Zeekr 8X — ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდ — ზიკერ ცენტრი თეგეტას საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
ფოტო: თეგეტა
Zeekr-მა ახალი დამუხტვადი ჰიბრიდი, 8X წარადგინა. ის ლუქს კლასის SUV 2.0-ლიტრიან ტურბო ძრავასა და სამ ელექტრო მოტორს აერთიანებს, რაც ჯამში 1 030 კვტ სიმძლავრეს აღწევს. ავტომობილის აგრესიული დიზაინისა და ულტრათანამედროვე შესაძლებლობების გამო Zeekr 8X ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მოდელია. ახალი მოდელის გლობალური პრეზენტაციის შემდეგ, სამოდელო ხაზს გააფართოებს ზიკერ ცენტრი თეგეტაც — 8X საქართველოს ბაზარზე ზაფხულის სეზონიდან იქნება ხელმისაწვდომი.
ფოტო: თეგეტა
გიორგი შაქარაშვილი, ზიკერ ცენტრი თეგეტას კომერციული დირექტორი: “ახალი მოდელი განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც უყვართ დიდი, კომფორტული, მაღალი ტექნოლოგიური და, იმავდროულად, ეკონომიური და ძლიერი ჰიბრიდული ავტომობილები. გამომდინარე იქედან, რომ მისი წინამორბედის — Zeekr 9X-ის წარდგენამ, როგორც გლობალურად, ისე საქართველოში, მომხმარებლების ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, Zeekr-მა გადაწყვიტა, მათთვის ოდნავ უფრო კომპაქტური, თუმცა მაინც შთამბეჭდავი ზომის ლუქს კლასის SUV — Zeekr 8X შეგვეთავაზებინა.
ეს არის კიდევ უფრო დინამიკური, სწრაფი და მანევრირებადი ავტომობილი. 8X იდეალური არჩევანია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებისთვისაც 9X ზომით ოდნავ დიდი აღმოჩნდა.
ეს არის დამუხტვადი ჰიბრიდი (PHEV), რომელიც გამოიმუშავებს 900-დან 1400 ცხენის ძალამდე სიმძლავრეს. ავტომობილი გამოირჩევა მაღალი დინამიკითა და Zeekr-ის უახლესი ტექნოლოგიებით. ერთი დამუხტვით, მხოლოდ ელექტრო რეჟიმში, ამ მოდელს 400 კილომეტრამდე მანძილის გავლა შეუძლია“.
ახალი 8X უფრო მცირე ზომისაა და სპორტული დიზაინით გამოირჩევა, თუმცა, 9X-სა და 009-ს მსგავსად, მასაც აქვს ტრადიციული ქრომირებული სტილის ცხაურა. Dawn ვერსიაში კი შავი ცხაურა გვხვდება, რაც მანქანის უფრო აგრესიულ და მონოქრომატულ იერს განაპირობებს.
ზომების მიხედვით 8X საკმაოდ მასშტაბურია:
- სიგრძე: 5 100 მმ
- სიგანე: 1 998 მმ
- სიმაღლე: 1 780 მმ
- საბურავებს შორის დაშორება: 3 069 მმ
ზომით ის უფრო ახლოს არის ფლაგმანურ 9X-თან, ვიდრე 7X-თან.
შედარებისთვის:
- 7X: 4787 / 1930 / 1780 მმ
- 9X PHEV: 5239 / 2029 / 1819 მმ
ტექნიკურად, 8X აღჭურვილია 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ბენზინის ტურბო ძრავით, რომელიც 205 კილოვატს გამოიმუშავებს. სისტემა შეიძლება კომბინირდეს სამამდე ელექტროძრავასთან და 55.1 ან 70-კილოვატსაათიან ბატარეასთან.
Dawn ვერსიაში, სამი ელექტროძრავის დახმარებით, ჯამური სიმძლავრე 1 030 კილოვატს აღწევს, ხოლო 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას მხოლოდ 2.96 წამი სჭირდება. ორ ელექტროძრავიან ვერსიაში კი სიმძლავრე 660 კილოვატამდეა და აჩქარება 3.7 წამს შეადგენს.
70-კილოვატსაათიანი ბატარეით, CLTC ციკლით საერთო სავალი მანძილი 1 416 კმ-მდე აღწევს, ხოლო Dawn ვერსიაში - 1 210 კმ-მდე. მხოლოდ ელექტრო რეჟიმში ავტომობილი დაახლოებით 410 კმ-ს გადის.
900-ვოლტიანი სისტემა კი 6C ულტრასწრაფ DC დამუხტვას უზრუნველყოფს. Zeekr განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პრაქტიკულობას — 8X-ს სალონში 50-მდე სხვადასხვა სათავსო აქვს.
ფოტო: თეგეტ
8X-ის ტექნიკური მახასიათებლები:
- ადაპტიურ დაკიდების სისტემას
- Dawn ვერსიაში Brembo-ს ექვსპისტონიან წინა მუხრუჭებს
- Pirelli-ს საბურავებს
ინტერიერში წარმოდგენილია თანამედროვე და მაღალი ტექნოლოგიები:
- 16-დუიმიანი 3.5K OLED ცენტრალური ეკრანი
- 13.02-დუიმიანი ციფრული ინსტრუმენტების პანელი
- 44-დუიმიანი Augmented Reality Head-up Display
ლუქს ფუნქციებს შორისაა:
- 29-სპიკერიანი Naim Palace აუდიოსისტემა
- 17-დუიმიანი ჭერზე დამონტაჟებული OLED ეკრანი უკანა მგზავრებისთვის
- 9.5-ლიტრიანი მაცივარი, რომელიც გათბობასაც უზრუნველყოფს 50°C-მდე
- გათბობის, ვენტილაციისა და მასაჟის ფუნქციების მქონე Nappa ტყავის სავარძლები
Zeekr-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში ზიკერ ცენტრი თეგეტაა, სადაც, სხვა მოდელებთან ერთად, უკვე წარმოდგენილია ორი Plug-in ჰიბრიდული ავტომობილი — 9X და 007 GT. ახალი მოდელის წარდგენის შემდეგ, მსურველებს შეეძლებათ, ბრენდის შოურუმს ეწვიონ (დავით აღმაშენებლის ხეივანი 137), ტესტ-დრაივი დაჯავშნონ და 8X-ის შესაძლებლობებს პირადად გაეცნონ.
--
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ზიკერ ცენტრი თეგეტა ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. ის ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდის Zeekr-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. Zeekr არის სრულად ელექტრული პრემიუმ ბრენდი, რომელიც ხელს უწყობს ელექტრომიმართულების განვითარებას საავტომობილო სფეროში და დაფუძნებულია ნულოვანი გამონაბოლქვის იდეაზე.
-
"გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა "გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა
გადახედვა
-
რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
გადახედვა
-
პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს
გადახედვა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
-
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს
გადახედვა
-
"პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე, ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად" — კობახიძე ამბობს, რუსოფობია ხალხს "ხელოვნურად მოახვიეს თავს" "პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე, ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად" — კობახიძე ამბობს, რუსოფობია ხალხს "ხელოვნურად მოახვიეს თავს"
გადახედვა
-
გაატარე მეტი ფასდაკლებით — ალდაგისა და ვისოლის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო გაატარე მეტი ფასდაკლებით — ალდაგისა და ვისოლის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო
კომენტარები