იმისათვის, რომ EU-მა უნგრეთისთვის გამოყოფილი €35 მლრდ განბლოკოს, უნგრეთმა 27 პირობა უნდა შეასრულოს
ევროკომისიამ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ პეტერ მადიარისთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. ბრიუსელში იმედოვნებენ, რომ ახალი მთავრობა გააუმჯობესებს ურთიერთობებს უკრაინასთან და ევროკავშირის მიერ უნგრეთისთვის გამოყოფილი 35 მლრდ ევროს განბლოკვისთვის საჭირო რეფორმებს გაატარებს. ინფორმაციას Financial Times-ზე დაყრდნობით, RBC-Ukraine ავრცელებს.
ამ დროისთვის უნგრეთისთვის განკუთვნილი დაახლოებით 35 მილიარდი ევრო გაყინულია ბრიუსელთან უთანხმოების გამო. თანხის ნაწილი — დაახლოებით 18 მილიარდი ევრო — უკავშირდება სამართლის უზენაესობის დარღვევასა და კორუფციის რისკებს, ხოლო 17 მილიარდ ევროზე მეტი შეღავათიანი სესხების სახით არის გამოყოფილი.
დაფინანსების მისაღებად უნგრეთმა 27 პირობა უნდა დააკმაყოფილოს, მათ შორის ანტიკორუფციული ზომების გატარება და ევროკავშირის წესებთან შეუსაბამო გადაწყვეტილებების გადახედვა.
ევროკავშირის წარმომადგენლების თქმით, არჩევნების შედეგმა მოლოდინებს გადააჭარბა, თუმცა ახალ მთავრობას უფრო მაღალი მოთხოვნებიც დაუწესა. მათი განცხადებით, თუ ბუდაპეშტი რეფორმებს განახორციელებს, ბრიუსელიც შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.
"მას [მადიარს] აქვს სრულფასოვანი მანდატი, შეცვალოს ყველაფერი... და ჩვენ მასთან პირველივე დღიდან ვთანამშრომლობთ. აზროვნება ასეთია: გავაორმაგოთ მასზე ძალისხმევა. თუ ისინი შეასრულებენ დავალებებს, ჩვენც შევასრულებთ მათ", — განაცხადა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა.
დიპლომატების შეფასებით, მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება უნგრეთის მხრიდან 90 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის განბლოკვა უკრაინისთვის და უნგრეთის ვეტოს მოხსნა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე.
ევროკომისია ასევე მოითხოვს იმ დავის მოგვარებას, რომელიც დაკავშირებულია უნგრეთის მიერ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობასთან მიგრაციის საკითხებზე. აღნიშნულმა კონფლიქტმა უკვე გამოიწვია დაახლოებით 900 მილიონ ევრომდე ჯარიმა.
ევროკავშირის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით, ბრიუსელს მნიშვნელოვანი ბერკეტები აქვს და ზეწოლა ახალ ლიდერზე იზრდება, თუმცა ის სწრაფ შედეგებზეა ორიენტირებული.
"ჩვენი მხრიდან დიდი ბერკეტებია. ზეწოლა მასზეა [მადიარზე] და ვფიქრობ, რომ მას სურს სწრაფად შეასრულოს ისინი“, — აღნიშნა მან.
თავის მხრივ, მადიარი გეგმავს პირველ ვიზიტებს ვარშავასა და ვენაში. ამასთან, არ გამორიცხავს ბრიუსელში ჩასვლასაც ფინანსურ საკითხებზე მოლაპარაკებისთვის.
ცნობისთვის, მან უკვე განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღებას არ უჭერს მხარს, თუმცა არ აპირებს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს დახმარების ბლოკირებას.
- პეტერ მადიარი: ბუდაპეშტი EU-სა და NATO-ს ძლიერი მოკავშირე იქნება
- პეტერ მადიარი: უდიდესი პატივია, რომ მოგვანდეთ მთავრობის ფორმირება და ის, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ვიმუშაოთ თავისუფალი, ევროპული, ფუნქციონირებადი და ჰუმანური უნგრეთისთვის
შეგახსენებთ, 12 აპრილს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომლის შედეგებითაც ოპოზიციონერი პეტერ მადიარის პარტიამ ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დაასრულა. პეტერ მადიარის პარტიამ ხმების 53%% მოიპოვა, რაც პარლამენტში 138 მანდატის მიღებას ნიშნავს. ვიქტორ ორბანის პარტიამ კი 38% მიიღო (55 მანდატი).
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები