როგორ შევავსოთ დეკლარაცია და გადავიხადოთ ქონების გადასახადი

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

ფიზიკური პირის ქონების გადასახადი — რას უნდა მივაქციოთ ყურადღება

საქართველოს რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირები, რომელთა ოჯახის ჯამური შემოსავალი საგადასახადო წლის განმავლობაში 40,000 ლარს (დასაბეგრი) შეადგენს და აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დასაბეგრი ქონება, ქონების გადასახადის გადამხდელები არიან. აღნიშნულ პირებს 1-ელ ნოემბრამდე დეკლარაციის წარდგენის ვადა, ხოლო 15 ნოემბრამდე დარიცხული გადასახადის გადახდის ვალდებულება აქვთ. ვალდებულების შეუსრულებლობა ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას ითვალისწინებს, მარტივად: თუ საქართველოში ფლობთ მიწის ნაკვეთს, ან თუ თქვენი/თქვენი ოჯახის შემოსავალი წელიწადში 40,000 ლარზე მეტია და ფლობთ მიწის ნაკვეთს, ბინას ან მანქანას — მოგიწევთ გადაიხადოთ ქონების გადასახადიც. ამ სტატიაში გასწავლით, როგორ გააკეთოთ ეს ყველაფერი.

რეგისტრაცია

იმისთვის, რომ დეკლარაცია შეავსოთ და ქონების გადასახადი გადაიხადოთ, პირველ რიგში აუცილებელია რეგისტრაცია გაიაროთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე, rs.ge-ზე.

რეგისტრაციისთვის აირჩევთ ოთხი შემოთავაზებული ვარიანტიდან პირველს — საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი

და შეავსებთ ყველა საჭირო ველს. დაგჭირდებათ მოიმარჯვოთ პირადობის მოწმობა ან პასპორტი, და შემოსავლების სამსახურის ვებგვერდს მისცეთ წვდომა თქვენი მოწყობილობის ვიდეო/ფოტოკამერაზე, რის საშუალებითაც რეგისტრაციის პროცესში გადაიღებთ თქვენი დოკუმენტის და თქვენს ფოტოს. ამის შესახებ ვებგვერდი თავად მოახდენს თქვენს ინფორმირებას ყველა საჭირო ეტაპზე. რეგისტრაციისთვის ასევე დაგჭირდებათ მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა, სადაც თქვენი მომხმარებლის სახელის და პაროლის შესახებ მიიღებთ ინფორმაციას. რეგისტრაციის დასრულების შემდგომ, მობილურზე (ან ელექტრონულ ფოსტაზე) მიღებული მომხმარებლის სახელით და პაროლით შეხვალთ ვებგვერდზე.

დეკლარაციის შევსება

ვებგვერდზე შესვლისას მოხვდებით მთავარ პანელში, სადაც უამრავი ინფორმაციაა და რომ არ დაიკარგოთ ამდენ შემოთავაზებულ ვარიანტს შორის — მოძებნეთ ფიზიკური პირის ქონება და მის გასწვრივ დააკლიკეთ გულის სიმბოლოს, რის შემდეგაც ეს კონკრეტული ფუნქცია მოხვდება თქვენს ფავორიტებში და შემდეგ ჯერზე მარტივად მიაგნებთ.

ფიზიკური პირის ქონებაზე დაკლიკების შემდეგ, დაინახავთ სხვადასხვა ველებს, სადაც დააჭერთ ახალი დეკლარაციის შევსებას და ვიწყებთ.

დეკლარაციის შევსებისას საჭიროა ვიცოდეთ, რომ თუ ჩვენი წინა წლის შემოსავალი აღემატება 40,000 ლარს (ანუ, მაგალითად თვეში ხელზე 2 700 ლარს თუ ვიღებთ, ხელფასის ან სხვა ნებისმიერი შემოსავლის სახით) და ვფლობთ რამე ტიპის უძრავ ან მოძრავ ქონებას — ყველა ეს ინფორმაცია შესაბამის ველში უნდა მოვნიშნოთ სწორად, და დასრულების შემდგომ გამოითვლება და დაგვერიცხება ბიუჯეტისთვის გადასახდელი თანხის ოდენობა. ეს თანხა უნდა გადავიხადოთ 15 ნოემბრამდე.

როგორ ვნახოთ ჩვენი წლიური შემოსავალი აჭარბებს თუ არა 40,000 ლარს?

თქვენს პროფილში, მარცხენა მხარეს მენიუში დააჭირეთ ველს "ზოგადი ინფორმაცია", შემდეგ კი ჩამონათვალში აირჩიეთ "პირადი შემოსავლები", ამის შემდეგ, მონიშნეთ თარიღები წინა წლის დასაწყისიდან დასასრულამდე, თუ დეკლარაციას ავსებთ 2025 წელს, მონიშნეთ 2024 წლის 1 იანვარი და 2024 წლის 31 დეკემბერი. ინფორმაციის განახლების შემდეგ, სულ ქვედა ველში დაინახავთ თქვენ მიერ მიღებულ წლიურ შემოსავალს და აჭარბებს ის 40,000 ლარს თუ არა.

