პეტერ ფიშერი: ყველა ტყუის — ეუთო, გაერო, ევროპის საბჭო და ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით, ეს შესაძლებელია?
"ყველა ტყუის — ეუთო ტყუის, გაერო ტყუის, ევროპის საბჭო ტყუის და ევროკავშირი ტყუის და არ არის სამართლიანი იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება საქართველოში. ეს შესაძლებელია?", — ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისივე განმარტებით, "საქართველომ მიიღო ძალიან მწვავე შეფასება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე, საქართველო ახლა არ მონაწილეობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, საქართველო დგას ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის სანქციების საფრთხის წინაშე და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია საქართველოსთვის."
"საქართველომ ეუთოში გაწევრიანებას მოაწერა ხელი, საქართველო არის გაეროს წევრი, გაეროს აქვს ადამიანის უფლებათა დეკლარაცია და სხვა ინსტრუმენტები, საქართველო არის ევროპის საბჭოს წევრი, რასაც ხელი მოაწერა საკუთარი ნებით, საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას, ასოცირების ხელშეკრულებას ასევე აქვს პრეამბულა და ზოგადი პრინციპები, რაც ეხება ადამიანის უფლებებს, ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და კანონის უზენაესობას და ასევე, საქართველოს ევროპულ ღირებულებებსა და მისწრაფებებს. საქართველომ ხელი მოაწერა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ასევე ეხება ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს. საქართველომ ხელი მოაწერა ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებას ევროკავშირთან, რომელიც ასევე ეხება ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და საბოლოოდ, საქართველომ განაცხადი შეიტანა ევროკავშირში წევრობაზე და ევროკავშირი არის სივრცე მოქალაქეების ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის და ახლა რა მოხდა?! საქართველომ მიიღო ძალიან მწვავე შეფასება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე, საქართველო ახლა არ მონაწილეობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, საქართველო დგას ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის სანქციების საფრთხის წინაშე და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია საქართველოსთვის. ყველა ტყუის — ეუთო ტყუის, გაერო ტყუის, ევროპის საბჭო ტყუის და ევროკავშირი ტყუის და არ არის სამართლიანი იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება საქართველოში. ეს შესაძლებელია?", — განაცხადა პეტერ ფიშერმა.
ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სანქციებთან დაკავშირებით რეალისტური მოლოდინები გვქონდეს. თუმცა, მხოლოდ იმის გამო, რომ ვინმე არ მოგვწონს, არ შეგვიძლია მათზე სანქციების დაწესება
მისივე თქმით, სანქციები მხოლოდ მაშინ შეიძლება დაწესდეს თუ ამის სამართლებრივი საფუძველი არსებობს, როგორიცაა, მაგალითად: საერთაშორისო შეთანხმების დარღვევა, ადამიანის უფლებების დარღვევა, სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ომის წარმოება,კრძალული იარაღის ფლობა ან გამოყენება და ასევე, საერთაშორისო სასანქციო რეჟიმების დარღვევა.
პრტერ ფიშერმა ასევე განმარტა, რომ ადამიანთა ოჯახის წევრებზე, თუ მათ წინააღმდეგ ზემოთ აღნიშნული დარღვევები არ მოიძებნება, სანქციების დაწესება არ შეუძლიათ. მისივე თქმით, "სანქცია არ არის ყველაფრის გამოსავალი".
"ფუნდამენტური რამის თქმა მსურს სანქციებთან დაკავშირებით, რადგან ეს საკითხი დგება ყველა დიალოგში, რომელიც მქონია ქართველ ხალხთან. მნიშვნელოვანია, რომ სანქციებთან დაკავშირებით რეალისტური მოლოდინები გვქონდეს. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ აბსოლუტურად გამონაკლისია ერთი სახელმწიფოსთვის, ან ერთი ორგანიზაციისთვის, როგორიც ევროკავშირია, რომ დააწესოს სანქციები სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებზე იმ ქმედებებისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს თავის საკუთარ ქვეყანაში ან ჩვენი სახელმწიფოს გარეთ. ჩვენ ამას ვეძახით ექსტრატერიტორიულ იურისდიქციას. ეს არის გამონაკლისი, რომელიც არ უნდა იყოს. გერმანია ზრუნავს გერმანიაზე, ევროკავშირი ზრუნავს ევროკავშირზე და საქართველო ზრუნავს საქართველოზე. ასე რომ, პირველ რიგში, ეს გამონაკლისია და მეორე, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სამართლებრივი საფუძვლები. სამართლებრივი საფუძველი შეიძლება იყოს საერთაშორისო შეთანხმების დარღვევა, ეს შეიძლება იყოს ადამიანის უფლებების დარღვევა, სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ომის წარმოება, რაც ასევე არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა, ეს შეიძლება იყოს აკრძალული იარაღის ფლობა ან გამოყენება და ასევე, შეიძლება იყოს საერთაშორისო სასანქციო რეჟიმების დარღვევა. ასევე, უნდა იყოს მყარი მტკიცებულება, რომ მსგავსი სახის დარღვევას ადგილი ჰქონდა, მტკიცებულებები საკმარისი უნდა იყოს სასამართლოში დასამტკიცებლად. ჩვენ არ გვსურს და სამართლებრივადაც არ შეგვიძლია სანქცია დავუწესოთ ადამიანებს, რომლებსაც მივიჩნევთ, რომ არიან არამეგობრულები და დამაზიანებლები. უფრო მარტივად რომ ჩამოვაყალიბოთ, მხოლოდ იმის გამო, რომ ვინმე არ მოგვწონს, არ შეგვიძლია მათზე სანქციების დაწესება, ეს არალეგალურია. ამას არ ვაკეთებთ. ასევე არ შეგვიძლია სანქციები დავუწესოთ ადამიანთა ოჯახის წევრებს, თუ არ არის მტკიცებულება, რომ ოჯახის წევრმა დაარღვია ის სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც უკვე აღვნიშნე. ჩემი ქართველი მეგობრებისთვის მსურს გავიმეორო, რომ დიახ, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება, ეს არის ეფექტური ინსტრუმენტი, მაგრამ ეს არ არის სწრაფი ინსტრუმენტი. შეხედეთ რუსეთს, რომელიც არის სანქციების ქვეშ, ირანს, ჩრდილოეთ კორეას, რომელიც არის ძალიან მძიმე სანქციების ქვეშ, თუმცა ჯერ კიდევ არ შეუწყვეტია არალეგალური საქმიანობა. ასე რომ, სანქცია არ არის ყველაფრის გამოსავალი. სანქციებთან დაკავშირებით რეალისტური მოლოდინები უნდა გქონდეთ," — განაცხადა პეტერ ფიშერმა.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები