ჟურნალისტ ირაკლი წულაიას, გზის უკანონო გადაკეტვის ბრალდებით, 8-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
სასამართლომ ჟურნალისტ ირაკლი წულაიას, გზის გადაკეტვის ბრალდებით, 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა — გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.
წულაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის ნოემბრის პროევროპულ აქციებზე დააკავეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და დაზარალებულად არის ცნობილი, ხოლო მისი საქმე დღემდე არ არის გამოძიებული. წულაიამ შემდეგ დასძინა, რომ ნათლად უნდა ყველა მოქალაქეს აჩვენოს, რომ "არ დაემორჩილონ აღნიშნულ კანონებს".
"ნოემბერში დამაკავა სპეცრაზმმა, გამისწორდნენ სასტიკად, ვარ დაზარალებულად ცნობილი. ერთი წლის განმავლობაში არ დაკითხულა არც ერთი სპეცრაზმელი, არც ერთი პოლიციელი, ერთი წლის განმავლობაში არც ერთი მოძრაობა არ გაუკეთებია ასე ვთქვათ სამართალდამცავ ორგანოებს. არ ვაღიარებ ამ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს, ჩემი პროტესტი, პოლიტიკური აქტი თუ რაც გინდათ ის დავარქვათ, იყო, რომ არ დავემორჩილო ამ კანონებს, რომლებსაც არალეგიტიმური პარლამენტი იღებს.
ნათელი გახდება ყველა მოქალაქისთვის — საწინააღმდეგო პოლიტიკური შეხედულების ადამიანებისთვის კანონი მკაცრია და როცა პოლიციელებს ეხება, კანონი საერთოდ არ არსებობს და მათ საერთოდ არ ეხებათ, აქედან გამომდინარე, ეს იყო ჩემი პოლიტიკური აქტი — ყველას მინდა დავანახო, რომ არ დაემორჩილონ აღნიშნულ კანონებს.
არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, არც ერთი თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყნის მიერ არ არის აღიარებული ეს პარლამენტი, ის არის გაყალბებული არჩევნებით მოსული და ის არ წარმოადგენს ლეგიტიმურ საკანონმდებლო ორგანოს. აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა კანონი არის უკანონო და არ დავემორჩილები არც ერთ შემთხვევაში," — განაცხადა სასამართლო სხდომაზე წულაიამ.
შეგახსენებთ, ქართული ოცნების პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების გამკაცრების კანონი დაჩქარებული წესით, 2 დღეში მიიღო. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, გზის გადაკეტვა, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობას ხელს შეუშლის ისჯება 15-დღიანი პატიმრობით.
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
კომენტარები