ვოლვო EX30 — ბათუმში ვოლვო ქარ საქართველოს ახალი ინსტალაცია
ფოტო: ვოლვო ქარ საქართველო
ბათუმის ცენტრში ვოლვო ქარ საქართველოს კრეატიული ინსტალაცია გამოჩნდა. კომპანიამ უახლესი მოდელი, Volvo EX30, მომხმარებელს ამჯერადაც საინტერესო ფორმით გააცნო და ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით საზღვაო თემატიკა გამოიყენა.
ვოლვო ქარ საქართველოს ინსტალაციები, როგორც ყოველთვის, საუკეთესოდ ასახავს ბრენდის იდენტობას, მეორე მხრივ კი კარგად ერგება გარემოსა და რეალობას. ამ შემთხვევაში, გამჭვირვალე ყუთი, რომელშიც ყველაზე კომპაქტური და ეკომეგობრული SUV განთავსდა, მედუზების ვიზუალებით გაფორმდა, რამაც ვოლვო ბათუმთანაც დააკავშირა და წარმოაჩინა ამ ბრენდის ავტომობილების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა — გამძლეობა, რომლის სიმბოლოც სწორედ მედუზაა.
ფოტო: ვოლვო ქარ საქართველ
ეკა კევლიშვილი, ვოლვო ქარ საქართველოს მარკეტინგის ხელმძღვანელი: “ბათუმში ვოლვო EX30-ის წარდგენა ბათუმისთვის ავთენტიკურად და კრეატიულად წარიმართა. გვსურდა, უახლესი ინსტალაცია ზაფხულის სეზონისთვის წარგვედგინა. ჩვენი მიზანი იყო, გამჭვირვალე ყუთი მხოლოდ ვიზუალური სრულყოფილების გამო კი არ გაგვეფორმებინა, არამედ ის უნდა ყოფილიყო კონკრეტული შინაარსის. სწორედ ამიტომ ავიღეთ ზღვის თემატიკა და დიზაინში მედუზები შემოვიტანეთ, რისი საშუალებითაც ინსტალაცია ბათუმისთვის ავთენტიკური გახდა. გარდა ამისა, გამოვხატეთ ვოლვოს სათქმელიც — მედუზა გამძლეობასთან და ხანგრძლივ ცხოვრებასთან ასოცირდება. ინსტალაცია მოქალაქეებისთვის ძალიან მიმზიდველი და სანახაობრივი გამოვიდა, რასაც მის ირგვლივ ყოველდღიურად შეკრებილი ადამიანების რაოდენობა ადასტურებს“.
ვოლვო EX30-ის ინსტალაციის განთავსების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილია გარემოზე ზრუნვა, რადგან ეს არის 100%-ით ეკომეგობრული, სრულად ელექტრული ავტომობილი, ნულოვანი გამონაბოლქვით. ამ გზით ბრენდი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიაზე, გარემოსა და მდგრად განვითარებაზე ზრუნვა. მდგრადობა შვედური ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა და ვოლვოს ელექტრომობილი ამას ძალიან კარგად ასახავს.
ფოტო: ვოლვო ქარ საქართველო
შვედური ბრენდის სხვა ავტომობილების მსგავსად, EX30 აღჭურვილია ვოლვოს უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით. აქვს საკმაოდ მოცულობითი სალონი. წარმოდგენილია, როგორც ორი, ისე ოთხივე წამყვანი თვლით.
მოსახერხებელი ზომით, ჭკვიანი ტექნოლოგიითა და სხვადასხვა კონფიგურაციით ვოლვო EX30 ყველაზე თანამედროვე და ახალგაზრდული მოდელია. ელექტრომობილში ჩაშენებულია ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიები, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება, რა თქმა უნდა, უსაფრთხოებას ექცევა. აქვს ციფრული გასაღების ფუნქცია, რაც საკმაოდ მოსახერხებელია ავტომობილის სხვებისთვის გადაცემის შემთხვევაში.
ფოტო: ვოლვო ქარ საქართველო
ელექტრომობილს სრული დამუხტვით 500 კმ-მდე მანძილის დაფარვა შეუძლია და შორ გზებზე გადაადგილებისას, განსაკუთრებით საკურორტო სეზონებზე, ძალიან მოსახერხებელია.
აღსანიშნავია, რომ ვოლვო ქარ საქართველო ამ მოდელზე მომხმარებელს სპეციალურ ფასს სთავაზობს — Volvo EX30 - EXT Range – Plus-ის შეძენა 38 500 ევროს ნაცვლად შესაძლებელია 29 900 ევროს ეკვივალენტით ლარში, Volvo EX30 - Twin Motor – Ultra-ს ფასი კი 39 500 ევროს ნაცვლად 31 500 ევროს ეკვივალენტია ლარში.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები
გადახედვა
-
რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას? რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას?
-
Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით
გადახედვა
კომენტარები