მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთაზე დამნაშავედ ცნეს — ჯამში მას 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
ფოტო: Facebook/მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლომ 4 წლისა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ აღნიშნულ განაჩენს დაუმატა საქალაქო სასამართლოს 12 მარტს მიღებული 8 წლით თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილება და ჯამში, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად 12 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
"მიხეილ სააკაშვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს 12 მარტის განაჩენით თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით […] და საბოლოო განაჩენის ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 წლით და 6 თვით," — განაცხადა მოსამართლემ.
მოსამართლე ჯინჯოლიამ ისარგებლა "შეკრებითობის პრინციპით" — სისხლის სამართლის კოდექსის ჩანაწერით, რომლის მიხედვით, "თუ დანაშაულთა ერთობლიობა შედგება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთაგან, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები. ამასთან, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოცდახუთ წელს."
სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მოსამართლემ არ განმარტა თუ რატომ გამოიყენა "შეკრებითობის პრინციპი", რადგან რეციდივიც კანონის მიხედვით, "უფრო მძიმე სასჯელი ნაკლებად მძიმე სასჯელს შთანთქავს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებშია შესაძლებელი, რომ გარკვეული სასჯელების შეკრება მოხდეს."
"მე ბევრი წელია მსგავსი შემთხვევა არ მქონია, ასევე ჩემი კოლეგებისგან არ მსმენია. სსკ-ის 59-ე მუხლის მიხედვით, დანაშაულთა ერთობლიობის შემთხვევაში სასჯელები შთაინთქმება, მოსამართლემ მკაფიო განმარტება არ გააკეთა რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ახლა გვიტოვებს ჩვენ ვარაუდისთვის სივრცეს, რომ რეციდივს ჰქონდა ადგილი. თუმცა, რეციდივზეც წერია კანონში, რომ უფრო მძიმე სასჯელი ნაკლებად მძიმე სასჯელს შთანთქავს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებშია შესაძლებელი, რომ გარკვეული სასჯელების შეკრება მოხდეს, თუმცა ისიც ნაწილობრივ და ამ შემთხვევაში რა გააკეთა — საზღვრის კვეთაზე მაქსიმალურია 4 წელი, 5 წლამდეა, 4 წელს დაუმატა 8 წელი და კიდე 6 თვე და გამოიყვანა 12 წელი და 6 თვე ისეთ ქმედებებზე, რაზეც ქართული ოცნების პირობებშიც, სულ რომ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას თავი დავანებოთ, მსგავს სასჯელებს ჩვენ ვერ ვნახავთ" — განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა.
მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს და მისი პატიმრობის ვადის ათვლა სწორედ ამ დღიდან იწყება.
სასამართლო განაგრძობს 7 ნოემბრის საქმის განხილვას.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები