"არა მეფეებს" პროტესტის მესამე ტალღა — ტრამპის საწინააღმდეგო აქციაზე 8 მლნ ადამიანი გამოვიდა
ფოტო: Euronews
28 მარტს აშშ-ის ქალაქებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა. შეკრებილები ირანთან ომს, გამკაცრებულ საიმიგრაციო კონტროლსა და გაზრდილ ცხოვრების ხარჯებს აპროტესტებდნენ, რაც "არა მეფეებს" (No Kings) აქციების მესამე ტალღას წარმოადგენს. ამის შესახებ BBC წერს.
"End the wars, stop ICE, May 1 general strike"
ჩიკაგოს ქუჩებში მსვლელობისას მომიტინგეების ბანერი "დაასრულეთ ომები, შეაჩერეთ ICE, პირველ მაისს გენერალური გაფიცვა
ფოტო: Getty Images
შაბათის განმავლობაში დემონსტრაციები გაიმართა როგორც აშშ-ის დიდ ქალაქებში, ასევე დაბებსა და პატარა ქალაქებშიც. ვაშინგტონის ცენტრალურ ქუჩებში აქციები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დემონსტრანტები დედაქალაქის ქუჩებში მსვლელობით გადაადგილდებოდნენ. როგორც აქციათა წინა ტალღების დროს, მომიტინგეებს ტრამპის, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისა და ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნების ფიტულები ჰქონდათ გამოტანილი და ითხოვდნენ მათ გადაყენებასა და დაპატიმრებას.
Protesters marched across a bridge from Arlington, Virginia into Washington DC
პროტესტის მონაწილეები დონალდ ტრამპის, ჯეი დი ვენსისა და სხვა პოლიტიკოსთა ფიტულებით
ფოტო: Getty Images
BBC-ის ცნობით, აქციაში 8 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა გასული წლის ოქტომბრის აქციის მაჩვენებელს, რომელშიც მონაწილეთა რიცხვი დაახლოებით 7 მილიონს შეადგენდა.
"ტრამპს სურს ჩვენზე ტირანივით იმეფოს. მაგრამ ეს ამერიკაა და ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის და არა მეფობის მსურველებს, ან მათ მილიარდერ მოკავშირეებს", — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
მონაწილეთა რაოდენობასთან დაკავშირებით თეთრი სახლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ BBC-ს არ აქვს შესაძლებლობა დაადასტუროს ორგანიზატორების მიერ გაკეთებული განცხადება აქციის მონაწილეთა რაოდენობის შესახებ. No Kings-ის წინა პროტესტების მონაწილეთა რაოდენობაც, ანალოგიურად, მილიონებად ფასდებოდა".
ათასობით ადამიანი შეიკრიბა ნიუ-იორკის თაიმს-სკვერზეც, საიდანაც მანჰეტენის ცენტრალური ნაწილისკენ დაიძრნენ. მსახიობმა და რეჟისორმა რობერტ დე ნირომ, რომელიც ნიუ-იორკის აქციას ესწრებოდა, BBC-ის ჟურნალისტ ტომ ბრუკს განუცხადა, რომ ტრამპის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსვლა აუცილებლობად მიაჩნია.
"ვფიქრობ, უფრო მეტი ადამიანი ხედავს, რომ ამ ტიპთან ერთად მდგომარეობა დღითიდღე უარესდება", — თქვა დე ნირომ ტრამპზე. "ახლა ომში ვართ. შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ის ჯარებს შეიყვანს. ის გიჟია. ყველაფერი მარტივადაა. ჩვენ მას და მის რეჟიმს უნდა დავუპირისპირდეთ, ჩვენ უბრალოდ უნდა ვიბრძოლოთ, იცით, მშვიდობიანად, მაგრამ უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა. ჩვენ არჩევანი არ გვაქვს“.
რობერტ დე ნირო No Kings საპროტესტო აქციაზე
ფოტო: Getty images
საპროტესტო აქციებს არც ინციდენტების გარეშე ჩაუვლია.
- ლოს-ანჯელესში დააკავეს ორი პირი, რომლებმაც პოლიციის ოფიცრებს ცემენტის ბლოკები ესროლეს;
- ლოს-ანჯელესში დააკავეს რამდენიმე ადამიანი მას შემდეგ, რაც ფედერალურ ციხესთან გამართული აქციის დაშლაზე უარი თქვეს;
- რამდენიმე ადამიანი დააპატიმრეს დალასშიც, მას შემდეგ რაც კონტრ-პროტესტანტებმა ხელი შეუშალეს მსვლელობას
აქციებთან დაკავშირებით პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი ნაბიჯები აუცილებელია და ბრალდებებს, თითქოს ის დიქტატორივით იქცევა, "ისტერიულს" უწოდებს. "ისინი მე მეფედ მომიხსენიებენ. მე არ ვარ მეფე", — განაცხადა მან ოქტომბერში Fox News-თან ინტერვიუში.
ცნობისთვის, დემონსტრაციათა პირველი ტალღა 2025 წლის 14 ივნისს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 79-ე დაბადების დღესა და ვაშინგტონში გამართულ აშშ-ს არმიის სამხედრო აღლუმზე დაიწყო, ხოლო მეორე მასშტაბური აქცია ამავე სლოგანით გასული წლის ოქტომბერში გაიმართა.
-
ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის
გადახედვა
-
სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა
გადახედვა
-
BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
გადახედვა
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება "მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
-
რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს
გადახედვა
კომენტარები