გიორგი ჩიკვაიძის თქმით, ქართველი მაღალჩინოსნები, რუსული ფსბ-ს დავალებით, “სპეცოპერაციებში მონაწილეობდნენ”
პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში წერილსა და დოკუმენტებს აქვეყნებს, სადაც მისი თქმით, FBI-ს მაღალი თანამდებობის პირებზეა ინფორმაცია. ჩიკვაიძის განმარტებით "ეს ფაილები შექმნილი და დამუშავებულია მოსკოვში ფსბ-ს მიერ, ხოლო შემდეგ გადმოცემულია საქართველოში საბოლოო გეგმის შესასრულებლად, კერძოდ, ქართული, საკმაოდ დახვეწილი ქოლ ცენტრების მიერ", რომელთა მიზანიც ამ ადამიანებისთვის გარკვეული ტიპის (ხშირად ფინანსური) პრობლემების შექმნა იყო
"დღეიდან 4 ოქტომბრამდე, ეტაპობრივად დავიწყებ მოყოლას, თუ რას საქმიანობს ჩინეთის მიერ მხარდაჭერილი რუსულ-ირანული ტერორისტული ორგანიზაცია "ქართული ოცნება" საქართველოში. ვინმეს, შეიძლება, გაუჩნდეს კითხვა, თუ რატომ — ეტაპობრივად? მოგახსენებთ, რომ საქართველოს გარეთ მიმდინარეობს მოკვლევა-გამოძიება ამ ინფორმაციებთან დაკავშირებით. შესაბამისად, გამოქვეყნების ნაწილში, არ ვარ სრულად თავისუფალი, რათა ხელი არ შეეშალოს ამ პროცესს.
წარმოდგენილ ფაილებში თქვენ ხედავთ FBI-ს მაღალი თანამდებობის პირებს (მათი და მათი ოჯახის ყველა პირადი მონაცემი, გასაგები მიზეზების გამო, დაბლარულია. მათ შორის, დაბადების თარიღები, მისამართები, თანამდებობები, საბანკო ვალდებულებები, ტელეფონის ნომრები და email მისამართები და ა.შ.). მათ შორის არიან კომუნიკაციებისა და კიბერ-უსაფრთხოების საკითხებში ფედერალური ბიუროს თანამშრომლები, მეტროპოლიტენის უსაფრთხოების ნაწილში FBI-ს თანამშრომლები, ანტიტერორისტული მიმართულების მაღალჩინოსნები და ა.შ. ალბათ, გაგიჩნდებათ კითხვა, თუ რას უკავშირდება ასე სტრატეგიულად შერჩეული პირები. ამას საერთაშორისო გამოძიება და FBI, ალბათ, თავად გასცემენ პასუხს გამოძიების დასრულებისას. ეს ფაილები შექმნილი და დამუშავებულია მოსკოვში ფსბ-ს მიერ, ხოლო შემდეგ გადმოცემულია საქართველოში საბოლოო გეგმის შესასრულებლად, კერძოდ, ქართული, საკმაოდ დახვეწილი ქოლ ცენტრების მიერ.
ფსბ-ს დავალებით, მთავარ მიზანს წარმოადგენდა ამ ადამიანებისთვის გარკვეული ტიპის, ხშირ შემთხვევაში, ფინანსური პრობლემების შექმნა, რის შემდეგაც, ფსბ-ს სხვა დანაყოფი ამ ადამიანებს მოევლინებოდა მხსნელად", — წერის ჩიკვაიძე.
ბიზნესმენი წერს, რომ "ამ სპეცოპერაციებში მონაწილეობდა არაერთი ქართველი მაღალჩინოსანი". მათ შორის ის ასახელებს — ფინანსური პოლიციის ყოფილ შეფს, სოსო რამიშვილსა და მის ძმას, მომღერალ "უცნობს" და ყოფილ გენპროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს.
"ამ სპეცოპერაციებში მონაწილეობდა არაერთი ქართველი მაღალჩინოსანი. მინდა გამოვყო ფინანსური პოლიციის ყოფილი შეფი სოსო რამიშვილი და მისი ძმა, რომლის როლიც განსაზღვრული იყო და, უმეტეს შემთხვევაში, წარმოადგენდა ფოსტალიონობას თბილისსა და მოსკოვს შორის. საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, მე, ასევე, მიწოდებული მაქვს თბილის-მოსკოვს შორის საკომუნიკაციოდ გამოყენებული ტელეფონის ნომრები. ვფიქრობ, თაღლითუხუცეს სოსო რამიშვილს და, თუნდაც, მომღერალ "უცნობს" — გაჩეჩილაძეს, ბევრი აქვთ მოსაყოლი, თუ რას საქმიანობდნენ საზმაუს მიწისქვეშა სართულებზე....
არ მინდა, ყურადღების მიღმა დამრჩეს ყოფილი გენპროკურორი — კრიმინალი გიორგი გაბიტაშვილი. თუმცა, მის როლზე, ადგილობრივ კრიმინალსა, თუ ტრანსნაციონალურ უდანაშაულობებში მონაწილეობაზე, სხვა პოსტში ვისაუბრებ, რადგან მოსაყოლი ძალიან ბევრია და იმ ნაწილში დავუბრუნდები ჩემი უკანონო დაკავების მარტის თვეს და კიდევ იმას, თუ რას უკავშირდებოდა ის გავეშებული დევნა 112 კაცითა და 84 მანქანით.
FBI-ს ეს საგანგებოდ შერჩეული თანამშრომლები ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერ/2025 წლის იანვარში წარმოადგენდნენ მხოლოდ მათი ქოლცენტრების სამიზნეებს. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია, ჩემს ხელში მოხვედრისთანავე, მივაწოდე საქართველოში ამერიკის საელჩოს და მჯერა, რომ ამით, პირველ რიგში, დავიცავი ჩემი ქვეყნის რეპუტაცია", — წერია ფეისბუკ პოსტში.
გიორგი ჩიკვაიძე წერს, რომ "ფსბ-ს დანაყოფ ქართულ ოცნებას" ომი გამოუცხადა და 14 მისამართის გამოცხადებას აანონსებს, "სადაც ყველა ობიექტურ მედიასაშუალებას შეეძლება LIVE-კამერით მისვლა და საზოგადოება ნახავს, თუ ვინ ბინადრობს ჩვენი ქალაქის ცენტრში და რას საქმიანობენ ამ ქვეყანაში."
"ასევე, მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ "მეგობარი" აქტის წარმომადგენელთა პალატაში განხილვის დღეს, ამ ფაილების სრული ვერსიები და სხვა მრავალი, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია და დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თითქმის ყველა კონგრესმენს ედო მაგიდაზე. ალბათ, გიჩნდებათ ლოგიკური კითხვა, თუ საიდან მოხვდა ეს ფაილები და ეს დოკუმენტაცია ჩემს ხელში. პირდაპირ გეტყვით, რომ დაახლოებით სამი-ოთხი წლის წინ, როდესაც ფსბ-ს დანაყოფ ქართულ ოცნებას გამოვუცხადე ომი, ძალიან სტრატეგიულად გავთვალე, თუ სად უნდა მეძებნა მათი სუსტი წერტილები. ამ ფაილების ნახვის შემდეგ, ვიცი, ბევრი შემოირტყამს შუბლზე ხელს და მიხვდებიან, რომ იმაზე ახლოს ვიყავი მათთან, ვიდრე წარმოედგინათ. აქვე, მსურს დავაანონსო, რომ შემდეგ პოსტში გამოვაქვეყნებ 14 მისამართს, სადაც ყველა ობიექტურ მედია საშუალებას შეეძლება LIVE კამერით მისვლა და საზოგადოება ნახავს, თუ ვინ ბინადრობს ჩვენი ქალაქის ცენტრში და რას საქმიანობენ ამ ქვეყანაში. მჯერა, რომ მხილებების ეს სერია, პირველ რიგში, ეფექტური იქნება გონებადახშული, უმძიმესი პროპაგანდის ქვეშ მყოფი ე.წ. ნეიტრალური და მშვიდად მაყურებელი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის", — ვკითხულობთ ბიზნესმენის მიერ გავრცელებულ წერილში.
ჩიკვაიძე ბიძინა ივანიშვილსაც მიმართავს და ამბობს, რომ ბიზნესმენის ლიკვიდაციის განმეორებითი მცდელობა ეფექტური არ იქნება.
"აქვე, მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, რომ ჩემი ლიკვიდაციის განმეორებითი მცდელობა არ იქნება ეფექტური და რომ ყველაფერი გახდება საჯარო.
საქართველო არასოდეს იქნება რუსეთი და 2025 წლის შემოდგომა იქნება ქართველი ხალხის საბოლოო გამარჯვების მომტანი.
გავიმარჯვებთ სახელოვნად!
გლდანის მე-8 დაწესებულება", — წერს გიორგი ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, 11 მარტს დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.
გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მან მოსამართლე იზა კელენჯერიძეს "მურუსიძის მონა" უწოდა და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს მის დასასანქცირებლად.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 მაისს გამართულ სხდომაზე ბიზნესმენს, "რამზეს იახტების" დამფუძნებელ გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მის პარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს კი — 8 წლით. მათ ბრალად დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად მითვისება და გაფლანგვა ედებოდათ. ეს სისხლის სამართლის 182-ე მუხლია, რომელიც 3-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები