რუსული პასპორტის მქონე პირები არ შეიძლება იყვნენ არც პარლამენტის და არც პრემიერმინისტრის კანდიდატები — ფაშინიანი პუტინს
"სომხეთის მომავალ არჩევნებში კანდიდატურის დაყენება მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებიც მხოლოდ სომხეთის პასპორტს ფლობენ", — ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 1-ელ აპრილს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მოთხოვნა ქვეყნის კონსტიტუციიდან გამომდინარეობს. ინფორმაციას Armenpress ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ფაშინიანმა შიდა პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სომხეთი დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც პოლიტიკური აქტივობა ბუნებრივი პროცესია.
ფაშინიანის თქმით, რუსული პასპორტის მქონე პირები, სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, ვერ იქნებიან კანდიდატები ვერც პარლამენტის წევრის და ვერც პრემიერმინისტრის პოსტზე.
"მინდა აღვნიშნო, რომ, მაგალითად, ჩვენ გვაქვს საპარლამენტო არჩევნები — პარლამენტის წევრების არჩევნები და ამ არჩევნების საფუძველზე გაიმართება პრემიერმინისტრის არჩევნები. და მინდოდა თქვენი ყურადღება მიმეპყრო იმ ფაქტზე, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებსაც აქვთ სომხური პასპორტი. ანუ, სრული პატივისცემით, რუსული პასპორტის მქონე პირები, სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, არ შეიძლება იყვნენ არც პარლამენტის და არც პრემიერმინისტრის კანდიდატები, — განაცხადა ფაშინიანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეს შეზღუდვა სამართლებრივი ხასიათისაა და ვრცელდება ყველა ორმაგ მოქალაქეზე, მათი პოლიტიკური პოზიციის მიუხედავად.
მისივე განმარტებით, სომხეთში პოლიტიკური პროცესები უწყვეტად მიმდინარეობს და სოციალური ქსელები სრულიად თავისუფალია, რაც, მისი თქმით, ზოგჯერ კრიტიკის მიზეზიც ხდება.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთში ბევრი პრორუსული პოლიტიკური ძალა და ფიგურაა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი მათგანი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს ძალები შეძლებენ ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას, თუმცა იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი სომხეთის შიდა საქმეებში არ ერევა.
შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, ოთხშაბათს, 1-ელ აპრილს, მოსკოვში, კრემლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
არსებული ინფორმაციით, მხარეებმა რუსეთ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და ალიანსის არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები, ინტეგრაციული თანამშრომლობა ევრაზიულ რეგიონში და რეგიონული დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, კერძოდ, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური და სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების განვითარება განიხილეს.
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, ჯორჯ და ამალ კლუნებს მიმართოს, რომ ოფიციალური ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, ჯორჯ და ამალ კლუნებს მიმართოს, რომ ოფიციალური ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს
გადახედვა
-
როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს
-
თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს
-
POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
"ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს "ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს
გადახედვა
-
რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს
გადახედვა
-
გუდაურში სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება — რა სიახლეები დახვდება დამსვენებელს? გუდაურში სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება — რა სიახლეები დახვდება დამსვენებელს?
გადახედვა
-
სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება
-
რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა? რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა?
გადახედვა
-
აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით
-
სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია ნანა ყეინიშვილი — შალვა პაპუაშვილი დაწყებულ გამოძიებაზე სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია ნანა ყეინიშვილი — შალვა პაპუაშვილი დაწყებულ გამოძიებაზე
გადახედვა
-
12 ოქტომბერს, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვაც იგეგმება 12 ოქტომბერს, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვაც იგეგმება
გადახედვა
-
კალაძის თქმით, მალე ცნობილი გახდება, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა კალაძის თქმით, მალე ცნობილი გახდება, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა
გადახედვა
-
კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს
გადახედვა
კომენტარები