ამის შემდეგ უკვე დეკლარაციაში მოვნიშნავთ შესაბამის ველს — შეადგენს 40,000-დან — 100,000 ლარს, ხოლო ქვევით, კიდევ ერთი მოსანიშნი ველი გვაქვს, საოჯახო ან ინდივიდუალური, რომელსაც მონიშნავთ თქვენი ოჯახური მდგომარეობის შესაბამისად.

დაბლა ჩამოსქროლავთ და დაინახავთ სხვა ინფორმაციის მოწოდების სისტემას: იმის გადასამოწმებლად, რა ქონებას ფლობთ. რას ხედავს მთავრობა — რა ქონება გაქვთ და რას ხედავს შსს — რა მანქანები გყავთ. თუ ფლობთ მიწას, უმჯობესია, მიწაზე გადასახადის გადაანგარიშებით დაიწყოთ. დავაკლიკოთ ველზე მიწის ტიპი და გამოვა კიდევ ერთი ფანჯარა, სადაც არა ღილაკებით, არამედ ტექსტზე დაჭერით ვირჩევთ მიწის ტიპს. ჩვენს შემთხვევაში, ესაა არა სასოფლო-სამეურნეო მიწა.

ყველა დამატებით ქონებაზე, რომელსაც ფლობთ, საჭიროა ცალცალკე შეავსოთ ველები, ამისთვის ვირჩევთ დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) ქონების გადასახადის გაანგარიშებას და დაახლოებით იმავე პროცედურას გავდივართ, რასაც მიწის რეგისტრაციისას. მაგალითად სახლის ან ბინის ფლობის შემთხვევაში, საჭირო იქნება სწორად შევავსოთ ამ ქონების საბაზრო ღირებულება (ამის გამოსათვლელად, გირჩევთ ბაზარზე თქვენი ბინის მსგავსი სხვა ბინების ფასები დაათვალიეროთ და ასე შეარჩიოთ დაახლოებითი ღირებულება). თითოეული ველის შევსების შემდეგ, საჭიროა დავაჭიროთ მარჯვნივ მდებარე მწვანე + ღილაკს და შევსებული ინფორმაცია შეინახება შესაბამის ველში.

დეკლარაციის შევსების შემდეგ (აქვე ავტომატურად გამოითვლება რა თანხის გადახდა გვიწევს) ვაჭერთ გადაგზავნას. და ეს პროცესი ამ ეტაპზე დასრულებულია. იმ შემთხვევაში, თუ რამე დაგავიწყდათ ან არასწორად მიუთითეთ, შეგიძლიათ დააჭიროთ დეკლარაციის დაზუსტებას და ეს ინფორმაცია ჩაასწოროთ.

გადახდა

გადახდისთვის გამოვა ველი, სადაც შეგვეძლება ავირჩიოთ, როგორ გადავიხადოთ ეს თანხა. შეგიძლიათ აირჩიოთ ბარათით გადახდა და სისტემა გადაგიყვანთ ბარათით გადახდის სტანდარტულ პროცედურაზე. გადახდის შემდგომ კი ქონების გადასახადისგან ერთი წლით თავისუფალი ვართ.

ჯარიმა

  • იმ შემთხვევაში, თუ დააგვიანებთ დეკლარაციის შევსებას, დაგეკისრებათ ჯარიმა — ამ დეკლარაციის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით (თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს არ აღემატება)

იმ შემთხვევაში, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს აღემატება, პირი ჯარიმდება ამ დეკლარაციის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

  • ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციას დროულად შეავსებთ, მაგრამ დააგვიანებთ გადახდას, დაგეკისრებათ საურავი — საურავი შეადგენს გადაუხდელი გადასახადის თანხის 0,05 პროცენტს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხი შეგიძლიათ აქ იპოვოთ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოისმინეთ სიმღერა, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზია 2025-ზე წარდგება
  2. ტესტი: შეარჩიე ახალი საკითხავი თბილისის წიგნის დღეები 2025-სთვის
  3. შეყვარებულის ყოლა ტეხავს?
  4. ნინო ღუდუშაური — ოპერატორობიდან მომხმარებელზე ზრუნვის ცენტრის დირექტორობამდე
  5. ჯონათან ბეილი People-მა წლის ყველაზე სექსუალურ კაცად დაასახელა (ფოტოები)

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

₾5 მლნ-ის ღირებულების მილსადენების ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და 2 პირი დააკავეს

შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებული, 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილი მილსადენების ფარულად…