ექიმი განმარტავს, რა უნდა იცოდნენ ადამიანებმა "კორტიზოლის კოქტეილის" შესახებ
ფოტო: Getty Images
თუ ამ ბოლო დროს TikTok-ზე ან Instagram-ზე დიდ დროს ატარებთ, არის შანსი, რომ შეგხვედრიათ "კორტიზოლის კოქტეილი". ეს ფერადი, უალკოჰოლო სასმელი, როგორც წესი, შეიცავს ქოქოსის წყლის, ციტრუსის წვენის და გარკვეული მარილების ნაზავს. მას ასევე "თირკმელზედა ჯირკვლის კოქტეილს" უწოდებენ და ტიკტოკზე მილიონობით ნახვა აქვს. ინფლუენსერების თქმით, მას შეუძლია სტრესის ჰორმონების შემცირება, ენერგიის გაზრდა და ორგანიზმის თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დაბალანსება.
ამერიკელი მოსახლეობის თითქმის ნახევარში (49%) აღინიშნება სტრესის ხშირი შემთხვევები და Gallup-ის 2024 წლის კვლევის თანახმად, შეერთებულ შტატებში იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სტრესს განიცდიან ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში უფრო და უფრო იზრდება. ასეთ ვითარებაში, სტრესის შემამსუბუქებელი სასმელი დამამშვიდებლის როლსაც ასრულებს, მაგრამ რეალურად ამართლებს თუ არა ეს სასმელი ჯანმრთელობის გაუმჯობესების შესახებ არსებულ მოლოდინებს?
რა არის კორტიზოლი და როგორია მისი კავშირი სტრესთან? რა საკვები ნივთიერებებია ამ სასმელში და როგორ მოქმედებს ისინი კორტიზოლზე? ვინ უნდა იყოს ფრთხილად ამ სასმელის გასინჯვისას?
ამ კითხვებზე პასუხს ექიმი ლიანა ვენი გასცემს. ვენი სასწრაფო დახმარების ექიმი და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.
რა არის კორტიზოლი და როგორია მისი კავშირი სტრესთან?
კორტიზოლი სტეროიდული ჰორმონია, რომელსაც თირკმელზედა ჯირკვლები გამოიმუშავებენ, რომლებიც თირკმლების ზემოთ მდებარე ორგანოები არიან. ჰორმონი სასიცოცხლო როლს ასრულებს ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციონირებისთვის. ის ძალიან მნიშვნელოვანია მეტაბოლიზმის, სისხლში შაქრის, არტერიული წნევის, ძილ-ღვიძილის ციკლების და იმუნური რეაქციების დარეგულირებისთვის. კორტიზოლს ზოგჯერ "სტრესის ჰორმონსაც" უწოდებენ, რადგან მისი დონე ბუნებრივად იზრდება მაშინ, როდესაც ჩვენი სხეული საფრთხეს ან სტრესულ სიტუაციას აღიქვამს. ეს რეაქცია ორგანიზმის "ბრძოლის ან გაქცევის" რეაქციის ნაწილია, რაც ეხმარება ადამიანებს ფხიზლად დარჩენასა და საჭიროების შემთხვევაში საფრთხეზე სწრაფად რეაგირებაში.
კორტიზოლის ეს დროებითი მატება სასარგებლო ევოლუციური ადაპტაციაა. პრობლემები შეიძლება წარმოიშვას, როდესაც კორტიზოლის დონე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მაღალი რჩება, რაც შეიძლება მოხდეს ქრონიკული სტრესის დროს. კორტიზოლის მუდმივად მომატებული დონე დაკავშირებულია ისეთ პრობლემებთან, როგორიცაა ცუდი ძილის რეჟიმი, შფოთვა, მაღალი არტერიული წნევა და იმუნიტეტის შესუსტებაც კი.
არსებობს მთელი რიგი სამედიცინო მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს კორტიზოლის ანომალიურად მაღალი ან დაბალი დონე. სტეროიდული მედიკამენტების მაღალი დოზების მიღება ან თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეები არის ისეთი მდგომარეობების მაგალითები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს კორტიზოლის სიჭარბე. ადისონის დაავადება, ანუ პირველადი თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, არის ის შემთხვევა, როდესაც თირკმელზედა ჯირკვალი წყვეტს თავის ჩვეულ ფუნქციონირებას. ამ მდგომარეობამ და ტვინში ჰიპოფიზთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს კორტიზოლის დაბალი დონე.
რა შედის "კორტიზოლის კოქტეილში" და როგორ სავარაუდო გავლენას ახდენს იგი კორტიზოლზე?
რეცეპტები განსხვავებულია, მაგრამ სასმელი, როგორც წესი, შეიცავს ქოქოსის წყლის, ხილის წვენის (ჩვეულებრივ ფორთოხლის ან სხვა ციტრუსის) და გარკვეული მარილის (ჩვეულებრივ ზღვის მარილის და/ან მაგნიუმის) კომბინაციას. გაზიან წყალს ხშირად გემოვნების მიხედვით ამატებენ. სახელის მიუხედავად, ის, როგორც წესი, არ შეიცავს ალკოჰოლს.
ძირითადი ინგრედიენტებიდან თითოეული, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან როლს ასრულებს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის მხარდაჭერასა და სტრესის შემცირებაში. ქოქოსის წყალი მდიდარია კალიუმით, რაც ხელს უწყობს სითხისა და ელექტროლიტების სათანადო ბალანსის შენარჩუნებას. ციტრუსის წვენი შეიცავს C ვიტამინს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციონირებაში. მარილი და მაგნიუმი, სავარაუდოდ, აღადგენს სტრესით გამოფიტულ მინერალებს. გარდა ამისა, ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ თავად მაგნიუმმა შეიძლება ხელი შეუწყოს შფოთვის ან სტრესის გრძნობის შემცირებას. ამის გამო, კორტიზოლის კოქტეილის ზოგიერთი ვერსია შეიცავს მაგნიუმის ფხვნილს და/ან ღვინის ქვის ფხვნილს, რომელიც შეიცავს მაგნიუმის მაღალ კონცენტრაციას კალიუმთან და სხვა მარილებთან ერთად.
არსებობს თუ არა მტკიცებულება, რომ ეს სასმელი რეალურად ამცირებს კორტიზოლის დონეს და სტრესს?
არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, რომ ამ სასმელს აქვს მსგავსი ეფექტი. მართალია, რომ ისეთი საკვები ნივთიერებები, როგორიცაა კალიუმი, C ვიტამინი და მაგნიუმი, მნიშვნელოვანია თირკმელზედა ჯირკვლის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის, თუმცა მათი მიღება, როგორც წესი, საკმარისი რაოდენობით შეიძლება დაბალანსებული კვების გზით. მაგალითად ბანანი ერთ-ერთი საკვებია, რომელიც მდიდარია კალიუმით, მაგრამ ბევრი სხვა საკვებიც მდიდარია ამ მინერალით, როგორიცაა ქიშმიში, გარგარი თუ თინუსი. C ვიტამინი გვხვდება ციტრუსოვან ხილში, მარწყვსა და წიწაკაში. მაგნიუმი ასევე გვხვდება მრავალ საკვებში, მათ შორის ლობიოში, არაქისის კარაქსა თუ ფოთლოვან მწვანე ბოსტნეულში.
ამ საკვები ნივთიერებების რეალურმა დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ ასეთი დეფიციტი იშვიათია ჯანმრთელ პირებში. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვიტამინების გადაჭარბებული რაოდენობით მიღება დამატებით სარგებელს მოუტანს ადამიანს ან მნიშვნელოვნად შეამცირებს კორტიზოლის დონეს.
რა შეიძლება ითქვას ინტერნეტში არსებულ ყველა იმ ადამიანზე, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ამ სასმელმა მათ ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენა მოახდინა?
შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანი ადრე საკმარის სითხეს ან ელექტროლიტებს არ იღებდა და სასმელის დამატებითმა ჰიდრატაციამ მათ უფრო ენერგიულად აგრძნობინა თავი. ასევე გასათვალისწინებელია პლაცებოს ეფექტი: როდესაც ადამიანები გარკვეული მკურნალობის შედეგს ელიან, შესაძლოა, ისინი ნამდვილად უკეთ გრძნობდნენ თავს მხოლოდ იმიტომ, რომ სჯერათ, საკუთარი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო რამეს აკეთებენ.
ამ სასმელის დამზადებისა და დალევის რიტუალმა შეიძლება გააძლიეროს კონტროლისა და მზრუნველობის ეს გრძნობა, რასაც შეიძლება რეალური ფსიქოლოგიური სარგებელი მოჰყვეს მაშინაც კი, თუ სასმელის ინგრედიენტებს კორტიზოლზე პირდაპირი გავლენა არ აქვთ.
ვინ უნდა იყოს ფრთხილად ამ სასმელის მიღებისას?
სიფრთხილის გამოჩენა მართებთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ქრონიკული სამედიცინო მდგომარეობა აქვთ, როგორიცაა თირკმლის დაავადება, გულის დაავადება თუ დიაბეტი. თირკმლის დაავადებების მქონე ზოგიერთ პირს განსაკუთრებით სიფრთხილე სჭირდება კალიუმის მაღალი შემცველი საკვების მიმართ. გულის უკმარისობის მქონე პირებს შეიძლება ურჩიონ სითხის მიღების შეზღუდვა. ხილის წვენში შემავალი შაქარი ასევე შეიძლება პრობლემური იყოს დიაბეტით დაავადებული ზოგიერთი ადამიანისთვის.
ამ სასმელით დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ ექიმს, სანამ ინფლუენსერების მიერ პოპულარიზებული პროდუქტის გამოყენებას კვების რაციონში დაამატებენ. მათ უნდა იკითხონ, შეიძლება თუ არა მათი რომელიმე მედიკამენტი ურთიერთქმედებდეს სასმლის ინგრედიენტებთან. თუ მათ აღენიშნებათ სიმპტომები – როგორიცაა დაღლილობა, შფოთვა ან ძილის პრობლემები – რამაც აიძულა მათ ამ კოქტეილის გასინჯვა, ამ ადამიანებმა აღნიშნული შფოთვა უნდა განიხილონ ექიმთან, რათა დადგინდეს, საჭიროა თუ არა მკურნალობის გაგრძელება.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
კომენტარები