ზაზა შათირიშვილი: ხელისუფლებამ უნდა დაადგინოს კონკრეტული რიცხობრივი კვოტა სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებში დასაქმებულ ადამიანებთან დაკავშირებით
ფოტო: ნეტგაზეთი
ოცნების პროპაგანდისტი, ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი POSTV-ის მიერ გავრცელებულ წერილში წერს, რომ "ხელისუფლებამ უნდა დაადგინოს კონკრეტული რიცხობრივი კვოტა სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებში დასაქმებულ ადამიანებთან დაკავშირებით" და "აუკრძალოს საელჩოებს ყველანაირი მიღმა საქმიანობა, ფონდებისა და NGO-ების დაფინანსება, გაურკვეველი ტრენინგებისა და აქტივობების ჩატარება, რაც პირდაპირ ანტიქართული საქმეა".
"ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა გასცდეს რიტორიკის ფარგლებს და ქმედითი ნაბიჯები გადადგას საქართველოში აკრედიტებული "დიპლომატიური კორპუსის" რევოლუციური და ანტიქართული ქმედებების ასალაგმად, რადგან წარმოუდგენელია, ამ ქვეყანამ მუდმივ რყევებსა და ჯანჯღარში იცხოვროს. გასაგებია, რომ დღეს მთავრობა წარმატებით ართმევს თავს ყველანაირ უცხოურ ზეწოლას, თუმცა ქვეყნის საბოლოოდ დამშვიდებისთვის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფერო უნდა დაუბრუნდეს საკუთარ საქმიანობას და განიარაღდეს იმ მანკიერი ბერკეტებისგან, რაც საქართველოს მუდმივ ტურბულენციაში ამყოფებს.
ხელისუფლებამ უნდა დაადგინოს კონკრეტული რიცხობრივი კვოტა სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებში დასაქმებულ ადამიანებთან დაკავშირებით. ეს კვოტა უნდა იყოს ლოგიკის ფარგლებში, რამეთუ ყველა კარგად ვხვდებით, რომ დიპლომატიური საქმიანობის განხორციელებას 350 ადამიანი არ სჭირდება. საელჩოებში მომუშავე პირთა ლოგიკურ რაოდენობამდე დაყვანა ავტომატურად გამოიწვევს, დიპლომატიურმა სამსახურებმა ჩაიხსნან ადამიანები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არა მათი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, არამედ სპეცსამსახურის თანამშრომლები არიან. ასევე მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა დაავალდებულოს საელჩოები, იმოქმედონ დიპლომატიის მკაფიოდ გაწერილი უფლებამოსილების შესაბამისად და აუკრძალოს მათ ყველანაირი მიღმა საქმიანობა, ფონდებისა და NGO - ების დაფინანსება, გაურკვეველი ტრენინგებისა და აქტივობების ჩატარება, რაც პირდაპირ ანტიქართული საქმეა. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ერთხელ და სამუდამოდ დააბრუნებს ელჩებს და საელჩოებს მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში", — წერს ზაზა შათირიშვილი.
- "ოცნების" პარლამენტი დღეს დიპლომატიურ სამსახურში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს
- საგარეო საქმეთა სამინისტრო: რეფორმის შედეგად, შეიქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც გააერთიანებს ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს
- არარეზიდენტი ელჩების ინსტიტუტი და ახალი დიპლომატიური წარმომადგენლობები — "ოცნება" საგარეო უწყებაში რეორგანიზაციას იწყებს
-
კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს
გადახედვა
-
ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
გადახედვა
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს
გადახედვა
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება "მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
-
რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს
გადახედვა
კომენტარები