Amnesty International-მა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსული კანონის საქმეზე მესამე მხარის წერილობითი პოზიცია წარადგინა
Amnesty International-მა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა, — ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, იმისათვის, რომ "ხელისუფლებამ არ შეზღუდოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანების თავისუფლება, ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებმა ხელი უნდა შეუწყონ ამ შეზღუდვების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ მკაცრი კრიტერიუმების ჩამოყალიბებას".
"აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც, თითქოსდა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად, მიღებული კანონები, არსებითად ზღუდავენ არასამთავრობო ორგანიზაციების წვდომას დაფინანსების წყაროებზე. სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანების უფლება გულისხმობს, რომ სამოქალაქო საზოგადოება იძიებს, იღებს და იყენებს რესურსებს, რითაც, არა მხოლოდ, ინარჩუნებს სამოქალაქო სექტორის მრავალფეროვნებას, არამედ დამოუკიდებელია იმ კონტროლისგან, რომლის ქვეშაც შესაძლოა აღმოჩნდეს სახელმწიფო დაფინანსების პირობებში, შეუძლია განახორციელოს თავისი მიზნები შეუფერხებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმიანობა უკავშირდება სახელმწიფოს კრიტიკას, განსხვავებული მოსაზრებების გამოხატვას ან ადამიანის უფლებების დარღვევის დაგმობას.
კანონები, რომლებიც ზღუდავენ არასამთავრობო ორგანიზაციების წვდომას უცხოურ დაფინანსებაზე, არ უნდა ეფუძნებოდეს თვითნებურ, ბუნდოვან და მასტიგმატიზებელ ტერმინებს, რომლებიც არღვევენ კანონიერების პრინციპს, არ უნდა ქმნიდნენ გაურკვევლობასა და მძიმე ტვირთს ორგანიზაციებისთვის. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ მიზნის ლეგიტიმურობას, რომელსაც ასეთი შეზღუდვები ემსახურება, რათა აღიკვეთოს ავტორიტარული პრაქტიკის ტენდენცია, რომელიც მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვას.
ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს მიმართული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებული ერთ ან რამდენიმე ლეგიტიმური მიზნის მკაცრი დაცვისკენ. ამ შემთხვევაში სახელმწიფო აწესებს შეზღუდვებს იმ არგუმენტით, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება დაიცავს ეროვნულ უსაფრთხოებას ან საზოგადოებრივ წესრიგს. თუმცა, სახელმწიფო ვერ ამტკიცებს რეალური საფრთხის არსებობას და წინასწარ, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციისადმი უნდობლობას გამოხატავს, რითაც იქმნება რისკი, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შეეზღუდებათ თავისუფლად და უსაფრთხოდ საქმიანობა.
აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან Amnesty International-ის წარდგენილი წერილობითი დოკუმენტის თანახმად, სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანების თავისუფლებას ზღუდავენ შემდეგი სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლები: რუსეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი, ყირგიზეთი, საქართველო, უნგრეთი, თურქეთი, ვენესუელა, პარაგვაი, პერუ, ელ სალვადორი, ეგვიპტე, ალჟირი და ტუნისი", — წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
- ვენეციის კომისია ევროსასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ საქმეში მესამე მხარედ ჩაერთო
- სტრასბურგის სასამართლომ ე.წ "რუსული კანონის" საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი წარმოებაში მიიღო
- "რუსული კანონის" საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
კომენტარები