გიორგი შარაშიძე: საგამოძიებო კომისიაზე უარი ნიშნავს, რომ ოცნების 89-ვე დეპუტატი იზიარებს პასუხისმგებლობას იმ შესაძლო დანაშაულზე, რაც ჩაიდინა ოცნების რეჟიმმა ნოემბერ-დეკემბერში
პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი, გიორგი შარაშიძე "ტვ პირველთან" საუბრისას ამბობს, რომ "საგამოძიებო კომისიაზე უარი ნიშნავს, რომ ოცნების 89-ვე დეპუტატი იზიარებს პასუხისმგებლობას იმ შესაძლო დანაშაულზე, რაც ჩაიდინა ოცნების რეჟიმმა ნოემბერ-დეკემბერში".
"ქართული ოცნება ამ უარით ამბობს იმას, რომ მისი 89-ვე დეპუტატი, რომელიც დღეს "ოცნებას" წარმოადგენს პარლამენტში, იზიარებს პასუხისმგებლობას იმ შესაძლო დანაშაულზე, რაც ჩაიდინა "ოცნების" რეჟიმმა ნოემბერ-დეკემბერში. გარდა იმისა, რომ აქ საუბარია შესაძლო ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე, თავად ფაქტი ნებისმიერი სხვა დამატებითი ნივთიერების შერევის, ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომელიც თავისი სიმძიმით უტოლდება ადამიანის წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, ამიტომ აუცილებელია ამ საქმის გამოძიება პარლამენტში, ყველა იმ შესაბამისი თანამდებობის პირის დაბარება — დაწყებული შს მინისტრით, დამთავრებული პრემიერ-მინისტრით, ვისაც პირდაპირი ან ირიბი შემხებლობა შეიძლება ჰქონოდა ამ საქმესთან. სხვა შემთხვევაში, ჩვენ გვექნება რეალობა, როდესაც მუდმივად იქნება საფრთხე ხელისუფლების მხრიდან არაპროპორციული და არაკანონიერი ძალის გამოყენების", — აცხადებს გიორგი შარაშიძე.
ოცნების გუნდში აცხადებენ, რომ გამოძიებამ ყველა კითხვას გასცა პასუხი და დამატებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროება არ არსებობს. ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, "საქართველოს წინააღმდეგ საძაგელ დეზინფორმაციას არ უნდა მივცეთ ტრიბუნა".
"მას შემდეგ, რაც ჩაიფუშა ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მცდელობა აქვთ, ხელოვნურ სუნთქვაზე ამყოფონ ეს თემა. არავის მივცემთ შესაძლებლობას, ამ საძაგელ დეზინფორმაციას ჰქონდეს საპარლამენტო ტრიბუნა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
...პრემიერმინისტრმაც გასცა ამას პასუხი. ყველა კითხვას გაეცა ღია პასუხი, გამოძიება იყო სწრაფი, ეფექტიანი და გამჭვირვალე. რომელიმე რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუტს რაიმე კითხვა თუ აქვს, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ნებისმიერ საკითხზე პასუხი გასცეს", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები