ჯიმი ტაბიძე

25 Oct. 2017, 17:08

პატივს ვცემ გურამს, როგორც სპორტსმენს და როგორც პიროვნებას. მას გააზრებული ჰქონდა ის ქმედება, რომელსაც კრიტიკა მოჰყვა. ჩემი აზრით, სურდა დაეგმო აგრესია, რომელიც ხორციელდება ლგბტ პირებისადმი მსოფლიოში. ვფიქრობ, საქართველოში განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს პრობლემა, თუმცა ამ თემის განვრცობა შორს წაგვიყვანს. მოკლედ, "კაშომ" თქვა "არა ძალადობას", თუმცა ბევრმა არასწორად გაიგო მისი ქმედება, რაც ძალიან სამწუხაროა...

თუ შემეძლება ნებისმიერი სახის ძალადობის წინააღმდეგ რაიმე გავაკეთო, უკან არ დავიხევ, ამგვარი ნაბიჯისთვის ყოველთვის მზად ვარ. სამკლავურით თუ სამკლავურის გარეშე, ყოველთვის ვეცდები დავუპირისპირდე ნებისმიერი სახის ძალადობას. გვერდით უნდა დავუდგეთ მათ, სულ ერთია ვინ იქნება ძალადობისა და აგრესიის მსხვერპლი ლგბტ პირი თუ ნებისმიერი სხვა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  2. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  3. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  4. გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
  5. ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