დავით მათიკაშვილი: EU-ს ელჩს მოუწევს ახსნა, რას გულისხმობს, როდესაც ქვეყანას, ხალხს წარსულში დაბრუნებით ემუქრება
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ პაველ ჰერჩინსკი ვალდებულია განმარტოს საკუთარი განცხადება, რომლის გამოც იგი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ მათიკაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ელჩის შეფასებები ყოველგვარ ზღვარს გადაცილებულია და დიპლომატიასთან საერთო არაფერი აქვს.
"ევროკავშირის ელჩს მოუწევს იმის ახსნა, თუ რას გულისხმობს, როდესაც, პრაქტიკულად, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს წარსულში დაბრუნებით ემუქრება. თვითონვე ბრძანა – სამოქალაქო ომი, სიღარიბე, სიღატაკე და ა.შ. თუკი არ მოხდება კონკრეტული მითითებების შესრულება, რაც მომდინარეობს ბრიუსელიდან", — განაცხადა მათიკაშვილმა.
მისივე შეფასებით, ელჩის განცხადებაში იკვეთება, რომ "ქართველი ხალხის არჩევანი, ჰყავდეს ეროვნული ხელისუფლება, არ არის მისაღები გარკვეული ძალებისთვის".
"ეს იყო ყოველგვარ ზღვარს გადაცილებული, დიპლომატიასთან საერთოდ არანაირი კავშირის მქონე განცხადება, რაც პირდაპირი ტექსტით გულისხმობს მუქარას ქართველ ხალხზე... კიდევ ერთხელ ჩანს და იშიფრება აქ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი, ჰყავდეს ეროვნული ხელისუფლება არ არის მისაღები კონკრეტული ძალებისთვის, მათ შორის, იმ ძალებისთვის, ვისაც წარმოადგენს ჰერჩინსკი," — აღნიშნა მან.
ცნობისთვის, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ საქართველო „სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება“ და ხელისუფლება ქვეყანას ევროკავშირს აშორებს.
"საქართველო გზაგასაყარზე დგას… ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ," — განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მისივე თქმით, ევროკავშირი მზად არის, დაეხმაროს საქართველოს გაწევრიანებაში, თუ ხელისუფლება თანამშრომლობის სურვილს გამოხატავს.
აღნიშნული განცხადებების შემდეგ, ევროკავშირის ელჩი საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები