ლევან ჯობავა

22 Sep. 2025, 10:49

"რა გინდოდა ყოფილიყავი შენთვის"

გეტყვის ნებისმიერი მდუმარე შენი გარემოცვიდან და თავის წილ ზიზღს გადაყლაპავს, რომელსაც იმის მიმართ განიცდის ვისაც ძალით უღიმის და ცრუ კომპლიმენტებს ეუბნება.

ჰოდა მე მინდოდა მეკეთებინა ხობის საკვირაო სკოლა, სამეგრელოს რაგბის განვითარების გეგმა მინდოდა მეკეთებინა, ხობში მინდოდა ცხოვრება ოჯახთან ერთად, გარემოზე და გარშემომყოფებზე ზრუნვა მინდოდა.

არ გამოვიდა ეგ საქმე, რადგან თუ გინდა რამე აკეთო, თვალი უნდა დაუხუჭო სისტემას, მერე თავი უნდა დახარო, ძალით გაიღიმო და ცრუ კომპლიმენტები უთხრა "ბოსს".

რას იზამენ ხვალ ქოცები არ ვიცი, არც ის ვიცი რას იზამენ ზეგ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რას შვრებიან უსამართლობასთან მებრძოლი მოქალაქეები და დემეტრეს ვფიცავარ მრცხვენია კიდეც ამხელა სოლიდარობის.

მადლობა ყველას, სიტყვებით ძნელია იმის გადმოცემა რას ვგრძნობ, როცა ერთ მხარეს გასუსული ექს კოლეგები, მეგობრები, ნათესავები დგანან პროპაგანდის სამსახურში და მეორე მხარეს ამდენი ადამიანის, ნაცნობის თუ უცნობის ასეთი სოლიდარობაა.

სიტყვებით მადლიერების გამოხატვა არ გამოვა, საქმით აუცილებლად "გადავიხდი"

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!

ცეცხლი ოლიგარქიას!"

წერს ლევან ჯობავა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 15 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის მონაწილეებსა და მოქალაქეებს შორის კონფლიქტი მოხდა. აქტივისტების ინფორმაციით, უცნობი პირები მათ მსვლელობას აედევნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ბესიკის ქუჩის სიახლოვეს კი ერთ-ერთმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. ამის შემდეგ აქტივისტმა ლევან ჯობავამ მას იარაღი წაართვა და პოლიციას გადასცა.

გუშინ ტელეკომპანია "რუსთავი 2-მა" 15 სექტემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბესიკის ქუჩაზე მდებარე კაფის სათვალთვალო კამერის კადრები გაავრცელა, სადაც ამტკიცებდა, რომ აქციის მონაწილეების ვერსია არასრულწლოვანისთვის იარაღის წართმევისა და პოლიციისთვის გადაცემაზე სიმართლეს არ შეესაბამება და თავად "აქციის მონაწილეებმა იძალადეს არასრულწლოვანზე"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  2. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ
  5. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

თიბისის მობაილბანკში ორთვიანი გემიფიკაციის კამპანია — "საგანძურის მარათონი" წარმატებით დასრულდა. თამაშმა ნახევარ…