Spider-Man: Brand New Day — CinemaCon-ზე ფილმიდან ექსკლუზიური სცენა აჩვენეს
ფოტო: Marvel Studios
CinemaCon-ზე, რომელიც ამჟამად ლას-ვეგასში მიმდინარეობს, ორშაბათს ღამით ექსკლუზიურად აჩვენეს ახალი სცენა ფილმიდან. ამ ვიდეოში პიტერი იგებს, რომ ემჯეიმ ცხოვრება მის გარეშე გააგრძელა და ხედავს, როგორ კოცნის სხვას წვეულებაზე.
საქმე იმაში არ არის, რომ მან ტომ ჰოლანდის პიტერ პარკერი მიატოვა. ემჯეის უბრალოდ არ ახსოვს, რომ ის საერთოდ არსებობს. ეს იმიტომ, რომ წინა თავგადასავალი, 2021 წლის No Way Home, დასრულდა ადამიანი-ობობას მიერ მიღებული რთული გადაწყვეტილებით, წაეშალა თავისი იდენტობა სამყაროს მეხსიერებიდან, რის შედეგადაც მისმა შეყვარებულმა და საუკეთესო მეგობარმა ნედმა ის დაივიწყეს.
ჰოლანდი არ ესწრებოდა CinemaCon-ს, კინოთეატრების მფლობელთა ყოველწლიურ კონვენციას, თუმცა ფილმის კადრების წარსადგენად ჰოლოგრამის სახით გამოჩნდა. "პიტერს მოუწია მსხვერპლის გაღება, რათა ყველა მეგობარს დაევიწყებინა, ვინ არის ის", — თქვა ჰოლანდმა "აქ თქვენ იხილავთ ამ არჩევანის ზოგიერთ შედეგს".
როგორც ჰოლანდმა დააანონსა, სცენა იწყება პიტერ პარკერით ადგილობრივ მაღაზიაში, სადაც ნედი შედის ლუდის საყიდლად, ისე, რომ ვერც კი ამჩნევს თავის ყოფილ საუკეთესო მეგობარს, რომელიც კუთხეშია მიყუჟული. პიტერი ნედს მიჰყვება ხალხმრავალ კოლეჯის წვეულებაზე, სადაც წითელი პლასტმასის ჭიქები და კედლებზე დეკორატიული განათებებია. წვეულებაზე პიტერი ამჩნევს, რომ ნედს აქვს ერთგვარი "შეთქმულების თეორიის" დაფა სტატიებით ადამიან-ობობაზე.
"მან რეალურად გადაარჩინა ჩემი და ჩემი მეგობრის სიცოცხლე სკოლაში", — ეუბნება ნედი უცნობს (პიტერს) — "მას შემდეგ ვცდილობ გავარკვიო ვინ არის. არა იმისთვის, რომ მსოფლიოს წინაშე ნიღაბი ჩამოვხსნა, არამედ უბრალოდ მადლობის გადასახდელად".
მათ საუბარს მიშელი აწყვეტინებს და აღნიშნავს, რამდენი ხალხია წვეულებაზე: "ჩვენს ბინაში დაახლოებით 50 ადამიანია", — ამბობს ის — "სტატისტიკურად ეს ნიშნავს, რომ სულ მცირე ორი მათგანი სოციოპათია, რაც მაგარია".
პიტერი მას ეცნობა სახელით "მეინარდი", ყვავილების პატარა თაიგულს აწვდის და ეუბნება: "უბრალოდ მეზობელი ვარ დერეფნის ბოლოდან", რაზეც მიშელი პასუხობს, "კეთილი მეზობელი".
Spider-Man: No Way Home იყო ერთ-ერთი პირველი დიდი ბლოკბასტერი პანდემიის შემდეგ, რომელმაც მსოფლიოში 1.9 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. ზედმეტია იმის თქმა, რომ კინოგამქირავებლები ძალიან აღფრთოვანებულნი არიან ახალი თავგადასავლით. ეს არის მეოთხე ადამიანი-ობობა ჰოლანდის მონაწილეობით. მოქმედება მესამე ნაწილის მოვლენებიდან ოთხი წლის შემდეგ ხდება. პიტერი მარტო ცხოვრობს, რადგან საკუთარი ნებით ამოიშალა თავი საყვარელი ადამიანების ცხოვრებიდან და მეხსიერებიდან.
ჰოლანდთან, ზენდაიასთან, ბატალონთან და მარკ რუფალოსთან (ჰალკი) ერთად, ქასთს უერთდება სედი სინკი. მიუხედავად იმისა, რომ მისი როლი ჯერ დაზუსტებული არ არის, ვარაუდობენ, რომ მან შესაძლოა ითამაშოს X-Men-ის მუტანტი ჯინ გრეი, პერსონაჟი, რომელიც ეკრანზე წარსულში ფამკე იანსენმა და სოფი ტერნერმა განასახიერეს.
ფილმს რეჟისორობს დესტინ დანიელ კრეტონი, რომელმაც ჩაანაცვლა ჯონ უოტსი. Spider-Man 4, რომელიც ეკრანებზე 31 ივლისს გამოვა, არის იმ ორი დიდი Marvel-ის ფილმიდან ერთ-ერთი, რომლის დებიუტიც წელს შედგება. მეორე არის Disney-ს Avengers: Doomsday, რომელიც 18 დეკემბერს შურისმაძიებლების უამრავ პერსონაჟს ეკრანზე დააბრუნებს.
ჰოლანდმა Brand New Day-ს უწოდა "ყველაზე ემოციური და ყველაზე ზრდასრული ადამიანი-ობობა, რაც კი ოდესმე გადაგვიღია".
სანამ Sony-ს თავმჯდომარე ტომ როტმანი ჰოლანდის ჰოლოგრამას წარადგენდა, მან აღნიშნა, რომ Brand New Day გახდა ისტორიაში ყველაზე ნახვადი ტრეილერი, სულ რაღაც ოთხ დღეში 1 მილიარდზე მეტი ნახვით.
"ის ისეთივე მასშტაბურია, როგორც ყველაფერი, რაც კი ოდესმე შეგვიქმნია, და მაინც ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მსგავსი არაფერი გაგვიკეთებია", — თქვა როტმანმა — "და მასში მონაწილეობს ტომ ჰოლანდი, და ამის თქმა შემიძლია, რადგან ფილმი ნანახი მაქვს, თავისი საუკეთესო შესრულებით".
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები