საბა ბრაჭველი: ეს ფარა კი არა, ცხვრის ტყავს შეფარებული მგელი და ახალი რუსული კანონია
იურისტი საბა ბრაჭველი "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის" (FARA) შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ეს კანონი მართლა ამერიკული FARA რომ იყოს, დამოუკიდებელ ორგანიზაციებს არ შეეხებოდა. მისი თქმით, "ოცნება" აპირებს, რომ ის "დამოუკიდებელ ორგანიზაციებსაც შეახოს, რადგან ეს FARA კი არა, ცხვრის ტყავს შეფარებული მგელი და ახალი რუსული კანონია".
"მაგრიტმა დახატა ჩიბუხი და მიაწერა, ეს არ არის ჩიბუხიო. ოცნებამ სიტყვასიტყვით თარგმნა FARA და ის ამერიკული ფარა არ არის.
ორი წელია ვამბობ და კიდევ გავიმეორებ — კანონი, მათ შორის, FARA, არის არა უბრალოდ სიტყვების კომბინაცია, არამედ ის შინაარსი, რომელსაც მას აღმასრულებელი და განმმარტებელი ანიჭებენ. ჩვენთან ამერიკული კანონიდან მოაქვთ სიტყვები, მაგრამ ცვლიან განმარტებებს, შინაარსს, პრაქტიკას, რითაც იუსტიციის დეპარტამენტი და სასამართლოები ხელმძღვანელობენ.
ამერიკული ფარას რეესტრში არ არიან დამოუკიდებელი, საკუთარი საწესდებო მიზნებითა და საკუთარ ნებაზე მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები. იქ ისინი ხვდებიან, ვისაც უცხო სახელმწიფო აკონტროლებს. ამიტომ შეხვდებით ფარა-ს რეესტრში ისეთ მედიებს, როგორიცაა "სპუტნიკი" და "რაშა თუდეი" და ვერ შეხვდებით BBC-ს, Deutsche Welle-ს და სხვებს. BBC-ის და DW-საც საკუთარი - ამერიკისთვის "უცხო" მთავრობები აფინანსებენ, მაგრამ ისინი დამოუკიდებელი მედიები არიან, ამიტომ არავინ სთხოვს მათ დარეგისტრირებას.
მაშინ, როცა ამერიკაში რეგისტრაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-ამერიკას არავინ სთხოვს, ჩვენთან საერთაშორისო გამჭვირვალობა —საქართველოსა და სხვა არასამთავრობოების რეესტრში შეყვანა კანონის მიზნადაა დასახელებული. ამ კანონის ამერიკულად მონათვლა ვირეშმაკობა — სიტყვების დაკოპირება და შინაარსის ცვლილებაა. ეს კანონი მართლა ფარა რომ იყოს, დამოუკიდებელ ორგანიზაციებს არ შეეხებოდა. მაგრამ აპირებენ რომ შეახონ, რადგან ეს ფარა კი არა, ცხვრის ტყავს შეფარებული მგელი და ახალი რუსული კანონია.
ამ კანონს იღებენ, რადგან უნდათ, რომ (1) საკუთარ მომხრეებს რუსული კანონი დაავიწყონ, (2) სისხლის შიშით სამოქალაქო სექტორმა თვითონ გაიუქმოს თავი და (3) კანონის დამორჩილებით ლეგიტიმაცია შეიძინონ.
როგორ ვებრძოლოთ?
სანამ ორგანიზაციებიც და ფიზიკური პირებიც იმაზე ფიქრს დაიწყებთ, დარეგისტრირდეთ თუ არა, რამდენიმე საკითხზე უნდა დაფიქრდეთ:
პირველი იმაზე, რომ ამ კანონის მესამეჯერ შემოტანის მთავარი მიზანი თქვენი დაშინებაა — თქვენით რომ გაჩერდეთ.
მეორე — თაიმლაინი. კანონი ივნისამდე არ შევა ძალაში. სავარაუდოდ მაისში გვეცოდინება მექანიზმის პროტოკოლიც და თუ ეს პროტოკოლი ამერიკიდან გადმოწერეს, მაშინ კიდევ არაერთი თვე გაიწელება ბიუროს ბიუროკრატიებში, გასაჩივრებებში და ა.შ. ამ არჩევანის წინაშე დადგომა ბევრი თვის შემდეგ მოგიწევთ და არა რამდენიმე კვირაში (ისევე, როგორც წინა წელს).
მესამე — გამოცდილება. როცა სამოქალაქო სექტორი ერთად დადგა, მიღებული კანონი ვერ აამუშავეს (და ამას ახლა განმარტებით ბარათში თავად აღიარებენ). ეს არ შეცვლილა, ძალა ისევ ერთობაშია.
