"ამას ვერ მივიღებთ, როგორც ტექნიკურ ხარვეზს, არაა რთული ორი გვარის ჩასწორება" — მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის საგარეო უწყებას აკრიტიკებს
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილმა სამთავრობო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გააკრიტიკა იმის გამო, რომ მეორე წელია მათ ვებგვედზე საქართველოს პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილია მითითებული და საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი. მისი თქმით, ამას "ვერ მიიღებენ, როგორც ტექნიკურ ხარვეზს. არ არის ძალიან რთული ორი გვარის ჩასწორება".
"ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია გერმანულ მხარესთან. მე ძალიან ხშირად ვესაუბრები ჩემს გერმანელ კოლეგებს, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს კავშირები არსებობს, კომუნიკაცია არსებობს და რა თქმა უნდა, დასანანია, როდესაც ვხედავთ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯიუტად არ დგამს ამ პატარა ნაბიჯსაც კი იმისათვის, რომ უბრალოდ სწორი ინფორმაცია ასახოს საკუთარ ვებგვერდზე, მაშინ როდესაც საქართველოს მხარე ამას ითხოვს და მიუთითებს, რომ რაღაც არასწორია. რა თქმა უნდა ისეთი გულუბრყვილოები ვერ ვიქნებით, რომ დავიჯეროთ, თითქოს ორი წელიწადია ტექნიკური ხარვეზი ვერ გაასწორეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. ამას ჩვენ ვერ მივიღებთ, როგორც ტექნიკურ ხარვეზს. არ არის ძალიან რთული ორი გვარის ჩასწორება. საუბარია ნებაზე, რომელიც უნდა გამოხატოს გერმანულმა მხარემ იმისათვის, რომ უბრალოდ სწორი ინფორმაცია განათავსოს საკუთარ ვებ გვერდზე," — განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მანამდე, მიმდინარე წლის 13 თებერვალს, შალვა პაპუაშვილმაც გააკრიტიკა გერმანული მხარე და კონკრეტულად ელჩი პეტერ ფიშერი, რომ ეს "ხარვეზი" ამ დრომდე არ გასწორებულა. მისი თქმით, "ეს არ არის რომელიმე ვებ-ადმინისტრატორის ხარვეზი. შეუძლია გერმანიის ელჩს, რომ შეასწოროს".
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო
გადახედვა
-
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
-
მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა
გადახედვა
-
"თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე "თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე
გადახედვა
კომენტარები