ილჰამ ალიევი: 2028 წლის მაისში სამიტის წევრებს აზერბაიჯანში ვიწვევ. სომხეთმაც მხარი დაუჭირა ჩვენს კანდიდატურას, რაც ნათლად აჩვენებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა რეალობაა
"აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა რეალობაა," — ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ვიდეომიმართვისას განაცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო, APA ავრცელებს.
ალიევის თქმით, სამიტში მისი ვიდეოფორმატით ჩართვა წინასწარ იყო შეთანხმებული ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასთან აზერბაიჯანში გამართული შეხვედრისას.
აქვე, ალიევმა ისაუბრა ევროკავშირის ლიდერებთან ძველ შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ მხარი დაუჭირა 2026 წლის სამიტის სომხეთში ჩატარებას, თუმცა სამომავლოდ შეხვედრის გამართვას აზერბაიჯანში ითხოვს.
"აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა რეალობაა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას აზერბაიჯანში ვიზიტის დროს ჩვენ განვიხილეთ ჩემი მონაწილეობა სამიტში და შევთანხმდით, რომ მას ვიდეოფორმატში შევუერთდებოდი.
ასევე მსურს გაცნობოთ, რომ ერთი წლის წინ, ჩემს შეხვედრაზე პრეზიდენტ კოშტასა და ურსულა ფონ დერ ლაიენთან, მათ მკითხეს ჩემი აზრი 2026 წლის მაისში სამიტის სომხეთში ჩატარების იდეაზე. მე მხარი დავუჭირე ამ ინიციატივას და, თავის მხრივ, შევთავაზე, რომ ერთ-ერთი მომდევნო სამიტი აზერბაიჯანში ჩატარებულიყო ბალანსის შესანარჩუნებლად. ეს წინადადება მიღებულ იქნა და შესაბამისად, 2028 წლის მაისში წევრებს აზერბაიჯანში ვიწვევ. სხვათა შორის, სომხეთმაც მხარი დაუჭირა ჩვენს კანდიდატურას, რაც ნათლად აჩვენებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა რეალობაა," — განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ცნობისთვის, მსოფლიო ლიდერები კვირას სომხეთში, ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე დასასწრებად ჩავიდნენ. შეხვედრის დევიზია "მომავლის შენება: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში" იმართება.
48 ქვეყნის ლიდერი, მათ შორის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი, 4 მაისს, შეიკრიბება, რათა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები განიხილონ.
სამიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ 2028 წელს აზერბაიჯანში EPC-ის მე-10 სამიტს დაესწროს.
- ნიკოლ ფაშინიანი: იმედია მექნება შესაძლებლობა, ვეწვიო აზერბაიჯანს EPC-ის მე-10 სამიტზე
- EU-სა და მსოფლიოს სხვა ლიდერები სომხეთში EPC-ის სამიტზე ჩავიდნენ
- კაია კალასი: ვხედავთ, რომ ისინი [საქართველოს მთავრობა] არასწორი მიმართულებით დგამენ ნაბიჯებს
- ირაკლი კობახიძე: მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება, მივმართო ევროპელ ლიდერებს
- ინიციატივა "ჯერ საქართველოს" დამფუძნებელი, ვიქტორ ყიფიანი, ერევნის დიალოგში მიიღებს მონაწილეობას
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
კომენტარები