თემურ ქათამაძე ამბობს, რომ დაკავების დღიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია
ბათუმის აქციების მედროშე თემურ ქათამაძე საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს, რომელშიც მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის მხრიდან პერმანენტულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, დამცირებასა და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე საუბრობს.
ქათამაძის წერილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა.
წერილს უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს საზოგადოების, თანამებრძოლებისა და კრიტიკული მედიის ინფორმირებისთვის, მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, “ბათუმელი მედროშის”, თემურ ქათამაძის მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილი:
დღეს უკვე საჭირო გახდა. მინდა გაცნობოთ, რომ 16.01.2025-ში, ჩემი საქართველოდან გაძევების მიზნით დაკავების პირველი დღიდან დღედმე, მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელების მიერ ხორციელდება ჩემ მიმართ მიზანმიმართული, მუდმივი და მასშტაბური ფსიქოლოგიური ზეწოლა, შევიწროება, შეფურთხება, გაჭიანურება და პროვოცირება ყველანაირი ბერკეტის გამოყენებით.
ეს თავიდან იყო ჩემ მიმართ სასამართლო პროცესებში წარსადგენად ბათუმში, ჩემს კერძო ბინაში და პირად კომპიუტერში განთავსებულ დოკუმენტებზე – მტკიცებულებებზე წვდომისა და მათი დროზე შეგროვების შეფერხების მიზნით. თუმცა, ბოლო დღეებში, მათი ზეწოლა გამიზნული არის 44 დღის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარე ჩემი შიმშილობის შეწყვეტისთვის, ჩემი ნებისყოფის და მხნეობის გატეხისთვის. მათთვის რა სამწუხაროა, რომ უშედეგო იქნება მათი ეს მცდელობა, რომ ჩემი სამშობლოსთვის ბრძოლის შეურყევ ნებისყოფას, სულისკვეთებას და მხნეობას ვერასდროს ვერავინ გატეხა! სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავდადება ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ზემოთ მდგომი ღირებულება და მწვერვალი არის. იმის ზემოთ მხოლოდ გამჩენელი ღმერთი დგას!
მე აქ ძალიან კარგად და მხნედ ვარ. ისე, როგორც არასდროს არ ვყოფილვარ. ჩემი სოლიდარობა სამშობლოს მომავლის და თავისუფლების ყველა თანამებრძოლს და ასევე, სინდისის ყველა პატიმარს!
მინდა ყველამ იცოდეთ და დარწმუნდეთ, რომ ჩვენ ვართ საქართველო, უფალი არს ჩვენთან, მე მჯერა გამარჯვების! ჩვენ გადავცურავთ ზღვას და აუცილებლად გავიმარჯვებ სახელოვნად.
უფრო და უფრო დიდი ცეცხლი ოლიგარქიას და მუდმივი ჯოჯოხეთი ივანიშვილს.
ჩვენი ბრძოლის ყოველ წამს გახსოვდეთ საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შემდეგი სიტყვები: არასოდეს, არასოდეს არ დანებდე!”.
ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ბოლომდე, გამარჯვებამდე, არ დანებდეთ! “ძალა ერთობაშია!”
ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე. 28.02.2025 წელი.
შიმშილობის 44-ე დღე.
თბილისი – სამშობლო," — წერს თემურ ქათამაძე წერილში
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
-
ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს
გადახედვა
-
10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
გადახედვა
-
მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის? მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის?
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს
გადახედვა
კომენტარები