"ხინკალიც ჭამეს, ქართლის დედასაც შეხედეს და ვეფხისტყაოსანიც ორი სტროფი წაიკითხეს და გონზე არ არიან, ვისთან აქვთ საქმე" — შალვა პაპუაშვილი ევროკომისიას
ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას გამოეხმაურა.
პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ " ჩამოვიდნენ აქ, ხინკალიც ჭამეს, ხაჭაპურიც, ქართლის დედასაც შეხედეს და ვეფხისტყაოსანიც ორი სტროფი წაიკითხეს, აი, ეს ყველაფერი გააკეთეს და გონზე არ არიან, ვისთან აქვთ საქმე, რომ შეიძლება ქართველ ხალხს უთხრან, ვიზა გინდა თუ თავისუფლებაო?"
"ვფიქრობ ასეთი განცხადებები კარგია, რადგან დავინახოთ რასთან გვაქვს საქმე. სინამდვილეში ევროკავშირის ხელმძღვანელობა ჩვეულებრივი "შანტაჟიორები" არიან, რომლებიც მთელ ერს აშანტაჟებენ. და აშანტაჟებენ რისთვის? დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არ არის ის ხალხი, რომელიც თვითონ უნდოდათ ყოფილიყო. [...]
35 წელია გაგვიცნეს. მას შემდეგ, რაც ეს "რკინის ფარდა" ჩამოიშალა, ჩამოვიდნენ აქ, ხინკალიც ჭამეს, ხაჭაპურიც, ქართლის დედასაც შეხედეს და ვეფხისტყაოსანიც ორი სტროფი წაიკითხეს, აი, ეს ყველაფერი გააკეთეს და გონზე არ არიან, ვისთან აქვთ საქმე, რომ შეიძლება ქართველ ხალხს უთხრან, ვიზა გინდა თუ თავისუფლებაო?
პირველი ხომ არ იქნება ევროკავშირი, ვინც ეს გვითხრა — ჩვენ ვიზები ჩაგვიკეტეს ჩვენი დამოუკიდებლობის სხვადასხვა პერიოდში, ეკონომიკური სანქციებიც დაგვიწესეს, ვიზაც გაგვიუქმეს და ასე შემდეგ. სწორედ ასე: თავისუფლება გინდა თუ ვიზაო — აი, რა გზაზე დგას დღეს ევროკავშირი ამ ხელმძღვანელობის ხელში, რომ ფიქრობენ, რომ ხალხს შეიძლება არჩევანი დაუყენო თავისუფლებასა და ვიზას შორის და იფიქრო, რომ ეს ხალხი აირჩევს ვიზას. აი რა წარმოდგენა აქვთ ხალხზე. რომელი საუკუნის ევროპაა, რომ ჩავლენ იქ გემიდან ჩამოვლენ დახვდებათ იქ რაღაც უცხო ტომი, რომელსაც ეტყვიან შენ სასმელს მოგცემ და ამის [საფასურად] მთელ ოქროულობას წამოიღებემ. ასე რომ აცურებდნენ ხალხებს ეგ პერიოდი წავიდა," — განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, 26 თებერვალს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წერილს უპასუხა. მათ წერილი 2025 წლის სექტემბერშ გაგზავნეს, როდესაც პოლიტიკოსების ნაწილი პატიმრობაში იმყოფებოდა.
ლაიენი საპასუხო წერილში მადლობას უხდის პოლიტიკოსებს და საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ შეშფოთებას გამოხატავს. ის წერს, რომ "თუ საქართველოს ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს, ვიზების შეჩერება შეიძლება, მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს".
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები