ნიკა გვარამია: "გამოსავალი "ლელოს" ჯერ კიდევ აქვს — სწორედ ამისი იმედი და მოლოდინი მაქვს მამუკასგან და ბადრისგან"
"მიხარია, რომ აქედან გამოსავალი ლელოს ჯერ კიდევ აქვს, თან საკუთარ ხელში — არჩევნებად წოდებული სპეცოპერაციიდან გამოსვლას და გაერთიანებული ოპოზიციის წიაღში დაბრუნებას ვგულისხმობ, ცხადია. არ დავმალავ, სწორედ ამისი იმედი და მოლოდინი მაქვს მამუკასგან და ბადრისგან" — ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, დაპატიმრებული ნიკა გვარამია ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.
როგორც ნიკა გვარამია აღნიშნავს, თუ ასე არ მოხდა, "საშინელი ანტისანიტარია დაისადგურებს ოპოზიციურ პოლიტიკურ და მედია ველზე".
"პირველ რიგში შეუძლებელია, პატიმარმა სხვა პატიმრებს გათავისუფლება არ მიულოცოს. ამიტომაც სწორედ მილოცვით დავიწყებ.
მეორე, სავსებით მესმის ვითარების სირთულე და მიხარია, რომ აქედან გამოსავალი ლელოს ჯერ კიდევ აქვს, თან საკუთარ ხელში — არჩევნებად წოდებული სპეცოპერაციიდან გამოსვლას და გაერთიანებული ოპოზიციის წიაღში დაბრუნებას ვგულისხმობ, ცხადია. არ დავმალავ, სწორედ ამისი იმედი და მოლოდინი მაქვს მამუკასგან და ბადრისგან. თუ ასე არ მოხდა, საშინელი ანტისანიტარია დაისადგურებს ოპოზიციურ პოლიტიკურ და მედია ველზე.
მესამე, მძიმე შეცდომაა იმაზე საუბარი, რომ ახლა ბიძინას ტაქტიკა "დაყავი და იბატონეა". არა, მეგობრებო. მისი ტაქტიკა "გააერთიანე და დაამცირეა".
არავის ვურჩევდი ბიძინას მიერ დამცირებულთა გაერთიანებაში ყოფნას. ეს დაღუპვის უმოკლესი და უტყუარი გზაა. ასევე, და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, სამშობლოს გადარჩენის დაზიანების და ბიძინას გაძლიერების უტყუარი გზა," — წერს ნიკა გვარამია.
მან ასევე მიმართა "მთავარი არხის" დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს და მოუწოდა, რომ ტელეკომპანიას შეუფერხებლად ფუნქციონირების და მაუწყებლობის აღდგენის შესაძლებლობა მისცეს.
"და მეოთხე და მთავარი: შეიძლება ვინმეს უცნაურად და უადგილოდ მოეჩვენოს ამ სიტუაციაში ეს მიმართვა, მაგრამ სწორედ აქ და ახლა მგონია ამის თქმა საჭირო.
მინდა მივმართო "მთავარი არხის" დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს: ზაზა, თუ მართლა ვცდები და შენი ( ჩემთვის აუხსნელი) ქმედებებით არხის პარალიზება ბიძინას თამაში არაა და უბრალოდ ბრაზით გამოწვეული გაუგებრობაა, შეგიძლია ახლა უმარტივესად დაამტკიცო ეს — მიეცი არხს შეუფერხებლად ფუნქციონირების და მაუწყებლობის აღდგენის შესაძლებლობა. ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, ჩავეხსნათ "მთავარს" ყველა დამფუძნებელი და არხის კოლექტივმა თავად გადაწყვიტოს რას და როგორ გააკეთებს. თუ ეს მხოლოდ წყენებია და არა ბიძინას გეგმა, სამშობლოს რომ გადავარჩენთ, მერე გავარჩიოთ ჩვენს შორის ( ყველას ვგულისხმობ, მარტო ჩვენ ორს არა) გაუგებრობები. ახლა დავდგეთ პირადზე მაღლა, რადგან ცოტა რამ თუა ახლა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც გავლენებისგან თავისუფალი "მთავარი არხი", რომელიც 24/7 ზე მხოლოდ პროტესტის სამსახურში იდგება," — წერს ნიკა გვარამია.
ლელო — ძლიერი საქართველოს ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ რუსთავის მე-12 დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვეს. ოპოზიციის ლიდერებმა რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადეს, რომ სხვა ლიდერების მოწოდების მიუხედავად, ლელო — ძლიერი საქართველო 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების შესახებ განცხადება ოცნების არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა დღეს, 5 სექტემბერს გაავრცელა.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები