ნეტფლიქსმა სერიალ "სიამაყე და ცრურწმენის" გადაღებები დაიწყო — აი, რა ვიცით
ფოტო: Ludovic Robert/Netflix
ჯეინ ოსტინის გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული სიახლე გვაქვს, რადგან ნეტფლიქსი სიამაყე და ცრურწმენის ახალ ადაპტაციაზე მუშაობს.
სერიალის გადაღებები სულ ახლახან დაიწყო, ხოლო ნეტფლიქსმა გადასაღები მოედნიდან ფოტო გაგვიზიარა და მასში მონაწილე მსახიობების ვინაობაც გაგვანდო.
"ვიცით, რომ ძალიან დიდი ხანია ელოდებით სიახლეს სერიალის შესახებ და აი, ისიც, სიამაყე და ცრურწმენის გადაღებები ოფიციალურად დაიწყო", — ვკითხულობთ ნეტფლიქსის პოსტში.
როგორც ცნობილია, სერიალი დაფუძნებული იქნება ჯეინ ოსტინის 1813 წლის საკულტო რომანზე — სიამაყე და ცრურწმენა. წიგნის მიხედვით უკვე არსებობს ფილმი ადაპტაცია კირა ნაიტლისა და მეთიუ მაკფადიენის მონაწილეობით, რომელიც ელიზაბეთ ბენეტისა და მისტერ დარსის რომანს მოგვითხრობს.
ექვსნაწილიანი სერიალი ოსტინის რომანის "წმინდა" ადაპტაციას გვპირდება, რომლის ავტორებიც ფილმ Heartstopper-ის რეჟისორი ევროს ლინი და სცენარისტი დოლი ალდერტონი არიან.
ფოტო: Netflix
რაც შეეხება მსახიობებს, სერიალში ელიზაბეთ ბენეტის როლს ემა კორინი მოირგებს, მისტერ დარსის როლს ჯეკ ლოდენი, ხოლო ოლივია კოლმანს, ელიზაბეთის დედის, მისის ბენეტის როლში ვიხილავთ.
"ელიზაბეთ ბენეტის როლის შესრულება საოცარი შესაძლებლობაა", — უთხრა კორინმა ნეტფლიქსის Tudum-ს — "ამ საკულტო პერსონაჟის გაცოცხლება ოლივიასა და ჯეკთან ერთად, ნამდვილად დიდი პატივია. მოუთმენლად ველოდები, როდის შეიყვარებს ახალი თაობა ამ ისტორიას თავიდან".
ფოტო: IMDB
სიამაყე და ცრურწმენაში ასევე ვიხილავთ ისეთ მსახიობებს, როგორებიც არიან — რუფუს სიუელი, ფრეია მავორი, ლუის პატრიჯი, ჯეიმი დემეტრიუ, დერილ მაკკორმაკი, ჯასტინ ედვარდსი, სიენა კელი, ფიონა შოუ, ჰოპი პერიში და ჰოლი ევერი (მერი და კიტი ბენეტების როლებში).
სერიალის გადაღებები ამჟამად დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს, ხოლო ექვსნაწილიანი სერიალის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
ჯეინ ოსტინის რომანების შესახებ:
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
-
ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს
გადახედვა
-
მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის? მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის?
გადახედვა
კომენტარები