ისრაელმა ირანის თავდაცვის სამინისტროს შენობასა და თეირანში ნავთობის მთავარ საწყობს შეუტია
ფოტო: CNN
ისრაელის გამანადგურებლებმა 15 ივნისის ღამეს საჰაერო იერიში მიიტანეს თეირანში მდებარე შაჰრანის ნავთობის საწყობსა და ირანის თავდაცვის სამინისტროს შენობაზე, ამის შესახებ Tasnim იტყობინება.
თავდასხმის სამიზნე თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა იყო. როგორც სააგენტოს კორესპონდენტი იტყობინება, სამინისტროს ერთ-ერთმა საოფისე შენობამ მცირე დაზიანება მიიღო.
გარდა ამისა, ისრაელის თავდასხმის შედეგად, ხანძარი გაჩნდა შაჰრანის ნავთობსაცავში, რომელიც თეირანის მთავარი საწვავის საცავია, იუწყება The New York Times. თვითმხილველმა გამოცემას განუცხადა, რომ აფეთქება მიწისძვრას ჰგავდა.
Tasnim-ის ცნობით, ნავთობის საწყობზე თავდასხმის შედეგად, საწვავის ორ ავზს ცეცხლი გაუჩნდა. ირანის ნავთობის სამინისტროს ცნობით, მაშველებმა ხანძარი კონტროლს დაუქვემდებარეს და მოქალაქეებისთვის საფრთხე არ არსებობს.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეირანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, თუმცა ირანის ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია უარყო.
ისრაელმა ირანზე დარტყმები 13 ივნისს დაიწყო. თავდაპირველად, ისრაელის სამხედრო ძალებმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანეს. თუმცა, 14 ივნისს ისრაელმა ენერგეტიკულ ინდუსტრიაზე თავდასხმა დაიწყო და თეირანის მთავარ გაზის საცავ ობიექტს დაარტყა.
ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, ისრაელმა ორ დღეში ირანზე დაახლოებით 150 დარტყმა განახორციელა, ხოლო ირანულმა ძალებმა ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა და ათობით დრონი გაუშვეს, წერს The New York Times.
ირანის განცხადებით, 13 ივნისს ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 14 ივნისს - ათობით, მათ შორის სულ მცირე 60, როდესაც რაკეტა თეირანში 14-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, იტყობინება „როიტერი“. ისრაელში ირანის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, მათი უმეტესობა 15 ივნისის ღამეს განხორციელებული დარტყმის დროს.
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
-
პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
-
აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს
გადახედვა
-
ბადრა გუნბა: საქართველოში არიან ისეთები, რომლებიც აფხაზეთის ძალით დაბრუნების აზრზე რჩებიან ბადრა გუნბა: საქართველოში არიან ისეთები, რომლებიც აფხაზეთის ძალით დაბრუნების აზრზე რჩებიან
გადახედვა
-
სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია
გადახედვა
-
EPP ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს EPP ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
გადახედვა
კომენტარები