ლევან ხაბეიშვილი

27 May. 2024, 10:30

ხელისუფლება ამ კანონს იყენებს თუ არა უკვე ანტიდასავლური რიტორიკისთვის, მათ შორის ჩვენი კოლეგებისგან გვესმის, რომ სუვერენიტეტი აქვთ დასაცავი, ოღონდ აშშ-გან იცავენ სუვერენიტეტს.

ჩემდა სამწუხაროდ, პროპაგანდა სწორედ ასეთია, იმ ქვეყნისგან იცავენ თავს, რომელი ქვეყანაც წლებია ჩვენს ქვეყანას ეხმარება, მათ შორის უსაფრთხოების და სხვა ბევრი მიმართულებით, მთავარი პარტნიორია, მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და არ მგონია ვინმეს წარმოდგენა ჰქონდეს, რომ ჩვენს მეზობლად რუსეთს, რომელიც დიდი სიამოვნებით მთელ საქართველოს გააუქმებდა და საკუთარ გუბერნიად გამოაცხადებდა, თუ რამე აკავებს, ერთ-ერთი არის აშშ და ეს არის ფაქტორი რუსეთისთვის.

მე მაქვს კითხვა თქვენთან, ფიქრობთ თუ არა, რომ ამ კანონს უკვე ხელისუფლება იყენებს ანტიამერიკული, ანტიდასავლური და ანტიევროპული პროპაგანდისთვის, რაც უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში ნიაღვარი მოდის სახელისუფლებო მედიებისგან და მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.

მეორე, მე აქ რამდენჯერმე გავაჟღერე, მათ შორის საკომიტეტო მოსმენაზე, რომ თუ მაინც და მაინც ეს კანონი ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ გინდა თუ არა მივიღოთ, თქვენც ხომ არ გაქვთ ასეთი პოზიცია, რომ მაგალითად მშვიდობიანად რომ მოხდეს ეს ყველაფერი?

არჩევნებია, დაახლოებით, ხუთ თვეში და ხომ შეიძლება, ამ ადამიანებმა მისცენ მოსახლეობას მშვიდად არჩევანის გაკეთების უფლება და არჩევნებზე გადაწყვიტონ როგორი ხელისუფლება უნდათ და იქნებ ისეთი ხელისუფლება უნდათ, რომლებიც ასეთ კანონებს იღებენ, მაგრამ მე არ მაქვს ასეთი წარმოდგენა მოსახლეობაზე, თუმცა თქვენ ხომ იძახით, რომ ხალხს სურს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ასეთ კანონებს იღებს.

და ბოლოს, გაქვთ თუ არა მოსაზრება თუ რა ეკონომიკური კოლაფსი შეიძლება მოჰყვეს საქართველოსთვის ამ კანონის მიღებას, რომელიც გამოიწვევს ჩვენი ხალხის კიდევ უფრო მეტ გაღარიბებას, თქვენ გიფიქრიათ თუ არა ამაზე და გაქვთ თუ არა ამასთან დაკავშირებით პოზიცია და გააფრთხილებდით თუ არა ხალხს, ამ ეკონომიკური კოლაფსის შესახებ, რომელიც ამ კანონის მიღების შემთხვევაში ნამდვილად ელოდება.

საქართველო, შესაძლოა, მოექცეს ჩვენი პარტნიორების მხრიდან ბლოკადაში, ასე რომ ამის შესახებ გააფრთხილებდით თუ არა საქართველოს მოქალაქეებს?

მიმართა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, ანრი ოხანაშვილს, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს. 

დღეს, 27 მაისს, 09:00 საათიდან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, რუსულ კანონზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
  2. რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
  3. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა
  4. თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
  5. "გახდა აგრესიული და განახორციელა თავდასხმა პოლიციელზე — ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა" — ალექსანდრე დარახველიძე გორის ინციდენტზე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლევან ხაბეიშვილი: მდინარაძის განცხადება — სვანეთში მაინინგებთან დაკავშირებით, მიმართული იყო ვიქტორ ჯაფარიძის წინააღმდეგ

მდინარაძის განცხადება — სვანეთში მაინინგებთან დაკავშირებით, მიმართული იყო ვიქტორ ჯაფარიძის წინააღმდეგ, თუ ეს ასე…