"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" : "ოცნების" წარმომადგენლებმა ელჩების სტატუსის მქონე ამ ადამიანებთან ურთიერთობა უნდა გაწყვიტონ
პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საქართველოში ევროკავშირისა და კონკრეტული ევროპული სახელმწიფოების ელჩების საქმიანობას აფასებს. განცხადების თანახმად, საქართველოში საიდუმლოს აღარავისთვის წარმოადგენს, რომ ევროკავშირისა და კონკრეტული ევროპული სახელმწიფოების ელჩები ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების მიმართ მტრულად არიან განწყობილი.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ ამ ყველაფერს უკვე თითოეული რიგითი მოქალაქე, მათ შორის პოლიტიკური პროცესით ნაკლებად დაინტერესებული ადამიანებიც კარგად იაზრებენ, თუმცა, ქართული ოცნება დიპლომატებთან კომუნიკაციას მაინც განაგრძობს.
განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ბოლო დროინდელ გამოსვლებზე.
"საზოგადოებამ მოისმინა პაველ ჰერჩინსკის განცხადება, როდესაც ევროკავშირის ელჩი საქართველოს ბნელ წარსულში დაბრუნებით, სიდუხჭირითა და სამოქალაქო ომის გაჩაღებით დაემუქრა. თანაც, ცინიკურად, აღნიშნული კომენტარი, თითქოს, ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვის მოტივით გააკეთა. მისი განცხადების რეალური მიზნის ამოცნობა არავის გასჭირვებია
უკვე მომდევნო დღეს, ბრიტანეთის ელჩი შეხვდა ე.წ. ოპოზიციურ ალიანსს, რომელიც, სინამდვილეში მრავალჯერ დაშლილი და გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის რეანიმაციის კიდევ ერთი მცდელობაა. იქ შემავალი ძალების ლიდერები თავად იყვნენ მოძალადე რეჟიმის არქიტექტორები, ხელისუფლებიდან მათი ჩამოშორების შემდეგ კი, უკვე მეთოთხმეტე წელია, საკუთარი დესტრუქციული, ანტიეროვნული, გარე ძალების ინტერესებზე მორგებული ქმედებებით საკუთარ ქვეყანასა და ხალხს აზიანებენ. შეხვედრიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური კრიმინალია და ამჟამად გარე პატრონებისგან კიდევ ერთხელ გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის მართვა აქვს ჩაბარებული, განაცხადა, რომ შეხვედრაზე ადგილობრივი რადიკალური ოპოზიციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებაზე, ქვეყნის შიგნით აქციების, ხოლო უცხოეთიდან სანქციების პოლიტიკის გაგრძელებაზე გაკეთდა აქცენტი",— წერია განცხადებაში.
ორგანიზაციის მტკიცებით, ეს პირველი შემთხვევა ნამდვილად არ არის, როდესაც კონკრეტული უცხოელი ელჩი არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების მორჩილ ადგილობრივ რადიკალებს ხვდება და მათ დირექტივებს აძლევს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ.
ერთიანი ნეიტრალური საქართველო სხვადასხვა ქვეყნის ელჩების ქმედებებს იხსენებს.
"გასული წლის ნოემბერში საფრანგეთის ელჩი არაოფიციალურ გარემოში, საელჩოს ნაცვლად ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში კონსპირაციულად შეხვდა უცხოეთიდან დაფინანსებულ NGO-ებს, თუმცა, როდესაც შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, კონკრეტულად რაზე ისაუბრეს და რა დავალებები მიიღეს, ამის შესახებ კითხვებს, ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა თავი აარიდეს.
საზოგადოებას კარგად ახსოვს ნიდერლანდების ელჩისა და აგენტურული ქსელის ერთ-ერთი ყველაზე რადიკალი ფიგურის, ელენე ხოშტარიას შეხვედრა არაფორმალურ გარემოში. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია კონტექსტიც, რადგანაც აღნიშნული შეხვედრა ხოშტარიას მხრიდან ქართული ოცნების კუთვნილი საარჩევნო ბანერის გამიზნულად დაზიანებიდან მეორე დღეს გაიმართა, რითაც ელჩმა მის მიმართ მხარდაჭერა გვიჩვენა, ეს კი სხვა არაფერია თუ არა რადიკალიზმის, ექსტრემიზმისა და დანაშაულის წახალისება.
კიდევ ერთი ფიგურა, რომელიც დიპლომატის სტატუსს ამოფარებული საქართველოსა და ჩვენი საზოგადოების ინტერესებს აქტიურად ებრძვის - გერმანიის ელჩია. პეტერ ფიშერმა ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობის პროცესში თითქმის ყველა დიპლომატიური სტანდარტი ფეხქვეშ გათელა, არაერთხელ დაარღვია ვენის კონვენცია, ის ხშირად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს და გარე ძალების მორჩილ ადგილობრივ რადიკალებთან აქტიურ კოორდინაციაში იმყოფება", — წერია განცხადებაში.
განცხადების ავტორთა აზრით, სწორედ ასეთი შეხვედრების შემდეგ აქტიურდებიან ადგილობრივი ოპოზიციონერები, აქტივისტები თუ NGO-ების წარმომადგენლები, რაც საფუძვლიანად აჩენს მოსაზრებას, რომ ისინი დიპლომატებისგან კონკრეტულ დავალებებს იღებენ, თუ როგორ უნდა იმოქმედონ და როგორი დღის წესრიგი უნდა შექმნან.
"ეს მაგალითები ადასტურებს, რომ "დიპლომატები" ერთი სტრატეგიით მოქმედებენ და მათი ხელწერაც იდენტურია. ეს კი თავის მხრივ ცხადად ადასტურებს, რომ თითქმის ყველა მათგანი ერთი ხელით, ძირითადად ბრიუსელიდან იმართება, და ისევე, როგორც ევროპული ბიუროკრატიის უდიდესი ნაწილი, საქართველოში მოქმედი ევროპელი ელჩებიც "დიფ სთეითის", იგივე გლობალური ომის პარტიის მორჩილი აგენტურაა", — წერია განცხადებაში.
ორგანიზაცია ეხმიანება მმართველი გუნდის პოზიციასაც და აღნიშნავს, რომ მათი სტრატეგიის "ესმით", თუმცა ოპტიმისტურად განწყობილნი არ არიან.
"გვესმის ქართული ოცნების სტრატეგია, რომ მოთმინებით ელიან ბრიუსელში არსებული აგენტურის ცვლილებას. მათი გათვლა იმაზე გადის, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ევროპა თვითგანწმენდას მოახერხებს, "დიფ სთეითის" მარწუხებიდან გათავისუფლდება და ევროპული ქვეყნებისა თუ ევროკავშირის ხელმძღვანელობა საკუთარ სახელმწიფოებსა და კონტინენტზე დაიწყებენ ზრუნვას, რაც საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებას აუცილებლად გამოიწვევს, თუმცა, ეს როდის მოხდება და ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს რა იძლევა, გაუგებარია", — აღნიშნულია განცხადებაში.
დასკვნის სახით, ერთიანი ნეიტრალური საქართველო მკაცრ მოთხოვნას აყენებს. მათი თქმით "ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ელჩების სტატუსის მქონე ამ ადამიანებთან ურთიერთობა დაუყოვნებლივ უნდა გაწყვიტონ".
"მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ ყველანაირი ურთიერთობა და კომუნიკაცია უნდა გაწყვიტოს გლობალური ომის პარტიის მომსახურე პერსონალთან, რომლებსაც ელჩები ეწოდებათ და რომლებიც, ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზმის, დესტრუქციისა და დანაშაულის წახალისების გარდა არაფერს აკეთებენ. ამავდროულად ისინი აქტიურ კოორდინაციაში არიან, დავალებებს აძლევენ და განაგებენ ქვეყნის მტერი ოპოზიციის ქმედებებს. მათ არ შეიძლება ეწოდოთ დიპლომატები, ისინი ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უპირისპირდებიან, შესაბამისად მათთან ურთიერთობა საქართველოსთვის ზიანის მოტანისა და საფრთხის ზრდის მეტს არაფერს გამოიწვევს! ამიტომ, ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ეს ყველაფერი კარგად უნდა გაიაზრონ და ელჩების სტატუსის მქონე ამ ადამიანებთან ურთიერთობა დაუყოვნებლივ უნდა გაწყვიტონ. აუცილებლად მიგვაჩნია დიპლომატიური პრაქტიკიდან ასეთი ზომების გამოყენება", — წერია განცხადებაში.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები