აშშ-იმ და სომხეთმა ე.წ. "ტრამპის მარშრუტის" განხორციელების ჩარჩო დოკუმენტი გამოაქვეყნეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ვაშინგტონში ერთმანეთს შეხვდნენ, რის შემდეგაც საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის "ტრამპის მარშრუტის" (Trump Route for International Peace and Prosperity – TRIPP) განხორციელების ჩარჩო დოკუმენტი გამოაქვეყნეს. ეს დოკუმენტი 2025 წლის 8 აგვისტოს თეთრ სახლში აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯს წარმოადგენს, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის დამყარებას ისახავს მიზნად. შეერთებული შტატებისა და სომხეთის საერთო განცხადებას აშშ-ის სახდეპი აქვეყნებს.
გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ჩარჩო დოკუმენტი კონკრეტულ გზას განსაზღვრავს TRIPP-ის პრაქტიკაში განსახორციელებლად და მოსალოდნელია, რომ TRIPP ორმხრივ სარგებელს უზრუნველყოფს როგორც საერთაშორისო, ისე შიდა კავშირგაბმულობისთვის სომხეთის რესპუბლიკაში.
"ჩარჩო დოკუმენტი განსაზღვრავს კონკრეტულ გზას TRIPP-ის პრაქტიკაში განსახორციელებლად. ინიციატივის მიზანია სომხეთის ტერიტორიაზე შეუფერხებელი, მრავალმოდალური სატრანზიტო კავშირის შექმნა. ამ გზით აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორია და მისი ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკა დაკავშირდება, ხოლო პარალელურად მნიშვნელოვანი რგოლი შეიქმნება ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის ფარგლებში. მოსალოდნელია, რომ TRIPP ორმხრივ სარგებელს უზრუნველყოფს როგორც საერთაშორისო, ისე შიდა კავშირგაბმულობისთვის სომხეთის რესპუბლიკაში.
დოკუმენტი იმ პრინციპებს ასახავს, რომლებიც 2025 წლის 8 აგვისტოს ისტორიულ მშვიდობის სამიტზე დადასტურდა, რომელსაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უმასპინძლა. TRIPP-ის განხორციელების ჩარჩო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ურთიერთსარგებლობის მნიშვნელობაზე, რაც პროექტის საერთო წარმატებისთვის აუცილებელია.
TRIPP-ის საბოლოო მიზანი სომხეთისა და აზერბაიჯანის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გაძლიერებაა, ასევე ამერიკული ვაჭრობის მხარდაჭერა რეგიონული ვაჭრობისა და კავშირგაბმულობის გაფართოების გზით. ამასთან ერთად, ინიციატივა ახალ სატრანზიტო შესაძლებლობებს შექმნის, რომლებიც ცენტრალურ აზიასა და კასპიის რეგიონს ევროპასთან დააკავშირებს", — წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის ტრამპის მარშრუტი (Trump Route for International Peace and Prosperity — TRIPP), რომელიც უფრო უკეთ უბრალოდ ტრამპის მარშრუტის სახელით არის ცნობილი, აგვისტოში ვაშინგტონში გამართულ სამიტზე გამოცხადდა და მიზნად ისახავს სომხეთის ტერიტორიის გავლით, აზერბაიჯანის მის ექსკლავთან, ნახიჩევანთან დაკავშირებას.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები