შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ასაკრძალი პარტიების სიას "ფედერალისტებიც" დაემატება
დღეს ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილიმა განაცხადა, რომ ასაკრძალ ოპოზიციური პარტიათა სიას ფედერალისტებიც დაემატება. მისი თქმით, გადაწყვეტილება ოპოზიციური ალიანსების გაერთიანებას უკავშირდება.
"იცით, რომ მას შემდეგ რაც 2026 წლის 2 მარტს რადიკალურმა ოპოზიციურმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას და შექმნეს ე.წ. ალიანსი, სადაც განაცხადეს, რომ ექნებათ საერთო სტრატეგიული მიზნები და მათ შორის, გაიზიარეს საერთო მიზნები, თქვეს რომ იმუშავებენ იმაზე, რომ მათი მიზანი არის კონსტიტუციის არაღიარება, კონსტიტუციური ინსტიტუტების არაღიარება, არჩევნებისთვის ძირის გამოთხრა და ზოგადად, დემოკრატიული პროცესის არაღიარება. მათ შორის, გაერთიანდნენ 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორები. ჩვენ ვთქვით, რომ ეს იქნებოდა საფუძველი, რომ ჩვენი კონსტიტუციური სარჩელისთვის რომელიც საკონსტიტუციოშია შეტანილი, გადაგვეხედა. გამომდინარე იქედან რომ ახლა გავქვს ამ დეკლარაციით გაერთიანება რომელიც იზიარებს ამ მიზნებს.
ამიტომ, დღეს მივმართავთ საკონსტიტუციოს ახალი სარჩელით, ამავე დროს, გამოვითხოვთ ძველ სარჩელს, რომელიც გვქონდა ამ არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით გვქონდა შეტანილი, და მივმართავთ ახალი სარჩელით, რომელშიც გავზრდით ჩამონათვალს. კერძოდ, თუკი თავდაპირველ სარჩელში ეს იყო 3 პარტია — ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის და ლელო, ახალ სარჩელში ამ სამ პარტიასთან იქნება ფედერალისტური პარტია," — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, 2025 წლის 4 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე ქართული ოცნების მიერ მომზადებული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელი განათავსეს, რომელსაც მოსამართლე ვასილ როინიშვილი განიხილავს. სარჩელში 2003-2012 წელს გახმაურებული საქმეების ჩამონათვალია, მათ შორის "სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმე" — ვასილ როინიშვილი აღნიშნული საქმის ერთ-ერთი პროკურორი იყო.
საკონსტიტუციო სარჩელით ქართული ოცნება სამი პარტიის აკრძალვას მოითხოვდა:
- ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობა;
- კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა;
- ძლიერი საქართველო — ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის.
თავდაპირველად სარჩელში ჩამოთვლილი იყო "მცირე პარტიებიც", რომელთა აკრძალვასაც ქართული ოცნება ამ ეტაპზე არ ითხოვდა იმ მიზეზით, რომ მათ "პოლიტიკაზე არსებითი გავლენა და საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ", მაგრამ მათი "არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ". ეს პარტიები იყო: ელენე ხოშტარია — დროა; გირჩი მეტი თავისუფლება; კი ევროპას — სტრატეგია აღმაშენებელი; ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის; ფედერალისტური პარტია; საქართველოს რესპუბლიკური პარტია; "და სხვა ფიქტიური, ერთკაციანი და მცირე პარტიები".
-
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო
გადახედვა
-
კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს
გადახედვა
-
ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის
გადახედვა
-
სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა
გადახედვა
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება "მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
კომენტარები