შალვა პაპუაშვილი: უმაღლესი განათლების რეფორმის შედარება, ალბათ, შეიძლება მხოლოდ თსუ-ს დაარსების პერიოდთან
"უმაღლესი განათლების რეფორმა იქნება ისტორიული რეფორმა. მისი შედარება, ალბათ, შეიძლება მხოლოდ თსუ-ს დაარსების პერიოდთან", — ამის შესახებ ბრიფინგზე "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, "ეს არ იყო პრინციპული საკითხი რომ გაერთიანება მომხდარიყო, ეს იყო გადაწყვეტის ერთ-ერთი გზა".
"უმაღლესი განათლების კონცეფცია არის გააზრებული, ფუნდამენტური რეფორმის გეგმა და ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს იქნება ისტორიული რეფორმა განათლებისა. მისი შედარება, ალბათ, შეიძლება მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თავის დროზე დაარსების პერიოდთან, როდესაც საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემა პირველად იქმნებოდა. ასეთი ხასიათის შედეგი ექნება უმაღლესი განათლების ხარისხის, მისი ინსტიტუციური მოწყობის, ინფრასტრუქტურული მოწყობის თვალსაზრისით ამ რეფორმას. ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ მთავრობა კონცენტრირებულია მთავარ მიზნებსა და ამოცანებზე ამ რეფორმის.
მისი მთავარი ფუნდამენტური, კონცეპტუალური, ერთ-ერთი ამოცანაა პრინციპი, 1 ქალაქი, 1 სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფაკულტეტი და ამ პრინციპს მიჰყვება, რა თქმა უნდა, ამ მხრივ, შეიძლება იყოს სხვადასხვა აღსრულების ინსტრუმენტები. ერთ-ერთ ინსტრუმენტზე, რაზეც განათლების სამინისტრო ფიქრობდა ეს იყო, მათ შორის, თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანებით ერთი დიდი უნივერსიტეტის შექმნა, როგორც ეს თავის დროზე ივანე ჯავახიშვილმა შექმნა, როგორც ერთი დიდი უნივერსიტეტი არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ რეგიონის მასშტაბით, თუმცა ეს იყო ერთ-ერთი გზა, ინსტრუმენტი მთავარი მიზნის მისაღწევად, რომ იყოს ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპი.
თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ პრემიერს და განათლების მინისტრს ჰქონდათ ძალიან ნაყოფიერი განხილვა სტუ-ის წარმომადგენლებთან, ზოგადად ამ დღეებში მიდიოდა განხილვა. მთავარია, რომ ყველა შეჯერდა, ყველა მხარე უჭერს და ერთიანდება ამ კონცეფციის გარშემო, რომლის ერთ-ერთი მიმართულება, არის 1 ქალაქი, 1 ფაკულტეტის პრინციპის დანერგვა და ჩვენთვის მთავარი ესაა, რომ ამ მხრივ, არის აბსოლუტური ერთიანობა, თანხმობა
და გააზრება, რომ მნიშვნელოვანია ეს მიდგომა.
რაც შეეხება, ამ მიდგომის განხორციელების გზას აქ, რა თქმა უნდა, თავის დროზეც განაცხადა განათლების მინისტრმა, რომ ეს არ იყო პრინციპული საკითხი რომ გაერთიანება მომხდარიყო, ეს იყო გადაწყვეტის ერთ-ერთი გზა, თუმცა კიდევ ერთხელ, ჩვენთვის მთავარია, რომ მთავრობა მისდევს კონცეფციას, კონცეფციის მიზანი არის — 1 ქალაქი, 1 ფაკულტეტის დამკვიდრება და დღეს ამ მიზნის გარშემო არის როგორც მთავრობა, ისე აკადემიური პერსონალი, სტუდენტები გაერთიანებული," — თქვა "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები