თიბისი x საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია AI განათლებისთვის
ფოტო: თიბისი
AI საერთაშორისო ოლიმპიადის წარმატებით ჩატარების შემდეგ, თიბისიმ და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ (GAIA), სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმეს.
ახალი თაობის AI და მონაცემთა ტექნოლოგიების პროფესიონალების განვითარების ხელშეწყობა, საზოგადოებასა და ბიზნესში AI-ის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ქართველი პროფესიონალებისა და ქართული AI კომუნის გაძლიერება — ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებზეც თიბისი და GAIA ერთობლივად იმუშავებენ.
სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის და ბიზნესებისთვის თიბისი და GAIA ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ არაერთ AI პროგრამას, ბუთქემფებს, ტრეინინგებს, საჯარო შეხვედრებს, კონფერენციებს, ვორქშოფებსა და სხვ. ასევე, ახლო მომავალში დაიწყება რეგისტრაციები საოლიმპიადო კურსზე.
“მოხარულები ვართ გვყავდეს ისეთი პარტნიორი, რომელიც დღეს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მსოფლიო ტენდენციებს მიhყვება და მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით. გვჯერა რომ, GAIA-სთან თანამშრომლობით ახალგაზრდების AI მიმართულებით პროფესიულ ზრდას, ცოდნის გაზიარებასა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს. თიბისის და GAIA-ს პარტნიორობა მნიშვნელოვანი ინიციატივაა, როგორც საქართველოს AI და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების, ისე ქვეყნის საერთაშორისო ტექნოლოგიურ საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის“ — მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის და ბრენდის გამოცდილების ლიდერი.
“თიბისის მხარდაჭერით უკვე რამდენიმე წარმატებული პროექტი, მათ შორის ეროვნული AI ჰაკათონი ჩავატარეთ და საქართველო პირველად წარვადგინეთ AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე. წარმატების ამ მაგალითებმა გვაჩვენა, რომ საერთო ხედვა და ღირებულებები გვაქვს. ამიტომ, შეგვიძლია, ერთად ვიმუშაოთ საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანებზე, როგორებიცაა მომავალი ტალანტების განვითარება, პროფესიული საზოგადოების გაძლიერება და მსოფლიო AI რუკაზე საქართველოს გამოჩენა“ — გიგი გიორგაძე, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ ახლა ხანს GAIA-ს ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდა. ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტებულმა მოსწავლეთა ეროვნულმა ნაკრებმა წელს საქართველო პირველად წარადგინა ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI) პეკინში, სადაც ნაკრების წევრმა თემიკო მაჭავარიანმა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
თიბისის აქტივობით, განათლება სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის, კიდევ უფრო ხელმისაწვდომია. ყველაფერი გამოგივა მთავარია გჯეროდეს!
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე? რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე?
გადახედვა
-
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ
გადახედვა
-
პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი
გადახედვა
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
კომენტარები