საზაფხულო თავგადასავალი, ანუ ოზის წიგნების კომპლექტი
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
დადგა ზაფხული და დიდებმა თუ პატარებმა დავიწყეთ იმაზე ზრუნვა და ფიქრი, რა უნდა წავიკითხოთ?.. ზაფხულს თან ახლავს დასვენება, არდადეგები, გართობა, ბუნება და რაც მთავარია, ბევრი ახალი მოგონება თუ თავგადასავალი. სწორედ ასეთი დღეებისთვის განკუთვნილი წიგნები დაწერა ფრენკ ბაუმმა და შექმნა ოზის საოცარი სამყარო.
რაზეა წიგნები? ახალ მკითხველებს ყოველთვის სწორედ ეს აინტერესებთ. წიგნები მეგობრობაზეა, არდანებებასა და ნებისმიერი გასაჭირიდან მარტივად თავის დაღწევაზე, გამჭრიახობასა და სილაღეზე, რაც მთავარია, უპირობო სიყვარულზე, მუდმივ ზრუნვასა და ერთმანეთის დახმარებაზე.
რა ასაკის მკითხველისთვისაა? გინდ დაიჯერეთ, გინდ — არა, მაგრამ ოზის სამყარო თითქმის ყველა ასაკის მკითხველს მოეწონება. პატარები თავად ჯერ ვერ კითხულობენ, მაგრამ სათავგადასავლო ამბები ნუსხავთ? წაუკითხეთ ოზი! სკოლის ასაკის ბავშვებს საინტერესო წიგნები სჭირდებათ? წააკითხეთ ოზი! უფროსებს მოგბეზრდათ, ე.წ. საუფროსო წიგნები და რაიმე საყვარელი, გასართობი და ცოტა გულის ამაჩუყებელი ნარატივი გსურთ? წაიკითხეთ ოზი!
რატომ ოზი? იმ თაობის მკითხველებს აუცილებლად გემახსოვრებათ სხვადასხვა ფილმიდან, მუსიკალური კლიპიდან თუ უბრალოდ პლაკატებიდან საყვარელი გოგონა, პატარა ძაღლით და განუყრელი მეგობრებით. ესენი სწორედ ოზის სამყაროს პერსონაჟები არიან — დოროთი, ტოტო, საფრთხობელა, ტყეკაფია, თავად ჯადოქარი ოზი და ყვითელი ბილიკი, რომელიც ზურმუხტქალაქისკენ მიუძღვება მეგობრებს. თუ ოზის წიგნები წაკითხული არ გაქვთ, მისი წაკითხვისას აღმოაჩენთ, რამხელა გავლენას ახდენს ეს საოცარი სივრცე სხვადასხვა შემოქმედებით სფეროზე.
მე-20 საუკუნის დასაწყისში ფრენკ ბაუმმა მოახერხა და შექმნა სამყარო, რომელმაც უკვე საუკუნეზე მეტია უამრავ ადამიანს აჩუქა საოცარი მოგონებები, წიგნების შთაგონებით შეიქმნა ფილმები, პერსონაჟები და სიმღერებიც კი.
ქარჩხაძის გამომცემლობის მიერ გამოცემულ 5 წიგნში სიუჟეტი ვითარდება ოზის სამყაროს სხვადასხვა, მაგრამ უმეტესად ნაცნობი პერსონაჟების გარშემო. დოროთი მოუსვენარი გოგონაა, უამრავი თავგადასავალი გადახდენია, თანაც სულ ახალ-ახალ მეგობრებს იძენს, მაგრამ არც ძველები ავიწყდება.
რატომ კომპლექტი? ქარჩხაძის გამომცემლობის მეშვეობით, ოზის სამყაროს ხუთი წიგნი ითარგმნა ქართულად. ხუთივე წიგნი განსხვავებულია, მაგრამ ხუთივე ერთი სამყაროს სხვადასხვა განზომილებაა. დოროთი მუდამ მოგზაურობს, ახალ-ახალი ქვეყნის აღმოჩენისას თავისთავად ემატება სულ ახალი მეგობრები, თანამოგზაურები. წიგნების კომპლექტით, თან დიდი ფასდაკლებით შეძენის შემთხვევაში, შეგეძლებათ დატკბეთ დოროთის მოგზაურობით, უკეთ გაიცნოთ მუდმივმოქმედი პერსონაჟები, მათი ხასიათი და დაინახოთ ერთმანეთისადმი ზრუნვა.
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
კომენტარები