შოთა ბერეკაშვილი: პატივი უნდა ვცეთ კომისიის მუშაობას
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია გახარია საქართველოსთვის წევრმა, ტატა ხვედელიანმა "ფასების შემსწავლელ საპარლამენტო კომისია" "ტრაგიკომედიად" შეაფასა და დასძინა, რომ კომისიის მილიონერი თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცახდებით, "ფასები შეიძლება ვერ შეამცირონ".
"ტრაგიკომედიურ ფასების შემსწავლელ კომისიაზე თქვენმა ერთ-ერთმა წევრმა, კომისიის თავმჯდომარემ [შოთა ბერეკაშვილმა], რომელიც ოფიციალურად მილიონერია, განაცხადა, რომ ფასები შეიძლება ვერ შეამციროთ, მაგრამ თურმე, კარგად იცით, როგორ გაზარდოთ ეკონომიკა თვიდან თვემდე რამდენიმე პროცენტით. უკაცრავად და ვისთვის ზრდით ამ ეკონომიკას, თქვენივე სააღდგომო სუფრებისთვის? ხალხს აინტერესებს, სად არის გაზრდილი ეკონომიკის შედეგები? თუ პროდუქტების ფასმა მოიმატა, ელექტროენერგია გაძვირდა, საწვავის და მედიკამენტების ფასმა მოიმატა, მანქანების განბაჟების ფასები გაძვირდა, სად ხედავს სარგებელს საქართველოს მოქალაქე გაზრდილი ეკონომიკით? ან სად მიდის ეს გაზრდილი ეკონომიკა?" — განაცხადა ხვედელიანმა.
ბერეკაშვილმა ხვედელიანს მოუწოდა, რომ კომისიის მუშაობას პატივი სცეს და უარყო დებულება, რომ "ფასების შემცირება შეუძლებელია".
"მე არასდროს მითქვამს, რომ შეუძლებელია ფასების შემცირება, პირიქით, პატივი უნდა ვცეთ კომისიის მუშაობას.
ჩვენ კომისიის ფარგლებში 80-ზე მეტი კომპანია შევისწავლეთ საქართველოში, ასევე შევისწავლეთ წარმოებები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები, საცალო ქსელები. შევისწავლეთ მათი ბიზნეს პროცესები, საოპერაციო ხარჯები, ფინანსური მდგომარეობა, კაპიტალის სტრუქტურა და დეტალურად ჩავეძიეთ პროცესებს. რაც შეეხება ფასების კლებას - ასევე შევისწავლეთ ევროპული გამოცდილება საკვებ პროდუქტებზე ინფლაციის ბრძოლის სხვადასხვა მეთოდებით. მათ შორის, რუმინული, უნგრული, ბერძნული, ხორვატიული, ფრანგული მეთოდი. ჯამში, 7 სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება შევისწავლეთ და დიახაც, გვაქვს გეგმა, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ. გვექნება დასკვნა, კონკრეტული რეკომენდაციებით, კონკრეტული ნაბიჯებით და სტრუქტურული ცვლილებებით, რომელიც საბოლოო ჯამში, აღნიშნულ სექტორს ძალიან კონკურენტუნარიანს, ძალიან ეფექტურს გახდის და ჩვენ მივიღებთ სისტემურ შედეგს დანერგვისთანავე. ასევე გვაქვს გეგმა საშუალო პერიოდზე, თუ როგორ შეიძლება აღნიშნული სექტორის გარდაქმნა ისე, რომ მან იმუშაოს ეფექტურად, არ მოხდეს დამატებითი ხარჯის შექმნა, რომელიც თავისთავად პროდუქციის ღირებულებას აწვება," — უპასუხა ქართული ოცნების დეპუტატმა, შოთა ბერეკაშვილმა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შოთა ბერეკაშვილი ფასების შემსწავლელი კომიის მუშაობის ეფექტიანობასთან დაკავშირებით გახარია საქართველოსთვის პარტიის წარმომადგენელს დაუპირისპირდა. 3 აპრილს, კომისიაზე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს. სხდომაზე გახარია საქართველოსთვის დეპუტატმა, დაჯი კოვზირიძემ სოციალურად დაუცველ ბავშვთა რიცხვზე ისაუბრა.
"დღეს საქართველოში ცხოვრობს 250 ათასი ბავშვი, რომელიც არის სიღარიბის ზღვარს ზემოთ... 6 000-ით ნაკლები ბავშვია დაბადებული და ბავშვთა საკვები და საფენი ღირს ასეთი ძვირი... არ არის ეს სკანდალი, ეს თქვენთვის არ არის პრობლემა, რადგან თქვენ მილიონს ხარჯავთ ყოველწლიურად ხურდა ფულად [მე რას ვხარჯავ თქვენი საქმე არ არის] თქვენ ხართ პოლიტიკური პიროვნება [პოლიტიკური მმართველი ვარ ბოლო 1 წელია, მანამდე ბიზნესში ვიყავი]" — განაცხადა დაჯი კოვზირიძემ.
შოთა ბერეკაშვილმა მრავალჯერ შეაწყვეტინა კოვზირიძეს საუბარი და მოუწოდებდა შეეწყვიტა "სპეკულაცია". ბერეკაშვილის აზრით "საქართველოში არავინ შიმშილობს" და ეს სპეკულაციაა.
"პოლიტიკური განცხადებების და სპეკულაციის ადგილი აქ არ არის. სპეკულაციაა... არავინ შიმშილობს საქართველოში და ასეთი განცხადებები გააკეთეთ პარლამენტის დარბაზში," — განაცხადა ბერეკაშილმა.
ცნობისთვის, Forbes-ის საქართველოში 100 უმდიდრესი მეწარმის კონსოლიდირებულ რეიტინგში შოთა ბერეკაშვილი მე-11 ადგილს იკავებს და მისი ქონება ₾122 მლნ-ს შეადგენს.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები