ჯო უილსონი: ქართულმა ოცნებამ გააჩუმა დამოუკიდებელი მედია და საქართველო ავტორიტარული კონტროლის ლაბორატორიად აქცია
"ქართული ოცნება არ წარმოადგენს ქართველ ხალხს," — განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა მოსმენაზე, სახელწოდებით: "პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა".
ჰელსინკის კომისიაში მიმდინარე მოსმენაზე ჯო უილსონმა განაცხადა, რომ ქართული ოცნება მჭიდროდ მუშაობს ომის დამნაშავე პუტინთან და მოსკოვს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება.
კონგრესმენის თქმით განიხილავენ, რა ინსტრუმენტები აქვს აშშ-ს საპასუხოდ, რათა ოცნებას პასუხი აგებინოს და ამავდროულად მყარად დაუდგეს გვერდით ქართველ ხალხს.
"ქართული ოცნების მთავრობა, რომელმაც არჩევნები გააყალბა, ქართველ ხალხს დიქტატურისკენ მიათრევს, სუვერენიტეტს ართმევს და სიღარიბისთვის იმეტებს, ღალატობს ქვეყნის ტრადიციულ მოკავშირეებს, მათ შორის შეერთებულ შტატებს… და ეს ძირს უთხრის აშშ-ის მხრიდან კეთილსინდისიერ მხარდაჭერას, რომელმაც ათწლეულების მანძილზე დიდი ინვესტიცია გააკეთა, რათა საქართველოს დახმარებოდა თავისუფალი, აყვავებული და დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებაში.
რასაც დღეს ვხედავთ, არის ამ პროგრესის ჩამოშლა კორუმპირებული რეჟიმის მიერ, რომელსაც ლეგიტიმურობა არ გააჩნია. ქართული ოცნება ძალაუფლებაში გაყალბებული არჩევნებით მოვიდა. მისი მმართველობა ერთპარტიულია. მან ოპოზიციონერი ლიდერები დააპატიმრა, სცემა და აწამა მშვიდობიანი დემონსტრანტები, გააჩუმა დამოუკიდებელი მედია და საქართველო ავტორიტარული კონტროლის ლაბორატორიად აქცია. და ის სწრაფად აქცევს საკუთარ თავს ბელარუსის და რუსეთის ფედერაციის კატეგორიაში.
ეს ღალატი აქ არ ჩერდება. ქართულმა ოცნებამ ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან მოკალათება გადაწყვიტა. კარი გაუღო ჩინეთის გავლენას საქართველოს ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურაში. და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სამწუხაროდ, საკუთარი შავი ზღვის პორტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა, რითაც ამერიკული ბიზნესები სტრატეგიული სავაჭრო მარშრუტებისგან დაბლოკა და საქართველოს მომავალი რეჟიმს დაუკავშირა, რომელიც ღიად ემზადება ამერიკელ ხალხთან კონფრონტაციისთვის. ამავდროულად, ის მჭიდროდ მუშაობს ომის დამნაშავე პუტინთან. ეხმარება მოსკოვს სანქციებისთვის გვერდის ავლაში, მისი ნავთობის გადაყიდვაში, მაშინაც კი, როდესაც რუსეთი ჯერ კიდევ ახდენს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას.
ცხადად ვთქვათ, ქართული ოცნება არ წარმოადგენს ქართველ ხალხს. კვლავ და კვლავ ქართველი ხალხი მასიურ დემონსტრაციებს მართავს და მათ დემოკრატია, სუვერენიტეტი და დასავლეთთან ერთად მშვიდობისა და კეთილდღეობის მომავლისკენ დაბრუნება სურთ.
მაგრამ დღეს მათი მისწრაფებები ოლიგარქებისა და ავტოკრატების მცირე ჯგუფის მიერ იმსხვრევა, რომლებიც ანგარიშვალდებულები არიან არა ქართველი ხალხის, არამედ პეკინში ჩინეთის კომუნისტური პარტიის და მოსკოვში ომის დამნაშავე პუტინის წინაშე. და ასევე დროს ატარებენ თეირანში დიქტატურულ რეჟიმთან.
ეს მოსმენა განიხილავს რამდენად დაეცა საქართველო ქართული ოცნების პირობებში და რას ნიშნავს ეს ამერიკული უსაფრთხოებისთვისა და ინტერესებისთვის. ასევე განვიხილავთ რა ინსტრუმენტები აქვს აშშ-ს საპასუხოდ, მათ შორის ორპარტიული "MEGOBARI აქტი", რათა ქართულ ოცნებას პასუხი აგებინოს და ამავდროულად მყარად დაუდგეს გვერდით ქართველ ხალხს," — განაცხადა ჯო უილსონმა. [IPN]
ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა სახელწოდებით — "პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული შემობრუნება". კომისიამ საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თინათინ ხიდაშელს და ჰადსონის ინსტიტუტის უფროს მკვლევარს ლუკ კოფის მოუსმენა.
- "მე დღეს აქ ვარ იმ ადამიანების სახელით, რომლებიც ციხეში სხედან" — სალომე ზურაბიშვილი ჰელსიკის კომისიაში
- დღეს ჰელსინკის კომისია საქართველოსთან დაკავშირებით მოსმენას გამართავს
- ირაკლი კობახიძის თქმით, "ჰელსინკის კომისიაში "დიფ სთეითის" წარმომადგენლები მძლავრობენ
- 10 სექტემბერს ჰელსინკის კომისიის სხდომაზე საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართება
-
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
კომენტარები