რუსეთი აზერბაიჯანული ავიალაინერის ჩამოგდების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას დათანხმდა
რუსეთი დათანხმდა აზერბაიჯანული ავიალაინერის ჩამოგდების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას — ნათქვამია ორი ქვეყნის მიერ 15 აპრილს გავრცელებული ერთობლივ განცხადებაში.
2024 წელს მომხდარ ტრაგედიას, რომელმაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაძაბა, 38 ადამიანი ემსხვერპლა.
"აზერბაიჯანის ავიახაზების" კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოს მიმართულებით მიფრინავდა, 2024 წლის 25 დეკემბერს ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ გახსნილი ცეცხლი გახდა.
რუსეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდარი რუსეთის ფედერაციის საჰაერო სივრცეში "საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ განხორციელებული უნებლიე დარტყმის" შედეგი იყო. მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, მოაგვარეს ავიაკატასტროფასთან დაკავშირებული კომპენსაციის გადახდის საკითხიც, თუმცა გადასახდელი თანხის ოდენობა ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.
ამ ფატალურმა შემთხვევამ მნიშვნელოვნად დაძაბა მოსკოვსა და ბაქოს შორის არსებული ურთიერთობები.
მომხდარზე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის პასუხისმგებლობა მხოლოდ 2025 წლის ოქტომბერში აღიარა. მან პირობა დადო, რომ სამართლებრივად შეფასდებოდა იმ თანამდებობის პირების ქმედებები, რომლებიც ამ ინციდენტში იყვნენ ჩართულნი. კრემლის განმარტებით, იმ დღეს რუსული სამხედრო ძალები სამ უკრაინულ დრონს "აკვირდებოდნენ“, რომლებმაც რუსეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთეს.
"გადადგმული ნაბიჯები ადასტურებს ორმხრივ მისწრაფებას, მომავალშიც განავითარონ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა მოკავშირეობრივი ურთიერთქმედების ფარგლებში", — ნათქვამია განცხადების დასკვნით ნაწილში.
ალიევი აცხადებს, რომ ბაქო თვითმფრინავის ჩამოვარდნის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.
- ალიევი აცხადებს, რომ ბაქო თვითმფრინავის ჩამოვარდნის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
- აზერბაიჯანული მედია ირწმუნება, რომ იდენტიფიცირებული არიან ის რუსი ოფიცრები, ვინც აზერბაიჯანული თვითმფრინავი ჩამოაგდეს
- რუსეთის თქმით, AZAL-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულებსა და დაღუპულებს კომპენსაცია გადაუხადეს
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
კომენტარები