ალეკო ელისაშვილი: ერთი თვის განმავლობაში არ მაძლევდნენ საშუალებას, რომ ფრჩხილების საკვნეტი მეყიდა
პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ საპატიმროში ზედეტად მკაცრ პირობებში იმყოფება და ამას სუს-ის უფროსს, მამუკა მდინარაძის პირად შურისძებას უკავშირებს.
ალეკო ელისაშვილი აუდიოჩანაწერში, რომელიც ტელეგრამ-არხებით ვრცელდება, ამბობს, რომ 1 თვის განმავლობაში არ აძლევდნენ საშუალებას, რომ ფრჩხილების საკვნეტი და პლასტმასის ტაშტი ეყიდა. "იმ ტაშტს, ოღონდ ნახმარს, აუცილებლად გავუგზავნი მამუკა მდინარაძეს, ოღონდ გავარკვევ დაბადების დღე როდის აქვს", — ამბობს ელისაშვილი გავრცელებულ ჩანაწერში.
"დავალება მიიღო ციხის ადმინისტრაციამ, რომ კიდევ უფრო მკაცრ პირობებში ვყოფილიყავი. გეტყვით ახლა რა არის მკაცრი პირობები — იქ არის პატიმრის ბარათი და ამ პატიმრის ბარათს რომ იღებ, შემდეგ არის მაღაზია, სადაც გაქვს უფლება ნებისმიერი ნივთი იყიდო, რაც არის პრეისკურანტში ჩამოწერილი. მეც მაქვს უფლება, რაც მინდა ის ვიყიდო. [...] 1 თვის განმავლობაში არ მაძლევდნენ საშუალებას, რომ ფრჩხილების საკვნეტი მეყიდა. პლასტმასის ტაშტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ნივთი საკანში პატიმრისთვის. მაქვს უფლება აბსოლუტურად. 1 თვე პლასტმასის ტაშტის ყიდვის უფლება არ მომცეს. შესაბამისად დაინტერესდით, რატომ არ მქონდა ერთი თვე. ბოლოს მოგცემთ ადამიანურად ერთ რჩევას.
მიუხედავად იმისა, რომ ამ მეკუთვნის, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ციხის ადმინისტრაციამ გამაფრთხილა, რომ თავზეხელაღებულ პატიმრებთან ჩამსვამდნენ და ა.შ. ამის გარდა კიდევ უფრო მეტი არაფორმალური შეზღუდვები დამიწესეს, რათა უფრო მძიმე ვითარებაში ვყოფილიყავი, ეტყობა ეგონათ, რომ დეპრესია დამეწყებოდა, ტირილს დავიწყებდი, ვიტყოდი, რომ დედა მომენატრებოდა. ნურას უკაცრავად, მშვენივრად ვგრძნობ თავს. ძალიან მეცინება იმ ტაშტებზე. იმ ტაშტს, ოღონდ ნახმარს, აუცილებლად გავუგზავნი მამუკა მდინარაძეს, ოღონდ გავარკვევ დაბადების დღე როდის აქვს", — განაცხადა ელისაშვილმა სასამართლოზე.
ელისაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ ორი განცხადება აქვს გასაკეთებელი: მადლობას უხდის აქციების და მარშების მონაწილეებს და ოპოზიციას სთხოვს, რომ აღდგომამდე დადონ ზავი და ერთმანეთი არ ლანძღონ.
მოსამართლემ ელისაშვილს მოუწოდა, "სახე შეინარჩუნოს" და ამის შემდეგ ის დარბაზიდან გააძევა.
მოსამართლე მზია გარშაულაშვილმა ალეკო ელისაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა.
ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მან 29 ნოემბერს, დილით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. პროკურატურამ ელისაშვილს ბრალი 30 ნოემბერს წარუდგინა. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ პოლიტიკოსს ბრალი "თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე" წარედგინა.
- ალეკო ელისაშვილს ბრალი გადაუკვალიფიცირეს — მას ტერორიზმს ედავებიან
- ადვოკატი: ალეკო ელისაშვილი თვლის, რომ ქმედებები, რაც ჩაიდინა, მისი პროტესტის გამოხატვის ფორმაა, უსამართლო სასამართლოს მიმართ იყო მიძღვნილი და ზოგადად, ეს იყო სოლიდარობა პოლიტპატიმრებისთვის
- პროკურატურამ ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე წარუდგინა
- "მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის და ძალადობისთვის" — ელისაშვილის სიტყვა სასამართლოში
- ალეკო ელისაშვილი: ირაკლი [კუპრაძეს] თუ ფიქრობთ, რომ საერთო საქმე დავაზიანე ბოდიშით, ეგ განზრახვა არ მქონია
- ალეკო ელისაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა — სასამართლო პროცესის დეტალები
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
კომენტარები