ნინო წილოსანი: თუ ამ ფორუმის მიზანი EU–ს გაფართოებაა, რატომ არ უნდა იყოს მიწვეული ქვეყანა, რომელიც რეფორმების გატარების და საუკეთესო პრინციპების დანერგვის ერთ-ერთი ფლაგმანია?
"ოცნების" პარლამენტის ვიცესპიკერმა, ნინო წილოსანმა ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე საქართველოს არ მიწვევის შესახებ საუბრისას თქვა, რომ ფორუმზე საქართველოს არ მიწვევის მიზეზი საქართველოს "დასჯაა" იმისათვის, რომ "არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი პოლიტიკური, მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის".
"თუ ევროკავშირს გაფართოება რეალურად სურს, საქართველო ის უნიკალური შესაძლებლობების ქვეყანაა, რომელმაც წლების მანძილზე ბევრი გააკეთა, რომ კანდიდატ ქვეყნებს შორის საუკეთესო გამხდარიყო. ევროკავშირის მასშტაბით, სხვადასხვა მიმართულებით წამყვანი ყოფილიყო, მათ შორის ეკონომიკური ზრდით, კორუფციასთან ბრძოლით და ა.შ. იმ პირობებში, როცა საქართველო არ არის მიწვეული გარკვეულ ფორუმზე, ეს რით აიხსნება? წარმოუდგენელია. თუ ამ ფორუმის მიზანი ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე მუშაობა, მაშინ რატომ არ უნდა იყოს მიწვეული ქვეყანა, რომელიც რეფორმების გატარების და საუკეთესო პრინციპების დანერგვის ერთ-ერთი ფლაგმანია. ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი ახსნა აქვს, მიკერძოებული მიდგომა და საქართველოს პოლიტიკური დასჯის სურვილია. რისთვის ისჯება, საქართველო, ეს ნებისმიერმა ქართველმა იცის. წლებია, საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი პოლიტიკური, მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის. იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც, თუნდაც 2022 წლის ომში სურდათ", — განაცხადა წილოსანმა.
დღეს ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების ფორუმი გაიხსნა. მისი სლოგანია "კავშირის სრულყოფა და ჩვენი მომავლის უზრუნველყოფა" და აერთიანებს ფართო და მრავალფეროვან მონაწილეთა წრეს.
EU-ს გაფართოების ფორუმზე "ქართული ოცნება" მიწვეული არ არის
"ღონისძიება, რომელსაც გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი მასპინძლობს, იმ დროს ტარდება, როდესაც გაფართოებამ ახალი იმპულსი მოიპოვა, როგორც სტაბილურობის, კეთილდღეობისა და დემოკრატიული რეფორმების მამოძრავებელმა ძალამ მთელ კონტინენტზე.რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ ძალიან შეცვალა ევროპის გეოპოლიტიკური ლანდშაფტი, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ კავშირი უფრო ძლიერი, უფრო უსაფრთხო და უფრო კონკურენტუნარიანია, როდესაც ის ერთიანდება. პირველი თაობის შემდეგ, უფრო დიდი ევროკავშირის პერსპექტივა რეალურად ხელმისაწვდომი ხდება. ფორუმი გააერთიანებს მონაწილეთა ფართო და მრავალფეროვან სპექტრს სლოგანით "კავშირის დასრულება და ჩვენი მომავლის უზრუნველყოფა". დიალოგში ჩაერთვებიან ევროკავშირის, ეროვნული და რეგიონული ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მეწარმეები, ხელოვანები, ახალგაზრდული ხმები და პოლიტიკის ექსპერტები ევროკავშირის ინსტიტუტებიდან, წევრი სახელმწიფოებიდან და გაფართოების ქვეყნებიდან", — ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები