დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკავშირს პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
ფოტო: ფინანსთა სამინისტრო
21 სექტემბერს, სასტუმრო ბილტმორში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის პროგრესის ამსახველი პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც მოხსენებით წარსდგა პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
კონფერენციაზე საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა საქართველოში გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს საქართველოში, ბატონ იანოშ ჰერმანს საქართველოსთვის პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერისა და გაწეული დახმარებისთვის. მან იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ თანამშრომლობა ევროკავშირთან კიდევ უფრო მჭიდრო და ნაყოფიერი გახდება.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბოლო ათწლეულში საქართველოში ძირეული ინსტიტუციური და სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა. მისი თქმით, ქვეყანამ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, კანონის უზენაესობის, ეფექტური მმართველობისა და ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების ჩამოყალიბების მიმართულებით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, რაც არაერთ ავტორიტეტულ რეიტინგში აისახა. ხაზგასმით აღინიშნა სარეიტინგო კომპანიის, Moody’s ბოლო შეფასება, რომლის მიხედვითაც საქართველოს პოზიცია, ბოლო შვიდი წლის მანძილზე პირველად გაუმჯობესდა. აღნიშნულმა სარეიტინგო კომპანიამ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით დინამიკაზე, პოზიტიურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, მდგრად ფისკალურ პოლიტიკასა და განხორციელებულ სტრუქტურულ რეფორმებზე, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში მიღწეული პროგრესი ნათლად ჩანს საერთაშორისო კვლევების შედეგებში. საქართველოს პოზიცია ღია ბიუჯეტის ინდექსში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ის 102 გამოკვლეულ ქვეყანას შორის 16 პოზიციაზეა და მოექცა მნიშვნელოვნად გამჭვირვალე ქვეყნებს შორის. ამ მაჩვენებლით საქართველო წინ უსწრებს რეგიონის ყველა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას.
ასევე აღინიშნა, რომ მიღწეული პროგრესის დამატებით მტკიცებულებას უზრუნველყოფს როგორც სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) შეფასების, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ფისკალური გამჭვირვალობის შეფასების ანგარიშები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება 2017 წლის ბოლოს.
"იმავდროულად, აღნიშნული ანგარიშებით გამოვლენილი ფაქტები გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ სისტემური მიდგომა საჯარო ფინანსების მართვის ახალი რეფორმის და სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის, რათა გადაიჭრას დარჩენილი საკითხები და გამოწვევები და შეიქმნას საჯარო ფინანსების მართვის ისეთი სისტემა, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან სრულ შესაბამისობაში იქნება. აღნიშნული მიღწევები შესაძლებელი გახდა ევროკავშირის და ჩვენი განვითარების სხვადასხვა პარტნიორის მტკიცე მხარდაჭერით", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.
-
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა
გადახედვა
-
ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე? როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე?
-
NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები
-
მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
კომენტარები