მიხეილ სააკაშვილი

5 May. 2026, 11:02

"ძალიან დიდ ისტორიულ გაუგებრობასთან და უსამართლობასთან გვაქვს საქმე.
კავკასიის ისტორიული ცენტრი არის თბილისი. ევროინტეგრაცია საქართველოს დაწყებულია. უფრო მეტიც მე ვიყავი რადეკ სიკორსკისთან და კარლ ბილტდან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატორი და პირველად ისტორიაში მთელი ევროპა ჩამოდის კავკასიაში გადაუფრინა თბილისს და 40 წუთით მეტი იფრინა ერევნამდე.

აი ესაა ის ფასი რასაც ჩვენ ვიხდით 2012 წლის არჩევანისთვის. ივანიშვილმა 2013-ში თქვა რომ მისთვის სანიმუშო იყო მაშინდელი სომხეთის საგარეო პოლიტიკა. ხოდა ახლა საქართველო იმყოფება 2013 წლის სომხეთის მდგომარეობაში. ხოლო სომხეთი 2012 წლამდე საქართველოს მდგომარეობამდე დაწინაურდა.

ჩემი პრეზიდენტობის დროს ჩვენ პრინციპულად შევთანხმდით ფრანგულ "არევასთან", საქართველოში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე. დღეს ეს პროექტიც სომხეთმა წაგვართვა, ისევე როგორც სხვა ევროპული სიკეთეები.

ივანიშვილს პრინციპულად არ უნდა ევროპული ფული, იმიტომ რომ ეს ფული მთელ მოსახლეობას გაამდიდრებდა. მისთვის რუსული ფული არის საკუთარი და გარემოცვის კიდევ მეტად გამდიდრების გარანტია. იმიტომ რომ გარდა სიხარბისა, სჯერა რომ რაც უფრო მდიდარი იქნება თვითონ და რაც უფრო ღატაკი ხალხი, მით უფრო ადვილად შეინარჩუნებს მოპარულ ხელისუფლებას.

და კიდევ, აბა თქვით ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო, სად ჩამოვიდოდა 50 ლიდერი აქ თუ ერევანში?"

დაწერა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, EPC-ის ფორუმს ესწრებიან ლიდერები ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან, აგრეთვე ალბანეთიდან, ანდორიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან, კანადიდან, საქართველოდან, ისლანდიიდან, კოსოვოდან, ლიხტენშტაინიდან, მოლდოვიდან, მონაკოდან, მონტენეგროდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან, ნორვეგიიდან, სან-მარინოდან, სერბეთიდან, შვეიცარიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და გაერთიანებული სამეფოდან.

შეგახსენებთ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანება (EPC) არის სამთავრობოთაშორისო ფორუმი ევროპის მომავლის შესახებ პოლიტიკური და სტრატეგიული დისკუსიებისთვის, რომელიც 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაარსდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
  2. ორმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა, ერთი სამინისტრო გაუქმდა — საკადრო ცვლილებები მთავრობაში
  3. რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
  4. გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
  5. აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის $250 მლნ-ის სესხი დაამტკიცა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა

საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის…