On.ge-ს გენერალური დირექტორი ნინო ზაუტაშვილი გახდა, აღმასრულებელი დირექტორი — ხატია თორდუა
On.ge-ს ახალი გენერალური და აღმასრულებელი დირექტორები ჰყავს.
ონლაინმედიის გენერალური დირექტორი ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნინო ზაუტაშვილი გახდა, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი — On.ge-ის მედია დირექტორი ხატია თორდუა.
ნინო ზაუტაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ონლაინმედიაში მუშაობა მისთვის სიახლე და გამოწვევაა, მაგრამ შეთავაზებას დათანხმდა და სურს, რომ ახალ გუნდთან ერთად ახალი და ხარისხიანი კონტენტი შექმნას.
"შეთავაზებას დავთანხმდი საკმაოდ დიდი გულისფანცქალით იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მრავლისმომცველი და სრულიად ახალი ტიპის მედია. მე მაინც ტრადიციულ მედიებში ვარ მიჩვეული მუშაობას და ონლაინპლატფორმა On.ge ჩემთვის სიახლეა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ვარ ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანი და მაინტერესებს ყველაფერი, რაც ახალთან და ექსტრემალურთანაა დაკავშირებული, ეს ძალიან საინტერესო შემოთავაზება მივიღე. On.ge-ში მეგულებოდა ძალიან კარგი გუნდი, ეს არის პირველ რიგში აღმასრულებელი დირექტორი ხატია თორდუა, შემდეგ უკვე ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც მუშაობს და აკეთებს თავის საქმეს ძალიან მაღალი პროფესიული კლასით. მინდა, რომ ამ შესანიშნავ გუნდთან ერთად შევქმნა კიდევ უფრო მეტი და მეტი ახალი და საინტერესო კონტენტი, რაც იქნება აბსოლუტურად საზოგადოების ყველა ფენისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი", — ამბობს On.ge-ს გენერალური დირექტორ.
ნინო ზაუტაშვილს სურს, რომ On.ge საზოგადოების ყველა ფენისა და ასაკის ადამიანისთვის იყოს "ხელმისაწვდომი და საინტერესო და ყველა ის მიმართულება მოიცვას, რაც დღეს მედიაში არსებობს".
"იმედი გვაქვს, რომ საზოგადოება მხარს დაგვიჭერს ყველანაირად, უფრო აქტიური გახდება ჩვენთან ინტერაქციაში და ექნება საშუალება, რომ უშალოდ ჩაერთოს კონკრეტული პრობლემების გადაჭრასა და მოგვარებაში. ჩვენ სიამოვნებით ვითანამშრომლებთ საზოგადოების ყველა ფენასთან, ვისაც უნდა და მოუნდება და ჩათვლის, რომ On.ge-ს საშუალებით შეუძლია მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება და კონკრეტული ცოდნის მიღება. ამაში ჩვენს საზოგადოებას ძალიან შევუწყობთ ხელს და ვფიქრობ, რომ მედიის ერთ-ერთი დანიშნულება ესეცაა.
40-წლიანი სტაჟი მაქვს ტრადიციულ მედიაში მუშაობის. ეს ძალიან დიდი დაგროვილი ცოდნა და გამოცდილებაა, მაგრამ ონლაინმედია, რა თქმა უნდა, სრულიად ახალი გამოწვევაა. ვნახოთ, რა გამომივა. არც იმის თქმა გამიჭირდება, თუ რაღაც არ გამომივა. კოლექტივთან იქნება შეთანხმებული და თუ რამეს ვერ მოვერიე, არც წასვლა გამიჭირდება. მე მხოლოდ მექნება სურვილი, რომ ვიყო კარგი დამხმარე, რომ On.ge-ს თანამშრომლებმა რაც შეიძლება მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი უნარები. საერთოდ ვთვლი, რომ ჩემი ასაკის ადამიანები ახალგაზრდებს უნდა უწყობდნენ ხელს თავიანთი უნარების მეტად გამოვლენაში და ეს ყველაზე პირველი მოვალეობა და დანიშნულებაა", — ამბობს ნინო ზაუტაშვილი.
რაც შეეხება ხატია თორდუას, რომელიც On.ge-ს აღმასრულებელი დირექტორი გახდა, ის 2020 წლიდან სამეცნიერო და ტექნოლოგიური რედაქცია NEXT.On.ge-ის მთავარი რედაქტორი იყო, 2024 წლიდან დღემდე — On.ge-ის მედია დირექტორი.
ხატია თორდუა ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მედიისთვის რთული პერიოდის მიუხედავად, On.ge-ის "გუნდი მზადაა, ეს გამოწვევა მიიღოს და დიდ მიზნებს ახალი ძალებით შეეჭიდოს".
"დღეს დამოუკიდებელი მედიისთვის განსაკუთრებულად რთული პერიოდია. ჩვენი გუნდი მზადაა, ეს გამოწვევა მიიღოს და დიდ მიზნებს ახალი ძალებით შეეჭიდოს. არსებული მიღწევებისა და ღირებულებების შენარჩუნებასთან ერთად, კიდევ უფრო მეტად ვეცდებით, დეზინფორმაციას ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია შევუპირისპიროთ, უფრო ხილვადი გავხადოთ მოწყვლადი ჯგუფები და სოციალური საკითხები. On.ge იქნება ადგილი, სადაც საკუთარი ხმის გაჟღერებას შეძლებს ყველა, ვინც სამართლიანი, თავისუფალი და თანასწორი გარემოსთვის იბრძვის", — ამბობს ხატია თორდუა.
მისი თქმით, მედიაში არსებული ტურბულენტობის ფონზე, ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად პირველი მიზანი კომპანიაში სტაბილურობის შექმნა და შემდგომ, მისი შენარჩუნება იქნება.
"On.ge წლებია არის სანდო წყარო ახალი ამბებით, პოლიტიკით, სოციალური საკითხებით, მეცნიერებით, ტექნოლოგიებითა თუ კულტურით დაინტერესებული ადამიანებისთვის. ქართული ოცნების მიერ მიღებული კანონების ფონზე დამოუკიდებელი ონლაინ მედიები არსებობა-არარსებობის ზღვარზე ვართ. დღეს ქვეყანას დამოუკიდებელი მედია ისე სჭირდება, როგორც არასდროს. პირველი მიზანი, ნინო ზაუტაშვილთან ერთად, ამ გამოწვევის დაძლევაა. ანუ კომპანიაში სტაბილურობის შექმნა და შემდგომ, მისი შენარჩუნება. ცხადია, პრიორიტეტია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ობიექტური ასახვა და ანალიზი. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ მომავალში საზოგადოებას მეტ ანალიტიკურ, სიღრმისეულ მასალას შევთავაზებთ. გარდა ამისა, მეტ აქცენტს გავაკეთებთ რეგიონებზე და ვიზრუნებთ კონტენტის მრავალფეროვნებაზე როგორც ვებზე, ასევე ციფრულ არხებში, იმისათვის რომ ჩვენი აუდიტორია კიდევ უფრო გავაფართოოთ და სხვადასხვა ჯგუფისთვის ხმის მიწვდენა შევძლოთ", — ამბობს ხატია თორდუა.
შეგახსენებთ, რომ ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა 11 აპრილს გაათავისუფლა. ამის მიზეზი მისი არხისა და არხის ხელმძღვანელობისადმი კრიტიკული დამოკიდებულება და საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართული ოცნებისადმი მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკის ღია კრიტიკა გახდა.
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა

კომენტარები