ცესო-მ EPDE-ის განცხადებას, ყალბი დამკვირვებლების შესახებ, დეზინფორმაცია უწოდა
EPDE-ს (ევროპულმა პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის) განცხადებას, 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე "ფეიქ დამკვირვებლების" შესახებ, ცესკო გამოეხმაურა და დეზინფორმაციული უწოდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იმ ადამიანების "ფეიქ დამკვირვებლებად" მოხსენიება, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ პროცესის მიზანმიმართულ დაზიანებას ისახავს მიზნად.
"საარჩევნო ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ EPDE-ის მორიგი დეზინფორმაციული განცხადება კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს ორგანიზაციის ობიექტურობასთან დაკავშირებით.
ორგანიზაციის მოწოდებები ცესკოს მიმართ, რბილად რომ ვთქვათ მის კომპეტენციას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. ვინაიდან წარმოუდგენელია ორგანიზაციამ, რომელიც როგორც მინიმუმ გასული წლის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა საქართველოში, არ იცოდეს, რომ არჩევნებზე დამკვირვებელთა რეგისტრაციის კრიტერიუმები და მათი უფლებები საჯაროა და განთავსებულია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე", — წერია ცესკოს განცხადებაში.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ასევე წერს, რომ იმ ადამიანების "ფეიქ დამკვირვებლებად" მოხსენიება, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ პროცესის მიზანმიმართულ დაზიანებას ისახავს მიზნად. მათივე განმარტებით, თვითმმართველობის არჩევნები მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარდა და მისი შედეგები მონაწილე პოლიტიკურმა პარტიებმა აღიარეს.
"კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციას ახორციელებს კანონის დაცვით და 4 ოქტომბრის არჩევნებზე ყველა მსურველს, ვინც კანონით დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა ჰქონდა საშუალება დაჰკვირვებოდა საარჩევნო პროცესს. შესაბამისად მივიჩნევთ, რომ ამ საკითხით მანიპულირება და სადამკვირვებლო ორგანიზაციების სხვადასხვა ნიშნით დაყოფა, მათ შორის მათი "ფეიქ დამკვირვებლებად" მოხსენიება, პროცესის მიზანმიმართულ დაზიანებას ისახავს მიზნად.
შევახსენებთ EPDE-ს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა მაღალპროფესიულ დონეზე და მას აკვირდებოდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგები აღიარეს მასში მონაწილე პოლიტიკურმა პარტიებმა", — წერია განცხადებაში.
ცესკოს განცხადებით, EPDE-ს განცხადებები ვერ ჩაითვლება სანდოდ. ცესკო EPDE-ს მოუწოდებს "იმოქმედოს საკუთარი სახელწოდებისა და დეკლარირებული ღირებულებების შესაბამისად: უზრუნველყოს ობიექტურობა, მიუკერძოებლობა და პატივი სცეს სახელმწიფოთა სუვერენულ ინსტიტუციებს."
"საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია კიდევ ერთხელ მოუწოდებს EPDE-ს — იმოქმედოს საკუთარი სახელწოდებისა და დეკლარირებული ღირებულებების შესაბამისად: უზრუნველყოს ობიექტურობა, მიუკერძოებლობა და პატივი სცეს სახელმწიფოთა სუვერენულ ინსტიტუციებს.
აღვნიშნავთ, რომ EPDE-ს განცხადებები ვერ ჩაითვლება სანდოდ და აღიქმება როგორც საარჩევნო პროცესის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა, რათა გადაიფაროს წარმატებით ჩატარებული არჩევნები და შეარყიოს საზოგადოების ნდობა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და არჩევნების ლეგიტიმურობის მიმართ", — დაწერა ცესკომ.
EPDE-მ 16 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მათ საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებზე 29 ყალბი დამკვირვებელი გამოავლინეს.
მათი განმარტებით, "ნამდვილ დამკვირვებელთა არყოფნის პირობებში, ხარვეზი პოლიტიკური თვალსაზრისით მიკერძოებულმა "ყალბმა დამკვირვებლებმა" შეავსეს."
"ჩვენმა მონიტორინგმა 29 ყალბი დამკვირვებელი გამოავლინა, რომლებმაც საქართველოს ხელისუფლებას 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების ლეგიტიმურობის ილუზიის შექმნაში ხელი შეუწყო.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მმართველმა პარტიამ — ქართული ოცნებამ — არჩევნებზე ყალბი დამკვირვებლები მოიწვია, რაც 2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განმეორდა. აღნიშნული ტენდენცია აჩვენებს, რომ საქართველო ახლა იმ ქვეყნების მაგალითს მიჰყვება, როგორიცაა რუსეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი, სადაც მსგავსი პრაქტიკა უკვე წლებია დამკვიდრებულია.
საქართველოს მოქალაქე დამკვირვებლებმა, მათ შორის სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) წევრმა ორგანიზაციამ, ადგილობრივი არჩევნების მონიტორინგზე უარი განაცხადეს. მათი შეფასებით, ძირითადი უფლებების დაცვა, საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობა და პროცედურული გარანტიები არსებითად არ იყო უზრუნველყოფილი, რაც თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებას გამორიცხავდა.
საერთაშორისო დამკვირვებლები ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისიდან (ODIHR) არჩევნებზე მხოლოდ არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით მიიწვიეს, რაც არ იძლეოდა შინაარსიანი და სანდო საერთაშორისო მონიტორინგის შესაძლებლობას ODIHR-ის მეთოდოლოგიის შესაბამისად.
ნამდვილ დამკვირვებელთა არყოფნის პირობებში, ხარვეზი პოლიტიკური თვალსაზრისით მიკერძოებულმა "ყალბმა დამკვირვებლებმა" შეავსეს", — წერია განცხადებაში.
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის? უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის?
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
კომენტარები