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ახალგაზრდას 18-დან 25 წლამდე. გუნდი უნდა შედგებოდეს 2 ადამიანისგან, ერთი ბიჭისგან და ერთი გოგოსგან. ორგანიზატორები ამბობენ, რომ გუნდის ასეთი კონფიგურაციის მიზანი ჰაკათონში გოგონების ჩართულობის წახალისებაა.
„მეცნიერება ეს არის უსაზღვრო შესაძლებლობების ერთობლიობა, და ეს შესაძლებლობები თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს, როგორც ბიჭებისთვის, ისე გოგონებისთვის. ჰაკათონის ჟიურის თავმჯდომარე, ნასას ასტრონავტი, ჰაიდი ფაიფერი ამის ცოცხალი მაგალითია. ჩვენ გვჯერა, რომ მეცნიერების დახმარებით, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით, ცას მივწვდებით და ეჭვი არ გვეპარება, რომ კოსმოსური ჰაკათონის მონაწილეები ამას პრაქტიკულად დაამტკიცებენ“, ამბობენ დემოკრატიის ლაბორატორიაში.
შესარჩევი ეტაპი 7 ნოემბრამდე გაგრძელდება, ფინალური ეტაპი კი ჩატარდება 1-3 დეკემბერს, ფაბრიკასა და ამერიკულ კუთხეში.
ჰაკათონში მონაწილეობის მსურველებს დეტალური ინფორმაციის მიღება ამ ვებსაიტზე და დემოკრატიის ლაბორატორიის ფეისბუქის გვერდზე შეუძლიათ.
ჰაკათონის Problem Set - ანუ როგორ გავხსნათ კოოპერატივი მარსზე
ჰაკათონის მთავარი თემა მარსის კოლონიზაციაა. მონაწილეებმა უნდა დაწერონ აპლიკაცია, მოიფიქრონ ტექნიკური/საინჟინრო გადაწყვეტა, შექმნან დიზაინი - ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც ადამიანს მარსზე გადასახლებამდე, გადასახლებისას ან გადასახლების შემდეგ გამოადგება, გადაუწყვეტს კონკრეტულ პრობლემას, შეუქმნის კომფორტს და თავს ისე აგრძნობინებს, როგორც საკუთარ სახლში.
სპეციალურად ჰაკათონში მონაწილეობის მსურველებს ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიიდან მარსის პროგრამის ხელმძღვანელმა ინჟინერმა, რობ მენინგმა მიმართა
„ნებისმიერი მისიის განსახორციელებლად, რომელიც პლანეტებს და ვარსკვლავებს იკვლევს, ინჟინრები ყველა მიმართულებით გვჭირდება: მათემატიკოსები, ფიზიკოსები, ელექტრიკოსები, კომპიუტერული მეცნიერებების და software ექსპერტები, თერმული ინჟინერიის მცოდნეები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ბიზნესმენები. თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენელი უნდა გაერთიანდეს იმისთვის, რომ ეს ძალიან რთული ამბები რეალობად აქციოს. თუ შენც გინდა, გახდე მარსის მისიის მონაწილე აუცილებლად ჩაერთე ჰაკათონში.“- ამბობს რობ მენინგი
ჰაკათონის ფინალური ეტაპი
საუკეთესო პროექტების ავტორები გადავლენ ფინალურ ეტაპზე და თბილისში, ჰაკათონზე შეიკრიბებიან. გუნდს ექნება სრული 30 საათი იმისთვის, რომ პროექტში წარდგენილი იდეა განახორციელოს. თითოეულ გუნდს გადაეცემა მათ მიერ წინასწარ, პროექტში გაწერილი მასალები და რეკვიზიტები.
გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება ნიდერლანდებში, ევროპის კოსმოსური სააგენტოს მუზეუმის, Space Expo-ს სანახავად. მეორე და მესამე ადგილის მფლობელები საჩუქრად მიიღებენ ტექნიკის ვაუჩერებს.
“კოსმოსური ჰაკათონი აძლევს გოგონებსა და ბიჭებს შესაძლებლობას იფიქრონ კრეატიულად და შექმნან უნიკალური პროდუქტი. აეროკოსმოსურ ინდუსტრიაში წარმატებული კარიერის უამრავი შესაძლებლობაა. კოსმოსის კვლევას სჭირდება კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტები, ინჟინრები, გეოლოგები, ბიოლოგებიც კი - იმისთვის, რომ ადამინების ცხოვრება მარსზე და მის მიღმა შესაძლებელი გახადონ. მოუთმენლად ველოდები ქართული გუნდების გამოგონებების ნახვას.“ - ამბობს აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშე დემიენ უემპლერი.
ჰაკათონის სპეციალური სტუმარი
ჰაკათონის ჟიურის თავმჯდომარე ნასას ასტრონავტი ქალი ჰაიდი ფაიფერი იქნება, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული 2 კოსმოსურ მისიაში. კოსმოსში გატარებული აქვს 27 დღეზე მეტი, ღია კოსმოსში - 33 საათი.
ჰაიდის მიღებული აქვს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის (MIT) ინჟინერიის მაგისტრის ხარისხი. 1985 წელს კარიერა ამერიკის საზღვაო ძალებში დაიწყო და კაპიტანი გახდა.
ნასას ჰაიდი ფაიფერი 1996 წელს შეუერთდა. მისი პირველი მისია შატლი ატლანტისი იყო 2006 წელს, 2008-ში ენდევორის მისიაში მიიღო მონაწილეობა. ახორციელებდა სამუშაოებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, რომელთა ფარგლებშიც 5-ჯერ გავიდა ღია კოსმოსში ე.წ. spacewalk-ზე.
პროექტის მთავარი სპონსორია აშშ-ს საელჩო საქართველოში. მისი პარტნიორები არიან: ჯეოსელი, თიბისი ბანკი, ჯიპიაი ჰოლდინგი, ალტაოქეი, ორიენტ ლოჯიკი, ფაბრიკა, ბაკურიანი, ტირაჟი და ედისონი.
კოსმოსური ჰაკათონისთვის პროექტების მიღება უკვე დაწყებულია.
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
კომენტარები