ამიტომ, არჩევანის გაკეთებაზე ახლა ფიქრის ნაცვლად, ჯობს თქვენი ძალისხმევა ისევ იმ რეჟიმის წინააღმდეგ მიმართოთ, ვინც ამ არჩევანის გაკეთებას გაიძულებთ.
ოცნებისთვის ადვილია კანონების მიღება, მაგრამ არა მათი აღსრულება. დეკემბერში მიიღეს კანონი, რომლითაც ოლე-ოლას სიმღერა უნდა აეკრძალათ, ნიღბები უნდა აეკრძალათ, მარშები უნდა აეკრძალათ, გარეთ სიარული უნდა აეკრძალათ. მაგრამ აღსრულებას ვერ ახერხებენ, რადგან ადამიანების საკმარისი რიცხვია მზად მათ დასარღვევად. საღამოს ცხრა საათზე ყველა ვერ გამოდის რუსთაველზე, მაგრამ უკვე გამოჩნდა, რომ ერთი ხელშეშლა და იქაურობა ისევ გადაიტენება. ის ბრაზი, ის წინააღმდეგობა, ის პოტენციური ენერგია არსად წასულა.
ამიტომ ვერ აღასრულებენ დასაშინებლად მიღებულ სხვა კანონებსაც. ვერ აღასრულებენ ჯარიმებსაც. ორ მილიონამდე ოდენობის ჯარიმები დაწერეს, მაგრამ ეს დღეში მხოლოდ 3-4 ჯარიმას უდრის. სამინისტროს ამ ეტაპზე მეტი რესურსი უბრალოდ არ აქვს. ვერ აუდიან ადმინისტრაციული საქმეების მასალების გროვებას, შეტყობინებებს, რეგისტრაციას — ბუღალტერიას, მოკლედ. იანვრის ცვლილებების შემდეგ ერთ საქმეზეც კი არ დაუმთავრებიათ წარმოება. არადა მართლა რამე კი არ აქვთ განსახილველი, "არ დაკმაყოფილდეს“ უნდა მოგწერონ. ამ ელემენტარული წერილის დასაწერად და გამოსაგზავნადაც კი მთელი ერთი თვე არ ჰყოფნით.
ცალკე ამბავია სასამართლო, სადაც ზუსტად 7 მოსამართლეს აქვს შეტენილი ყველა ადმინისტრაციული საქმის განხილვა. ახლა თუ ისე გადატვირთულია იქაურობა, რომ ორი თვის შემდეგ ნიშნავენ სხდომებს, ვერც წარმომიდგენია რა მოხდება მაშინ, როცა შსს-ს ასობით პასუხს სასამართლოში წავიღებთ. მაშინ დაინახავთ, რომ იანვრის შემდეგ დაწერილი ჯარიმების გადახდა მოქალაქეებს სექტემბრამდე ან უფრო გვიანაც არ მოუწევთ. ამაზე, პრინციპში, თებერვალშიც ვწერდით.
ბარემ ჯარიმების გადახდაზეც — ფონდები დააყადაღეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ალტერნატიული გზებიც გამოჩნდება და, რო რამე, ქრაუდფანდინგებითაც ავაგროვებთ თანამებრძოლებისთვის საჭირო თანხას. ეგ ყველაზე ნაკლები სადარდებელი მგონია.
ნამდვილი სადარდებელი ციხეში მყოფი ორმოცდაათი პოლიტპატიმარი და მათი გათავისუფლებაა. ამაზე და ბრძოლის სხვა ტაქტიკებზე უნდა ვფიქრობდეთ ახლა და არა ფარაზე. ოცნების კანონები და თუნდაც ფარა აღარ არის და არც უნდა იყოს მთავარი საკითხი. წინა წელს ხალხს დარწმუნება სჭირდებოდა, რომ რუსული კანონი რუსული იყო, რომ საგარეო კურსის შებრუნებას, ქვეყანაში კი განუკითხაობის დამყარებას მოასწავებდა. ნოემბერ-დეკემბრის შემდეგ ამის მტკიცება საჭირო აღარ არის.
ახლა ოცნება ძალაუფლების კონსოლიდაციას ცდილობს. ყველა კანონი, რომელსაც ივანიშვილის პარლამენტი განიხილავს, არალეგიტიმური და ავტორიტარულია. ოცნება კიდევ ბევრ კანონს მიიღებს, მაგრამ მათი აღსრულება ლეგიტიმაციის კრიზისის აღმოფხვრასა და (გეო)პოლიტიკურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული. სიტუაცია ბევრი თვის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს. ეს გრძელი პროცესია და დროზე ადრე ნუ დაფრთხებით, მეგობრებო. ჩვენ ფარა არ ვართ", — წერს იურისტი საბა ბრაჭველი სოციალურ ქსელში.
