მურთაზ ზოდელავა

მურთაზ ზოდელავა

4 Oct. 2025, 21:15

ივანიშვილმა დაკარგა ბოლო შანსი, რომ ამ ქვეყნიდან გასულიყო. მოვუწოდებ სასაზღვრო დეპარტამენტს, ყველა მებაჟეს, რომელიც შეიძლება გაატაროს დღეს ღამე, თქვენი პასუხისმგებლობაც დადგება. ქართველი ხალხის რისხვას ის ვერ გაექცევა. შეხედეთ რამდენი ვართ! გაიხედეთ რუსთაველისკენ, სავსეა რუსთაველი, სავსეა ათონელის მოედანი. მთელი თბილისი ჩვენია, ჩვენ ვართ. ქართველმა ხალხმა დაიბრუნა თბილისი და საქართველო. ახლა უკიდურესად მნიშვნელოვანია, ყველა ქალაქში დაიწყოს მოძრაობა და მოქმედება და აგრძნობინეთ ყველა გამგებელს იქნება ეს თუ სხვა, ვინც ბიძინა ივანიშვილს წარმოადგენს, რომ ხელისუფლება იცვლება და ივანიშვილი არ არის ჩვენი ხელისუფალი.

ხომ ზუსტად ვიცით ჩემო კარგებო, რომ სიმართლე ჩვენკენ არის. ახლა ჩვენ გვჭირდება ერთადერთი რამ, ყველას, დიდსა თუ პატარას — არ შეგვეშინდეს! შიში არ ვაჩვენოთ! მეორე და უფრო მნიშვნელოვანი, ყველა თქვენგანი, ვინც ახლა ქუჩაში დგახართ და თქვენ ხართ ასეულობით ათასი, თითო ზარით კიდევ დაიმატეთ ერთი ქართველი. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ვიყოთ კოორდინირებულები, შეკრულები. არ მოწყდეთ ინფორმაციის წყაროს. ჩვენ აქ ვართ და ვიბრძოლოთ ბოლომდე! თავისუფლება არ იყიდება! გაიგე ბიძინა?! არ იყიდება, ბიჭო! შე ფულის ტომარა! გაიგე, ქართველი არ იყიდება! საქართველო შენ დაგაპატიმრებს და ყველა სასჯელს მოიხდი, რომელიც ჩვენი ერის წინააღმდეგ ჩაიდინე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  2. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
  3. საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა
  4. თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
  5. აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მეცნიერებმა იურული პერიოდის ტყის ხმები აღადგინეს — მოუსმინეთ

იურული პერიოდი 145 მილიონი წლის წინ დასრულდა, ანუ მის შესახებ ინფორმაცია ნამარხების, ქანებისა და სხვა გეოლოგიური…