"კოალიცია ცვლილებისთვის": "დღეს 7-ზე, ჩვენი მთელი კოალიციის შემადგენლობა ვუერთდებით ფილარმონიასთან აქციას, ყველა მოძალადე პასუხს აგებს"
"ჩვენ ვნახეთ მთავრობად წოდებული ბანდიტების დაორგანიზებული ძალადობა, გადაცმული პოლიციელების მონაწილეობით, კრიმინალების მონაწილეობით, "რუსული ოცნების" პარტიული წევრების მონაწილეობით," — ასე ეხმაურებიან კოალიცია ცვლილებისთვის გუნდში გუშინ კახა კალაძის შტაბთან განვითარებულ მოვლენებს და აცხადებენ, რომ დღეს, 7 საათზე ფილარმონიასთან დაგეგმილ საპროტესტო აქციას უერთდებიან.
კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არცერთი მსგავსი "გამოხტომა მშვიდობიანი, ხელცარიელი ახალგაზრდა თუ არა ახალგაზრდა მოქალაქეების წინააღმდეგ, რეაგირების გარეშე არ ჩაივლის".
კოალიცია ცვლილებისთვის სახელით, ჩვენი გუნდის სახელით, გვინდა, გამოვეხმაუროთ გუშინდელ ამაზრზენ, საშინელ ფაქტს, რომელიც მოხდა მელიქიშვილის გამზირზე.
ჩვენ ვნახეთ მთავრობად წოდებული ბანდიტების დაორგანიზებული ძალადობა, გადაცმული პოლიციელების მონაწილეობით, კრიმინალების მონაწილეობით, "რუსული ოცნების" პარტიული წევრების მონაწილეობით. არაადამიანური საქციელი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.
რაც ჩვენ ვნახეთ გუშინ, ეს არ არის, აღარ ვლაპარაკობ, სამართლიანობაზე და პოლიტიკაზე, ეს არის არაადამიანური არაქართული შეურაცხმყოფელი მთელი ჩვენი სახელმწიფოსი, ქართველობის, საქართველოსი და აღარ ვლაპარაკობ ევროპულ პერსპექტივაზე.
ეს, სამწუხაროდ, არ არის გასაკვირი "რუსული ოცნებისგან" იმიტომ, რომ სწორედ ეს არ გვინდა ჩვენ, როდესაც ვებრძვით"რუსულ ოცნებას".
მთავარია, რომ მათ იცოდნენ, რომ არცერთი მსგავსი გამოხტომა მშვიდობიანი, ხელცარიელი ახალგაზრდა თუ არა ახალგაზრდა მოქალაქეების წინააღმდეგ, არ ჩაივლის რეაგირების გარეშე. ჩვენ არ დავთმობთ არცერთი ჩვენი მოქალაქის თმის ღერსაც კი, არავის გაუვა რომ ვითომ პოლიციის კორდონს ამოფარებული ასე მოეპყროს საკუთარ მოქალაქეებს. არ აქვს მნიშვნელობა არავის პოლიტიკურ პოზიციას. როგორც დღეს ამაზრზენად ისაუბრა კალაძემ თურმე ვინმე ქალია და ვინმე ქალი არ არის — ეს არ არის საქართველო და ასეთი არ იქნება საქართველო.
დღეს 7-ზე, ფილარმონიასთან აქტივისტებმა დააანონსეს აქცია და როგორც გუშინ, ჩვენი მთელი კოალიციის შემადგენლობა ვუერთდებით ამ აქციას. რა თქმა უნდა, ვიქნებით იქ და რა თქმა უნდა ყოველ ჯერზე პასუხს აგებს ყველა ის მოძალადე, რომელიც ესე იქცევა.
ასევე მინდა ვუთხრა ყველა მოძალადე/შესრულებელს, ცალკეულ ფიგურანტებს, პოლიციელს, არა პოლიციელს თუ ვითომ პოლიციელს. ყველასი თქვენი სახელი და გვარი არის იდენტიფიცირებული და ყველანი აუცილებლად დაისჯებით," — განაცხადა კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე.
გუშინ, 8 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, "ოცნების" მხარდამჭერები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ იქ შეკრებილ მოქალაქეებს, აქტივისტებსა და ჟურნალისტებს. ე.წ. ტიტუშკებმა იძალადეს "პუბლიკის", "ნეტგაზეთის" და ასევე უნგრელ ჟურნალისტ ლასლო მეზეშზე. ის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. ამ დრომდე არც ერთი მოძალადე დაკავებული არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლოთ დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
დაშავებული 4 ადამიანიდან 2 ინგოროყვას კლინიკიდან გაწერეს.
ასევე იხილეთ:
-
NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA
გადახედვა
-
ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან? ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან?
გადახედვა
-
შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა
გადახედვა
-
ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა
გადახედვა
-
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა
გადახედვა
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
კომენტარები