რუსთაველზე 23 დაკავებულიდან 7 გაათავისუფლეს — სხდომები გრძელდება
2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტების ნაწილი, 48-საათიანი ადმინისტრაციული დაკავების ვადის ამოწურვის შემდეგ, სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. პროცესებზე შესვენებები გამოცხადდა, რის შემდეგაც, სხდომა განახლდება.
დარბაზი დატოვეს — ალბი კორძაიამ, შუშანა მაცაბერიძემ, მარიკო ცომაიამ, თათია აფრიამაშვილმა, რუსუდან მაღრაძემ, ბექა პაპაშვილმა და მარიამ უძილაურმა, ხოლო კიდევ ერთ დაკავებულს, თამარ ლორთქიფანიძეს 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
დაკავებულებიდან ერთ-ერთმა, ალბი კორძაიამ გათავისუფლების შემდეგ პოლიციის მხრიდან ძალადობაზე ისაუბრა.
"გზის გადაკეტვის შემდეგ, აქტივისტები მიმოვიფანტეთ. რამდენიმე აქტივისტმა ერთ-ერთ კაფეს შევაფარეთ თავი. რამდენიმე კილომეტრში კივილი გავიგონე, რა თქმა უნდა, გავიქეცი და ოპერის მოპირდაპირედ საპოლიციო მანქანა დავინახე. ჩემი ნაცნობი აქტივისტები ყვიროდნენ, მივხვდი, რომ დააკავეს...
როცა ვამბობდი, ხელი გამიშვითო, ერთი პოლიციელი ზურგიდან მწვდა და მანქანაში ჩამაგდო. ჯერ შუშებიან შენობაში, მერე კი თავი ამოვყავით ახალციხის იზოლატორში მე, თათია აფრიამაშვილმა, შუშანა მაცაბერიძემ და ნენე გაბლაიამ. გოგოები საშინლად დალურჯებულები არიან. ჩემს შემთხვევაში ეს იყო უხეში დაკავება და სრულიად არალეგიტიმური, უბრალოდ იმის გამო, რომ პოლიციის "მარშუტთან" ვიდექი, შემაგდეს მანქანაში. ჩამიწერეს მუხლები, რომ ვბილწსიტყვაობდი, შეურაცხყოფას ვაყენებდი, რაც ასე არ ყოფილა," — განაცხადა ალბი კორძაიამ (კომენტარს IPN ავრცელებს).
ცნობისთვის, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით 23 ადამიანი დააკავეს. შსს განცხადებით, ისინი პოლიციას არ ემორჩილებოდნენ.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები