ჟინი ყველაფერს შეგაძლებინებს, მთავარია იპოვო და არსად გაუშვა — ლაშა გურულის გზა ოლიმპიური მედლიდან პროფესიულ რინგამდე
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია
სპორტში ყველაზე მთავარი არგაჩერება, თვითდისციპლინა და შეუპოვრობაა. ყოველ შემთხვევაში, ლაშა გურულის წარმატების ფორმულა სწორედ ამას ამტკიცებს, რადგან მას ჟინი 7 წლიდან არ ასვენებს.
ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებიდან, ოლიმპიური თამაშებიდან მედლის გარეშე არ დაბრუნებულა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ქართველი პროფესიონალი მოკრივის გზა დიდ წარმატებამდე მარტივი არ ყოფილა. ზოგჯერ არც სათანადო პირობები ჰქონდა, არც საჭირო რესურსი, მაგრამ სურვილი და ჟინი მოითხოვდნენ შრომას და ისიც ისე შრომობდა, რომ პროფესიულ კრივში თავის სათქმელს აუცილებლად იტყოდა.
გზის სირთულეები
“7 წლის ასაკიდან ვიცოდი, რომ ჩემი გზა ოლიმპიური კრივით უნდა დაწყებულიყო. გზა მარტივი არ ყოფილა. 2016 და 2020 წლების ოლიმპიურ თამაშებზე ვერ მოვხვდი. მაგრამ არ გავჩერდი. ვცდილობდი ყველა დამარცხებიდან რაღაც მესწავლა.“ — ამბობს ლაშა გურული.
ყოველივე ამის ფონზე ბევრს არ სჯეროდა, რომ ლაშა წარმატებას მიაღწევდა. მეტიც, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მას გაჩერებას ან სხვა გზით სვლას ურჩევდნენ. თუმცა, მოპოვებული გამარჯვებები აძლევდა მას ძალას, რომ თავდაუზოგავი ვარჯიშით ოლიმპიადაზე მოხვედრა შეძლებოდა. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატება 22 წლამდელთა ასაკობრივ ჯგუფში, რუმინეთის ქალაქ ტირგუ-ჟიუში გამართულ ჩემპიონატზე, ოქროს მედლის მოპოვება იყო.
გარდატეხა — 2024, პარიზი
2024 წელს დაუოკებელმა ჟინმა მაინც მიაღწია დასახულ მიზანს. ქართველმა სპორტსმენმა, მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში აზერბაიჯანელ მალიკ ჰასანოვს დამაჯერებლად სძლია და ნახევარფინალისკენ გზაზე ყაზახი მოკრივე, უულუ მუჰამედსაბირიც დაამარცხა, თუმცა შემდეგ კუბელ ბორხესთან ბრძოლაში დამარცხდა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
მოპოვებული გამარჯვება, ქართველი გულშემატკივრებისთვის ოქროს მედლის ტოლფასიც კი იყო, რადგან მათ კარგად იცოდნენ თუ რა გზა გაიარა მოკრივემ დიდ გამარჯვებამდე.
“2024 წელს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე. ამის შემდეგ კი შედგა დებიუტი პროფესიულ კრივში. რაც ამტკიცებს იმას, რომ ჟინი ყველაშია, მთავარი მიაგნო და მერე აღარასდროს გაუშვა.“
პროფესიული რინგი
ოლიმპიური წარმატების შემდეგ, ლაშა გურულმა პროფესიულ კრივში გადაინაცვლა. მისი დებიუტი კი რუსთავში შედგა — “რადგან სიმბოლურად მინდოდა, ჩემი პროფესიონალური დებიუტი ჩემს მშობლიურ ქალაქში შემდგარიყო”. მისი პირველი ბრძოლა მარტში, რუსთავის სპორტის სასახლეში შედგა, სადაც მანამდე დაუმარცხებელ მოკრივეს, ბერნარდ აბეის სძლია.
პროფესიულ კრივში მან მეორე ბრძოლა ლონდონში, უემბლის სტადიონზე გამართა. აღსანიშნავია, რომ უემბლის რინგი განსაკუთრებულია თავისი ზომით, ისტორიული მატჩებითა და მაყურებლის სიმრავლით. აქ გამოსულან ისეთი ცნობილი მოკრივეები როგორებიცაა: ენტონი ჯოშუა, ვლადიმირ კლიჩკო, ტაისონ ფიური და დილიან უაითი. შესაბამისად, მათ გვერდით ქართველი მებრძოლის სახელი გაცილებით ბევრს ნიშნავს.
19 ივლისს, კრივის სამყაროს ყურადღება ლონდონისკენ იყო მიმართული, სადაც ერთმანეთს ოლექსანდრ უსიკი და დანიელ დუბუა დაუპირისპირდნენ. ბრძოლის დღე ლაშა გურულმა გახსნა: ქართველმა მოკრივემ თავისი მე-2 პროფესიონალური ბრძოლა ბრიტანელ ჯეიმს ფრენსისთან ჩაატარა და მეტოქე მეოთხე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
პროფესიული რინგი სრულიად ახალ ეტაპს ნიშნავს. რადგან ამ დროს სპორტსმენი ბრძოლის გარდა მზად არის ახალი კონტრაქტებისთვის, უზარმაზარი აუდიტორიისთვის, შოუს დადგმისთვის, მედიისა და გულშემატკივრების ყურადღებისთვის. და, რაც მთავარია, მიმართულია იმისკენ, რომ საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინოს.
აღსანიშნავია, რომ უემბლის რინგი განსაკუთრებულია, როგორც ზომით, ისე ისტორიული მატჩებითა და მაყურებლის სიმრავლით. აქ უასპარეზიათ ისეთ ცნობილ მოკრივეებს როგორებიც არიან: Anthony Joshua, Wladimir Klitschko, Tyson Fury და Dillian Whyte. შესაბამისად, მათ გვერდით ქართველი მებრძოლის სახელის გამოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია.
ლაშა გურული არ აპირებს გაჩერებას. არაერთ გამარჯვებასა და მედლებთან ერთად, მას უკვე აქვს ოლიმპიური ბრინჯაო, დებიუტი პროფესიულ კრივში და ნოკაუტი უემბლიზე. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. როგორც თავად აღნიშნავს:
"წინ მესამე პროფესიონალური ბრძოლაა. ვერაფერი გამაჩერებს, სანამ ვიცი, რომ მეტი შემიძლია. მთავარი არგაჩერების ჟინია."
საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.
-
ივა კუზანოვი, გია მურღულია, ნუგზარ რუხაძე — ვის მიენიჭა "საპატიო თბილისელის" წოდება? ივა კუზანოვი, გია მურღულია, ნუგზარ რუხაძე — ვის მიენიჭა "საპატიო თბილისელის" წოდება?
გადახედვა
-
მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
გადახედვა
-
ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
გადახედვა
-
თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით
გადახედვა
-
"თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე "თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა
გადახედვა
-
მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო
გადახედვა
-
"მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს "მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს
გადახედვა
-
4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
კომენტარები