მოემზადე ზამთრისთვის — განაახლე ავტომობილის მოვლის საშუალებები თეგეტა მოტორსთან ერთად
ფოტო: თეგეტა
თოვლი, ყინული, წვიმა, ნისლი და დაბალი ტემპერატურა — ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ამინდის ცვლილება ავტომობილით გადაადგილებისას მძღოლებს გარკვეულ დისკომფორტს უქმნის. უსაფრთხო მგზავრობის უზრუნველსაყოფად კი ზამთრისთვის ავტომობილის მომზადება აუცილებელია.
თეგეტა მოტორსი უკვე წლებია, ახსენებს მძღოლებს, რომ ავტომობილის მოვლა არა მხოლოდ ტექნიკური მოთხოვნა, არამედ მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოების ნაწილია. მოემზადე ზამთრისთვის — ამ გზავნილით კომპანია მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად და ყურადღებას იმ აუცილებელ პროცედურებსა თუ პროდუქტებზე ამახვილებს, რომლებიც ზამთარში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ამ პროცესში ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯი ანტიფრიზისა და საქარე მინების საწმენდი სითხის სწორად შერჩევა და დროული შემოწმებაა.
ფოტო: თეგეტა
დიმიტრი ზედელაშვილი, თეგეტა მოტორსის საცხებ-საპოხი მასალების მიმართულების ხელმძღვანელი: “ჩვენთვის, როგორც საავტომობილო ინდუსტრიაში ლიდერი კომპანიისთვის, მომხმარებლის უსაფრთხოებაზე ზრუნვა მხოლოდ სერვისით არ შემოიფარგლება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელს სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ და ზამთრისთვის ტექნიკური მომზადების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შევახსენოთ. თეგეტა მოტორსში მიგვაჩნია, რომ სწორად მომზადებული ავტომობილი ნიშნავს მშვიდ მგზავრობას, თავდაჯერებულობას გზაზე და რისკების მინიმუმამდე დაყვანას“.
ანტიფრიზი — ძრავის მთავარი დამცველი ყინვისგან
ავტომობილის გამართულად მუშაობისა და უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის აუცილებელია, დროულად შემოწმდეს და შეიცვალოს ანტიფრიზი. იგი ცნობილია, როგორც გამაგრილებელი სითხე, რომელიც უზრუნველყოფს ავტომობილის ძრავის სტაბილურ და უსაფრთხო მუშაობას. თუმცა ანტიფრიზის ფუნქცია მხოლოდ ყინვისგან დაცვით არ შემოიფარგლება, მას კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს.
ანტიფრიზის სწორად შერჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ავტომობილის გამართულად მუშაობისთვის. ის განსხვავდება ფერებით, თუმცა ფერი არ ნიშნავს ტექნიკურ განსხვავებას. რეალური განსხვავება ქიმიურ შემადგენლობაშია. ანტიფრიზის სწორად შესარჩევად მნიშვნელოვანია ავტომობილის ტექნიკური მონაცემების გათვალისწინება.
“ანტიფრიზი ძრავას გაყინვისგან იცავს და -30-35 გრადუს ტემპერატურას უძლებს. გარდა ამისა, გამაგრილებელი ფუნქცია აქვს ზაფხულის პერიოდში და ძრავას გადახურებისგან იცავს. ანტიფრიზის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია კოროზიისგან დაცვაა. ის შეიცავს დანამატებს, რომლებიც წყლის ტუმბოსა და სისტემის შიდა ნაწილებში ხელს უშლის ჟანგის წარმოქმნას.
ანტიფრიზის შემოწმება და დროულად შეცვლა ავტომობილის რეგულარული მოვლის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. პრაქტიკიდან გამომდინარე, მის მდგომარეობას ძირითადად შემოდგომაზე, ზამთრის დაწყებამდე ამოწმებენ, თუმცა რეალურად ანტიფრიზის შემოწმება სეზონურად არ ხდება, შესაძლებელია, წლის ნებისმიერ დროს, საჭიროებისამებრ, შემოწმდეს და შეიცვალოს. როგორც წესი, ანტიფრიზი იცვლება 2-5 წელიწადში ერთხელ ან ავტომწარმოებლის რეკომენდაციების მიხედვით“, — აღნიშნავს დიმიტრი ზედელაშვილი.
თუ ანტიფრიზი დროულად არ შეიცვლება, შეიძლება, დაბინძურდეს და დაკარგოს სითბოს რეგულირების უნარი ან აღარ დაიცვას სისტემა ყინვისგან, რისი შედეგიც ძრავის სისტემის დაზიანებაა.
ფოტო: თეგეტა
მინის საწმენდი სითხე — ხილვადობა და უსაფრთხოება
ზამთარში თოვლი, ტალახი და ყინვა პირდაპირ მოქმედებს საქარე მინის სისუფთავეზე. თუ მძღოლს ხედვა ეზღუდება, ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი მნიშვნელოვნად იზრდება. სწორედ ამიტომ აუცილებელია ყინვის საწინააღმდეგო მინის საწმენდი სითხის გამოყენება.
ზამთარში, ერთი შეხედვით, უბრალო შეცდომებიც კი სერიოზულ პრობლემად იქცევა. ხშირად მძღოლები საქარე მინის საწმენდ ავზში წყალს ასხამენ, რომელიც დაბალ ტემპერატურაზე იყინება, შედეგად ყინული ბლოკავს შუშის საწმენდებს და მძღოლი ვერ ახერხებს მათ გამოყენებას, რაც გზაზე მოძრაობისას რისკებს ზრდის.
ზამთრისთვის განკუთვნილი მინის საწმენდი სითხეები სპეციალურადაა შექმნილი იმისთვის, რომ არ გაიყინოს და ნებისმიერ ტემპერატურაზე უზრუნველყოს საქარე მინის სწრაფი და ეფექტური გაწმენდა.
თეგეტა მოტორსის სერვისცენტრებში მომხმარებელს კვალიფიციური პერსონალი დაეხმარება, რომ ავტომობილი ზამთრისთვის სრულყოფილად მოამზადონ: პროფესიონალური დიაგნოსტიკით, შესაბამისი სითხეების შერჩევითა და საჭირო სამუშაოების შესრულებით. ზრუნვა ავტომობილზე ზამთრის დაწყებამდე ნიშნავს მშვიდ, დაცულ და კომფორტულ მგზავრობას მთელი სეზონის განმავლობაში.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვ.
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
კომენტარები