ამავე თემაზე:
"ოცნების" პარლამენტმა, მეორე მოსმენით, "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" მიიღო
შესაძლოა, FARA-ს აღსრულებას საქართველოში ანტიკორუფციულმა ბიურომ უხელმძღვანელოს
საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთაც "ქართულმა ოცნებამ" მხარი დღეს დაუჭირა
"ოცნების" პარლამენტმა Fara-ს კანონპროექტი გამოაქვეყნა — რა წერია ამერიკულ კანონში?
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
-
საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა
-
11 ორგანიზაცია PACE-ს საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სარჩელის მოთხოვნისკენ მოუწოდებს 11 ორგანიზაცია PACE-ს საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სარჩელის მოთხოვნისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
მეხანძრეებმა ალმოდებული სახლიდან გამოყვანილი ფისო ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს მეხანძრეებმა ალმოდებული სახლიდან გამოყვანილი ფისო ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტს ყველაფერს უჯერებთ? — MIT-ის ანგარიშის მიხედვით, სტუდენტები AI-სთან "გონებრივად ნებდებიან" ხელოვნურ ინტელექტს ყველაფერს უჯერებთ? — MIT-ის ანგარიშის მიხედვით, სტუდენტები AI-სთან "გონებრივად ნებდებიან"
გადახედვა
-
კახა კალაძე: მივმართავთ ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის დროებითი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად კახა კალაძე: მივმართავთ ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის დროებითი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად
გადახედვა
-
პოლონეთის საგარეო უწყება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს გმობს პოლონეთის საგარეო უწყება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს გმობს
გადახედვა
-
დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით
-
კახა კალაძე: ბაღებში ბავშვები ქათმის ხორცით არ მოწამლულან, იმ დღით მენიუში ქათმის ხორცი საერთოდ არ ყოფილა კახა კალაძე: ბაღებში ბავშვები ქათმის ხორცით არ მოწამლულან, იმ დღით მენიუში ქათმის ხორცი საერთოდ არ ყოფილა
გადახედვა
-
AI უსაფრთხოების სერტიფიკატები: რა განსხვავებაა CAISP-ს, OSAI-ს, COAE-სა და SC-500-ს შორის? AI უსაფრთხოების სერტიფიკატები: რა განსხვავებაა CAISP-ს, OSAI-ს, COAE-სა და SC-500-ს შორის?
-
ესპანეთში 7 ქართველი დააკავეს, რომელთან ე.წ. საწამებელ ოთახში 2 კაცი ჰყავდათ დაკავებული ესპანეთში 7 ქართველი დააკავეს, რომელთან ე.წ. საწამებელ ოთახში 2 კაცი ჰყავდათ დაკავებული
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო — სწორი ადგილი განათლებისთვის თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო — სწორი ადგილი განათლებისთვის
-
NASA-ს ახალმა ტელესკოპმა "თვალი გაახილა" — აი, რა დაინახა მან NASA-ს ახალმა ტელესკოპმა "თვალი გაახილა" — აი, რა დაინახა მან
გადახედვა
-
თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის სერიალში გამოჩნდა — ნახეთ Vigil-ის კადრები თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის სერიალში გამოჩნდა — ნახეთ Vigil-ის კადრები
გადახედვა
-
გვსურს გვჯეროდეს, რომ სომხები შეძლებენ, ობიექტურად შეაფასონ "ევროინტეგრაციის საფრთხე" — რუსეთის საგარეო გვსურს გვჯეროდეს, რომ სომხები შეძლებენ, ობიექტურად შეაფასონ "ევროინტეგრაციის საფრთხე" — რუსეთის საგარეო
გადახედვა
-
წლევანდელი "თბილისობა" 3,3 მლნ ლარი გვიჯდება — სად/რა ჩატარდება? წლევანდელი "თბილისობა" 3,3 მლნ ლარი გვიჯდება — სად/რა ჩატარდება?
გადახედვა
-
25 სექტემბერი, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება 25 სექტემბერი, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება
-
ირაკლი ჭეიშვილი: ადამიანის ბედი კაბინეტებში კი არა, სასამართლოში წყდება, ღარიბაშვილი იტყუება ირაკლი ჭეიშვილი: ადამიანის ბედი კაბინეტებში კი არა, სასამართლოში წყდება, ღარიბაშვილი იტყუება
გადახედვა
-
39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა, კვლევა გრძელდება — სეს-ი ბაგა-ბაღების შემოწმებაზე 39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა, კვლევა გრძელდება — სეს-ი ბაგა-ბაღების შემოწმებაზე
გადახედვა
-
EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს
გადახედვა
-
ჯგუფური ქურდობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს — მიყენებული ზარალი ₾30 000-ია ჯგუფური ქურდობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს — მიყენებული ზარალი ₾30 000-ია
გადახედვა
კომენტარები