შეზღუდვები და სასჯელები უპრეცედენტოა რუსეთის, ბელარუსის და აზერბაიჯანისთვისაც კი — საბა ბრაჭველი "გრანტების კანონში" ცვლილებებზე
იურისტი საბა ბრაჭველი "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლელბებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით კანონში ცვლილებები ქართველი ხალხის დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლაციისთვის კიდევ ერთი ნაბიჯია. მისივე განმარტებით, ოცნების მიზანია, რომ ქართველ ხალხს ზოგადად, ევროპული აზროვნების და ცხოვრების სტილზე არ ჰქონდეს წვდომა.ის იმასაც წერს, რომ "ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები და სასჯელები უპრეცედენტოა რუსეთის, ბელარუსის და აზერბაიჯანისთვისაც კი."
- "გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებს" მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა
- "ოცნებამ" მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციური ორგანოების სისტემატური არ აღიარება 3 წლით პატიმრობით დაისჯება
"ახლახანს მიღებული ცვლილებები გრანტების კანონში კიდევ ერთი ნაბიჯია ქართველი ხალხის დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლაციისთვის.
ოცნება მიზნად ისახავს, რომ ქართველ ხალხს არ ჰქონდეს წვდომა ევროპულ განათლებაზე (ამიტომ ხდება აკადემიის სისტემური დემონტაჟი), ევროპულ რესურსებზე (ამიტომ ემუქრებიან ამ კანონით ნებისმიერ უცხოელს ექვსწლიანი ციხით, ქართველების დახმარება თუ გადაწყვიტა), ევროპულ უვიზო მიმოსვლაზე (რომლის შესაჩერებლადაც ყველა ნორმას და ხელშეკრულებას არღვევენ, რაც შეუძლიათ) და, ზოგადად, ევროპული აზროვნების და ცხოვრების სტილზე (რის გამოც გამოაცხადეს მთავარი მტრად ლიბერალური დემოკრატია).
ეს კანონი მიზნად ისახავს, რომ ამ ქვეყანაში, რომელიმე მოქალაქეს დახმარების მიღება თუ სურს, მხოლოდ ოცნების გავლით, ოცნებასთან ხვეწნით შეეძლოს ეს. კანონი უკვე ქმნის ფორმალური დასჯადობის საფუძველს ბიზნესის მიერ გასაცემი უფასო დახმარებისა და ქველმოქმედებისთვის, უცხოეთის მოქალაქეების მიერ ფულის გადმორიცხვის (ან თუნდაც წამლის გამოგზავნისთვის), და მოსალოდნელია, რომ მოგვიანებით, როცა საკმარისად მყარად იგრძნობენ თავს, ემიგრანტების თანხების გაკონტროლებასაც სულ სხვანაირად დაიწყებენ.
აღარაფერს ვამბობ ათიათასობით ადამიანისთვის პოლიტიკური პარტიის წევრობის, ან მხარდაჭერის აკრძალვაზე.
და რაკი აშკარაა, რა აწუხებს ოცნებას და რის აკრძალვას ითხოვს, ისიც აშკარაა, რა უნდა გავაკეთოთ ამის საწინააღმდეგოდ.
თორემ, წმინდად საკანონმდებლო კუთხით თუ შევხედავთ, ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები და სასჯელები უპრეცედენტოა რუსეთის, ბელარუსის და აზერბაიჯანისთვისაც კი. თუ გაუვიდათ, შემდეგი გაჩერება თურქმენეთი და ერიტრეა იქნება",— დაწერა საბა ბრაჭვლმა.
შეგახსენებთ, "გრანტების შესახებ კანონში ცვლილებების" მიხედვით, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება და 3 წლამდე პატიმრობით ისჯება, ამას გარდა დასჯადი ხდება გრანტების შესახებ კანონის დარღვევა და ბიზნესსუბიექტის პოლიტიკური აქტივობა.
ასევე სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ახალი მუხლი — "ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ".
ამ მუხლის დარღვევა 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ითვალისწინებს.
კანონს ხელი მიხეილ ყაველაშვილმა 4 მარტს მოაწერა, რის შემდეგ ის ძალაშია.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები