ვაჰაგნ ჩახალიანი სომხეთში ხელისუფლების ხელში ჩაგდების საქმეზე მე-17 დაკავებულია — მის დაკავებას მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება
ფოტო: კავკაზსკი უზელ
სომეხმა სამართალდამცავებმა ტერორისტული თავდასხმის მომზადებისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების საქმეზე "სომხური ღირებულებების დაცვის საზოგადოების" თავმჯდომარესა და აქტივისტს, ვაჰაგნ ჩახალიანს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მისი დაპატიმრების შესახებ ცნობები მთავარეპისკოპოსების, ბაგრატ გალსტანიანისა და მიქაელ აჯაფახიანის დაკავებების ფონზე გავრცელდა. დეტალებზე კავკაზსკი უზელი წერს.
ვაჰაგნ ჩახალიანის დაკავებას სოციალურ ქსელში საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ჩახალიანი "გრუს დავერბოვკებული აგენტი იყო".
"ჩახალიანი სომხურ საქმეს არ აკეთებდა არც საქართველოში და არც სომხეთში. ის იყო გრუს დავერბოვკებული აგენტი ახალქალაქის ბაზაზე. ოცნებამაც რუსული საქმე გააკეთა მისი ციხიდან გამოშვებით",— წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ვაჰაგნ ჩახალიანი ნაციონალური მოძრაობის დროს საქართველოში დააპატიმრეს. როგორც რადიო თავისუფლება წერს, მან 2013 წელს საპატიმრო ამნისტიის კანონის მიღების შედეგ დატოვა.
"კავკაზსკი უზელის" ცნობით, 25 ივნისს, უსაფრთხოების ძალებმა სომხეთში ხელისუფლების ხელში ჩაგდებისთვის მზადების საქმესთან დაკავშირებით 90-ზე მეტი ჩხრეკა ჩაატარეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, "წმინდა ბრძოლის" მოძრაობის ლიდერი, მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი და კიდევ 14 პირი წინასწარი პატიმრობაში იმყოფებიან.
ერთი დღით ადრე, 24 ივნისს, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ გადატრიალება აღკვეთილი იქნა და გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც შეიცავდა ოპოზიციის სავარაუდო გეგმის ტექსტს მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორების შესახებ.
27 ივნისს, უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს შირაკის ეპარქიის წინამძღვარი, მიქაელ აჯაპახიანი, რომელიც ნებაყოფლობით გამოცხადდა საგამოძიებო კომიტეტში. მას ბრალი ძალაუფლების ხელში ჩაგდებისკენ მოწოდებაში წაუყენეს, რის შემდეგაც ეპისკოპოსი დააკავეს.
როგორც სომხური მედია წერს, აქტივისტი ვაჰაგნ ჩახალიანი ორი თვით დაკავებულია, ამის შესახებ მისმა შვილმა სოციალურ ქსელებში განაცხადა
"ტერორისტული აქტის მომზადებისა და "წმინდა ბრძოლის" სახელწოდების მოძრაობის ლიდერებისა და მონაწილეების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, გამომძიებლის მოთხოვნით და პროკურორის გადაწყვეტილების საფუძველზე, ვ. ჩ.-ს წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 43-419-ე მუხლის პირველი ნაწილით და 43-308-ე მუხლის პირველი ნაწილით", — იტყობინება Aysor.Am სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის 4 ივლისის განცხადებაზე დაყრდნობით.
შეგახსენებთ, რომ ვაჰაგნ ჩახალიანი 2021 წლის 28 იანვარს დააკავეს პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციის დროს, რომლის მონაწილეებმაც სომხეთის მთავრობის შენობის წინ პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. სასამართლომ მის დაკავებაზე უარი თქვა.
2024 წელს ბაგრატ გალსტანიანმა სათავეში ჩაუდგა მოძრაობას "ტავუში სამშობლოსთვის" (მოგვიანებით ეწოდა "წმინდა ბრძოლა"), რომელიც აპროტესტებდა სასაზღვრო ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის გადაცემას. იმავე წლის მაისში, მთავარეპისკოპოსმა მიქაელ აჯაპახიანმა მონაწილეობა მიიღო შირაკის რეგიონის მაცხოვრებლების საპროტესტო მსვლელობაში, რომლებიც მოითხოვდნენ საზღვრის დელიმიტაციის შეჩერებას.
სომხეთის ხელისუფლებასა და სომხურ სამოციქულო ეკლესიას შორის დაპირისპირება 2020 წელს გამწვავდა 44-დღიანი ყარაბაღის ომისა და ხელისუფლების თურქეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილის ფონზე. სიტუაცია 2025 წლის მაისის ბოლოს დაიძაბა, როდესაც ფაშინიანმა საჯაროდ გააკრიტიკა სომხური სამოციქულო ეკლესია და მისი წარმომადგენლები და მოუწოდა ყოველთა სომეხთა ახალი კათოლიკოსის არჩევისკენ.
- ფაშინიანი: ჩვენს სასულიერო პირებს პრობლემა ღმერთთან აქვთ, როგორ შეიძლება მათ პრობლემა ჩემთან ჰქონდეთ?
- სომხური ეკლესიის მხარდამჭერებმა პოლიციას არქიეპისკოპოსის დაპატიმრების საშუალება არ მისცეს
- "თუ ის ნებაყოფლობით არ წავა, სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის ერთგული სამწყსო მას ქრისტიანული წესით გადააყენებს" — ფაშინიანი სომხეთის პატრიარქზე
- სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეკლესიის მეთაურს საკუთარი პენისის ჩვენებას სთავაზობს
- სომხეთში ტერორიზმის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული მოძრაობა "წმინდა ბრძოლის" ლიდერი დააკავეს
- სომხური წარმოშობის რუსი მილიარდერი სამველ კარაპეტიანი სომხეთში დააკავეს
- ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის ელექტროქსელები სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა
- "ჩვენც უნდა დავუბრუნოთ ეკლესია ხალხს" – ფაშინიანი პატრიარქ გარეგინ II-ის წინააღმდეგ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები